გერმანიის ნაკრების რეკორდსმენმა ლოთარ მათეუსმა ბუნდესლიგაში მუშაობის პერსპექტივაზე ხელი ჩაიქნია
გერმანიის ნაკრების რეკორდსმენმა ლოთარ მათეუსმა, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე წელია, სამწვრთნელო საქმიანობითაა დაკავებული, ბუნდესლიგაში მუშაობის პერსპექტივაზე ხელი ჩაიქნია. როგორც იცით, წლებია, ლოთარს ბუნდესლიგაში მუშაობის დაწყება უნდა, მაგრამ მისი დანიშვნის სურვილი დღემდე არცერთმა გერმანულმა კლუბმა არ გამოთქვა.

"მორჩა, ამიერიდან გერმანიაში მუშაობაზე აღარ ვიფიქრებ და ამით ნერვებს აღარ მოვიშლი. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მივხვდი, რომ სულაც არაა აუცილებელი, მაინცდამაინც ბუნდესლიგაში ვმუშაობდე," - უთხრა ჟურნალ "11 ფროინდეს" მათეუსმა, რომელსაც გერმანიის ნაკრებში ყველაზე მეტი, 150 მატჩი აქვს ჩატარებული.

ლოთარი მიიჩნევს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში მის სახელს გერმანიაში მხოლოდ იმისთვის იყენებდნენ, რომ პრესაში სკანდალური სტატიები დაწერილიყო. "პირადად მე საკუთარი თავი რომელიმე გერმანული კლუბისთვის არასდროს შემოთავაზებია. უბრალოდ, როგორც კი სადმე მწვრთნელს გაუშვებდნენ, ჟურნალისტები მაშინვე ჩემს გვარს ამოატივტივებდნენ ხოლმე. ეს ყველაფერი სპეკულაციები იყო და ამ სპეკულაციებმა ჩემი პრესტიჟი შელახა, - აცხადებს 50 წლის მათეუსი და იქვე დასძენს, - თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ოდესმე რომელიმე გერმანული კლუბი ჩემი სამსახურით დაინტერესდება, წინადადებას არ განვიხილავ. მიმაჩნია, რომ მე გერმანიაში უნდა ვმუშაობდე."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი