საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიაში მიემგზავრება. 20 თებერვალს, დილის 05;00 საათზე, ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები 12 კალათბურთელით დანიაში გაფრინდება, სადაც 2 მოთამაშე – გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე შეუერთდება. რაც შეეხება იმ 12 კალათბურთელს, რომლებიც დანიასთან 23 თებერვლის მატჩის განაცხადში იქნებიან, მთავარი მწვრთნელი 22 თებერვალს დაასახელებს.

საქართველოს ნაკრები დანიაში სოლიდური დანაკლისით მიემგზავრება. მოგეხსენებათ, ალექსანდრე მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე ჩვენს გუნდს ვერ ეხმარებიან, ისევე, როგორც ნბა-ს ყველა ევროპელი მოთამაშე თავის ნაკრებს. თუმცა ჩვენს ნაკრებს კიდევ 2 მოთამაშე ტრავმის გამო აკლია – თბილისურ შეკრებაზე იყვნენ, მაგრამ სათამაშო კონდიციაში არყოფნის გამო ნაკრებს დანიაში ვერ გაჰყვნენ დუდა სანაძე და რატი ანდრონიკაშვილი.

ეროვნულ ნაკრებში დაგეგმილზე ადრე ჩამოვიდა და 2 ვარჯიში ჩაატარა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რომლის გუნდიც იტალიის თასის გათამაშების პირველ წრეში მოულოდნელად დამარცხდა და კაპიტანიც დაუყოვნებლივ ეროვნულ გუნდში გამოემგზავრა. გუშინვე ალექსანდარ ჯიკიჩის განკარგულებაში იყო ჩვენი ნაკრების ახალწვეული, ამერიკელი ჯოზეფ (ჯო) ტომასონი, რომელიც ევროლიგის კლუბ "მაკაბიში" გადავიდა, თუმცა ამას მისთვის საქართველოში ჩამოსვლაში ხელი დიდად არ შეუშლია. ტომასონმა "მაკაბიში" სადებიუტო მატჩი 14 თებერვალს ითამაშა და ორ დღეში საქართველოში გამოემგზავრა. მან ჩვენს ეროვნულ გუნდში 18 და 19 თებერვალს სრულფასოვანი ვარჯიშები ჩაატარა.

ალეკსანდარ ჯიკიჩს სამწვრთნელო შტაბში ჰყავს ანატოლი ბოისა, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილი ჩვენს ნაკრებს დანიაში, მონაკოდან შეუერთდება, სადაც, მოგეხსენებათ, ევროლიგის ამავე სახელწოდების კლუბში მთავარი მწვრთნელის, საშა ობრადოვიჩის ასისტენტია. საქართველოს ნაკრები დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ჩაფრინდება, საიდანაც ავტობუსით 40 კილომეტრში მდებარე პროვინციულ ქალაქ ნესტვედში ჩავა. მატჩიც ნესტვედში 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

GBF.GE

სოსოს-ს
ხელისგულზე დევს მიზეზი თუ რატომ არ მოდის კალათბურთში ახალი კარგი თაობა.სანამ კალათბურთში ფული გაჩნდებოდა კორუფციაც,ნაცნობ მეგობრობაც ნაკლებად იყო.ვინ რომელი მდიდარი შეიყვანდა კალათბურზე შვილს და ვარჯიშობნენ მხოლოდ ნაკლებად შეძლებული ოჯახებიდან ბავშვები.ეხლა კალათბურთზე უფრო ძნელად შეიყვან ბავშვს და ძვირად ვიდრე მთვარეზე გაფრინდები.ამიტომ აქაც ჩაიჩოჩეს ღარიბმა ხალხმა და...შედეგიც სახეზეა.მოკლედ იგივე ხდება რაც ფეხბურთში.მე დარწმუნებული ვარ დღევანდელ დღეს შერმადინი კალათბურთზე ვერ ივარჯიშებდა.და შენ გგონია რაც მე ვთქვი სხვებმა არ იციან? მაგრამ მომჯდრები არიან ჯიგრულად და თბილად და სულ არ ახატიათ კალათბურთიც და ფეხბურთიც?
სოსოს
იმიტომ რომ გადაიქცა აკადემიები ბიზნესათ და იზრდებიან მხოლოდ მაგათი და მეგობრების შვილები შედეგიც სახეზეა. ჩემი გამოცდილებიდან კალათბურთის აკადემია 208სმ სიმაღლის ბავშვსს არ გაზრდის იმიტომ რომ პატრონი არ ყავს საშინელებაა.7 წელი იყო აკადემიაში და ბოლოს მითხრეს სუსტია და გამოვიყვანე იმიტომ რომ ფული არ მქონდა ბევრი.ამიტომ არის
სოსო
როცა ამდენი აკადემია არ გვქონდა, მაშინ გვყავდა მაგარი თაობა,ახლა აკადემიები გვაქვს და კალათბურთელებს ვეღარ ვზრდით!!რატომაა საქართველოში ყველაფერი პირიქით??!!
ეეე
არა ბურჯანაძეს, რო დასცინის ზოგიერთი მართლა სასაცილოა, თითქოს გადაძეძგილი ვიყოთ სტარებით.DDDDDDDDDDDDDDDD კაცი ესპანეთის მეორე დივიზიონის ერთერთ ლიდერ გუნდში სტაბილურად თამაშობს.მეც მინდა ქარიმ აბდულ-ჯაბარი იყოს მარა რაც გვყავს იმათ ფონზე დასაცინი ნაღდათ არაა.

კატასტროფული სიტუაციაა კალათბურთში,ახალი თაობა არ გვყავს არც ამერიკის სტუდენტურ ლიგაში და არც ევროპულ ლიგაში, რა გვეშველება შენგელია შერმადინის წასვლის მერე!!!
თენგაბი
სამწუხაროდ, დიდად ყურადღებიანი არც მე ვარ, მაგრამ თუ არ ვცდები ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრაა.
llcl
მოტობურთს ადევნე თვალი ძმას ვენაცვალე, რა დროს კალათბურთია ამ ზამთარში!
ქომაგი
ევრობასკეტის შესარჩევი დაიწყო. სერბეთი, საქართველო, ფინეთი, დანია - ესაა ჯგუფი და 2 გუნდი გადის. ფინეთი როგორც მასპინძელი ისეა დაშვებული, ასე რომ დანარჩენმა 3 გუნდმა უნდა გავინაწილოთ 2 საგზური
აზრი
საქმე ვერ არის კარგად! ბურჯანაძეც დავიმახე და ამას კონტექსტი აღარ უნდა!
გაუგებრობა
და რა ხდება დანიაში? ხო შეიძლება რაღაც კონტექსტიც დააზუსტოდ. ამხანაგურია? ოლიმპიადის ბოლო შესარჩევია თუ რა ხდება? რა გაუგებარი სტატიაა?
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
რა მატჩი, რა ემოციები - საქართველოს ნაკრებმა დანია დაამარცხა და ზედიზედ მეექვსედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე! [VIDEO]
ჩამოვა შილდსი თბილისში? დანიის ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი 13-კაციან შემადგენლობაშია
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ეროვნული ნაკრების გენერალური შეკრება 18 თებერვლიდან 15 კალათბურთელით იწყება
საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა - დანიამ ჯერ შილდსის გარეშე
ფინალის ტოლფასი მატჩი - ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა