"ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ გუნდის შემადგენლობა შვიდი მორაგბით განაახლა
ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელისგან განსხვავებით "ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ გუნდის შემადგენლობა შვიდი მორაგბით განაახლა.

ოუენ ფრენქსმა თავისი ძმა ბენი შეცვალა. შერკინების კვაჭად ისევ კევინ მეალამუ დაბრუნდა. მეორე ხაზში ალი ვილიამსს ბედ თორნი შეუწყვილდა. რვა ნომერი კი კირან რიდი იქნება.

უკანა ხაზში ცხრა ნომერზე ჰენრიმ პირი ვიპუს დაყენება გადაწყვიტა. გარემარბად დაბრუნდა სიტივენი სივივატუ.

"ავსტრალიის ნაკრებთან მატჩი გაციელბით რთული იქნება, ვიდრე ერთი კვირის წინათ სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირება იყო. ის ფაქტი, რომ ერთმანეთს მსოფლიოს რეიტინგში პირველ ორ საფეხურზე მყოფი გუნდები ეთამაშებიან, თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. ამასთან, ეს შესხვედრა "ბლედისლოუს თასის" წლევანდელი სერიის პირველი მატჩია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, პირველ შეხვედრაში გამარჯვება ვის დარჩება" - თქვა გრემ ჰენრიმ.

ახალი ზელანდიის ნაკრების მგეზავი დენ კარტერი ამ მატჩში 82-ე კეპს მოიხვეჭს და ამ მაჩვენებლის მიხედვით საუკეთესო ახალზელანდიელთა ოთხეულს მიუახლოვდება. ყველაზე მეტი კეპი ამჟამინდელ კაპიტან რიჩი მაკქოუს აქვს და ფულბეკ მალილი მულიაინას აქვს - 96, ლეგენდარულმა შერკინების კვაჭმა შონ ფიცპატრიკმა 92 კეპი დააგროვა, კევინ მეალამუს აქტივში კი 83 კეპია.

ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. სიტივენი სივივატუ, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჰოსე გეარი, 10. დენ კარტერი, 9. პირი ვიპუ. 1. უაიტ კროკეტი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბრედ თორნი, 5. ალი ვილიამსი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი.

16. ენდრიუ ჰორი, 17. ბენ ფრენქსი, 18. სამუელ ვაითლოქი, 19. ადამ თომსონი, 20. ენდი ელისი, 21. კოლინ სლედი, 22. სონი ბილ ვილიამსი.

სატურნირო მდგომარეობა

1. ახალი ზელანდია - 5 ქულა, 2. ავსტრალია - 5, 3. სამ.აფრიკა - 0

6 აგვისტო

ახალი ზელანდია-ავსტრალია

13 აგვისტო

სამ.აფრიკა-ავსტრალია

20 აგვისტო

სამ-აფრიკა-ახალი ზელანდია

27 აგვისტო

ავსტრალია-ახალი ზელანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

burremia
There were no significant differences between the two groups with respect to the demographic outcomes how long do viagra last
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა