საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დანიაში გამგზავრებამდე ბოლოსწინა ვარჯიში გამართა. 18 თებერვალს ჩვენს ნაკრებს კაპიტანი თორნიკე შენგელია და ამერიკელი ლეგიონერი ჯო ტომასონი შეუერთდნენ. შეგახსენებთ, რომ ტომასონის თბილისში ჩამოსვლა ნაკრების ვარჯიშების დაწყების პირველივე დღეს იგეგმებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქართული პასპორტი აიღო, ჯო ევროლიგის კლუბ თელ-ავივის "მაკაბიში" გადავიდა და გეგმები ცოტა შეიცვალა.

რაც შეეხება კაპიტანს, შენგელიას გუნდი იტალიის თასის გათამაშებაში მონაწილეობდა და სავარაუდოდ, მინიმუმ პირველი ბარიერი უნდა დაეძლია, თუმცა, მოულოდნელად, 15 თებერვალს "რეჯიო ემილიასთან" დამარცხდა და თორნიკეც, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებისკენ დაიძრა სადაც დანიაში წასვლამდე 2 სრულფასოვან ვარჯიშს გამართავს.

დანიაში გამგზავრებამდე, 19 თებერვალს, ალეკსანდარ ჯიკიჩი ჩვენს ნაკრებს ვიქტორ სანიკიძის აკადემიაში ავარჯიშებს, რომლის დასკვნით ნაწილსაც ჟურნალისტები დაესწრებიან. სერბი სპეციალისტი იმ 12 მოთამაშეს დაასახელებს, რომლებითაც საქართველოს ნაკრები დანიაში გაემგზავრება. ნაკრებს დანიაში ესპანეთიდან შეუერთდებიან გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე, ხოლო საფრანგეთიდან - მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი. ჯიკიჩის გუნდი 20, 21 და 22 თებერვალს ქალაქ ნესტვედში ივარჯიშებს, ხოლო 23-ში დანიის ნაკრებს ევრობასკეტ 2025-ის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში დაუპირისპირდება.

იმ 12 მოთამაშეს, რომლებიც დანიასთან მატჩის განაცხადში იქნებიან, მთავარი მწვრთნელი თამაშის წინა დღეს, 22 თებერვალს დაასახელებს.

GBF.GE

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89