ესპანელი თავდამსხმელი რაული "შალკეში" ძალიან უკმაყოფილოა და გერლზენკირხენული კლუბის დატოვება მყარად აქვს გადაწყვეტილი
როგორც ჩანს, ესპანელს გელზენკირხენიდან წასვლა უნდა

როგორც ჩანს, ვეტერანი ესპანელი თავდამსხმელი რაული "შალკეში" ძალიან უკმაყოფილოა და გერლზენკირხენული კლუბის დატოვება მართლა მყარად აქვს გადაწყვეტილი.

ჩვენი გერმანელი კოლეგები ამაში 34 წლის ფორვარდის კიდევ ერთი ძალიან ალოგიკური საქციელით დარწმუნდნენ. საქმე იმაშია, რომ გასულ კვირას "შალკეს" ფეხბურთელებმა ე.წ. "მოთამაშეების საბჭო" აირჩიეს, რომელშიც კაპიტან ბენედიქტ ჰიოვედესთან ერთად, კიდევ ოთხი ფეხბურთელი შევიდა და მათ შორის რაულიცაა. მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად, "შპორტ ბილდის" ინფორმაციით, რაულმა საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადა!

"დიახ, ეს სიმართლეა. ფეხბურთელებმა საბჭო აირჩიეს, სადაც კაპიტანი, ვიცე-კაპიტანი სხვა უფლებამოსილი მოთამაშეები შევიდნენ. რაულმა საკმაოდ ბევრი ხმა მიიღო და წესით, საბჭოს წევრი ისიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ უარი თქვა," - ადასტურებს გელზენკირხენელთა მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი.

რაულის უარი პროვოკაციას ჰგავს! სხვათა შორის, წინა კვირას გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ გონსალეს ბლანკოს "მალაგაში" გადასვლა სურდა - რაული ამ გუნდს მოსამზადებელ შეკრებაზე სტუმრობდა და "მალაგას" ფეხბურთელებთან ერთად ერთი ღამეც გაათენა. ეჭვს ისიც ზრდის, რომ ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, გამოცდილი ესპანელი გოლეადორი "შალკეს" მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის ახალი ტაქტიკითა და სტრატეგიით უკმაყოფილოა და "პროფესორ რალფთან" ზოგადად ცუდი ურთიერთობა აქვს. რანგნიკმა ამას წინათ თქვა, ახალ სეზონში რაულმაც ძალიან ბევრი უნდა ირბინოსო, რითაც ცეცხლზე ნავთი დაასხა...

ახლა კი რაული საბჭოს წევრობაზე უარის თქმით, ან პასუხისმგებლობას არიდებს თავს, რადგან წასვლა აქვს გადაწყვეტილი, ანაც ამით პროტესტს გამოხატავს. ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ ესპანელი ინტერვიუზე ყველას უარს ეუბნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...