საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 თებერვალს ევრობასკეტ 2025-ის მე-2 შეხვედრას მსოფლიოს მოქმედ ვიცე-ჩემპიონ სერბეთის ნაკრებთან გამართავს. პირველ ტურში საქართველომ დანიაში 69:75 წააგო, ხოლო სერბეთმა ბელგრადში ფინეთს 77:61 სძლია. ფინეთმა საკვალიფიკაციო ტურნირის ექვსივე შეხვედრა რომც წააგოს, მომავალ წელს მაინც ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, რადგან ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელია.

ჩვენი ჯგუფიდან ევრობასკეტზე ფინეთთან ერთად 2 საუკეთესო გუნდი გადის. შესაბამისად, საქართველოს, დანიისა და სერბეთის ნაკრებებს შორის საგზურს 2 საუკეთესო მიიღებს. ამის გათვალისწინებით, დანიაში დამარცხებულ ჩვენს ნაკრებს სერბეთთან მოგება ძალიან სჭირდება, თუმცა, სოლიდური დანაკლისის მიუხედავად, ფავორიტად სტუმრები ითვლებიან.

ასე ითვლებოდა სერბეთი ფავორიტად 2020 წლის თებერვალში, წინა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში, როცა საქართველომ ბელგრადში მასპინძლები დაამარცხა. მაშინ საქართველო იყო მომავალი ევრობასკეტის თანამასპინძელი და სატურნირო რეზულტატის მიუხედავად, ფინალურ ეტაპზე გასული იყო. საპასუხო მატჩში, 2021 წელს, სერბეთმა თბილისის ბაბლში (კორონავირუსის გამო) 92:66 იმარჯვა.

ამჯერად ორივე გუნდს საგზური მოსაპოვებელი აქვს და მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ. გუნდების დანაკლისს რაც შეეხება, როგორც იცით, ტრავმების გამო ჩვენს გუნდს ვერ ეხმარებიან რატი ანდრონიკაშვილი, დუდა სანაძე და ლუკა ლიკლიკაძე. ასევე თავიდანვე ვიცოდით, რომ აშშ-დან ჩამოსვლას ვერ მოახერხებდნენ გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. ამავე მიზეზით სერბეთს არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი აკლია. ტრავმები აქვთ მილუტინოვსა და ტოპიჩს; ფიბას რეგულაციებიდან გამომდინარე, სერბებმა ვერ მოახერხეს ტრისტან ვუკჩევიჩის გამოძახება, იოვიჩს კი ოჯახში პრობლემები აქვს და მსოფლიოს მოქმედ ვიცე-ჩემპიონებს არ ეყოლებათ; სმაილაგიჩი და რადოვანოვიჩი ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ არიან.

26 თებერვალს საქართველოს ნაკრების მაისურით მოედანზე საბოლოოდ გავა გიორგი ცინცაძე, რომელსაც 20-წლიანი კარიერა ჰქონდა და სერბეთთან შეხვედრა მისთვის 217-ე იქნება. ამ შედეგით ცინცაძე აბსოლუტური რეკორდსმენია. 25 თებერვალს ორივე ნაკრებმა გენერალური ვარჯიში "თბილისი არენაზე" გამართა. მოგეხსენებათ საქართველოს ნაკრები სერბეთთან მატჩისთვის 14 კალათბურთელით ემზადება. იმ 12 მოთამაშეს, რომლებიც მატჩის განაცხადში იქნებიან, მთავარი მწვრთნელი ალეკსანდარ ჯიკიჩი თამაშის დღეს დაასახელებს.

მატჩი "თბილისი არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება. მასზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" გადასცემს.

GBF.GE

ადამიანი
ლიკლაკეძეს ოჩკიძემ აჯობა და ნუ გავაპიარებთ ლიკლიკაძეს. ოხიკიძეს კიდო ჭირდება რომ დიდი კალათბურთი ითამაშოს.ასევე გეტყვით ჩემი ბავშვის ასაკის არის და ვბალეშიკობ.არანაირი ურთიერთობა არ მაქვს.რეალურად ხედავ ოჩხიკიძემ უფრო გაბედულად ითამაშა ვიდრე ლიკლიკაძემ
სოსო
ამერიკიდან კოლეჯთა კი არა, ბავშთა ბაღის ლიგა იყოს თუ გინდა მაინც არავინ გამოუშვებს.
სოსო
ამათზე რა გაწერინებთ, დამთავრდა კალათბურთი გაიგეთ, რა ერთ დროს ჩრდ მაკედონიაც იყო რაღაც ბო მაკალების წყალობით 1/4 ფინალშიც გავიდნენ ევროზე მარა დღეს სად არიან იგივე დღეში ვართ ჩვენც. მალე აზერებიც მოგვიგებს, აგერ კოსოვოს ქი მოუგეს და მადაზე არიან, ბედი ჩვენი, რმ სომხებს სხვის კალათში ჩაგდება არ უყვართ.DDDDD
ჯაბა კემლარია
ოცნების ნაკრები აბა რა იქნება?!
ტარიელი
ვიფიქრე კაკუშაძე , ან როგავა ხო არ გამოგვაკლდნენმეთქი და გამისკდა გული )) კოლეჯთა ლიგებიდან რატომ არავის ვიძახებთ , დავიჯერო საქართველოს ა( ? ) ლიგა , ან თუნდაც სუპერ ლიგა უფრო მაღალი დონის გვაქვს ? მშვენივრად თამაშობენ იქ მეცხვარიუშვილი , მერკვილაძე , ცარციძე . მეტი არ მახსენდება . რამდენადაც ვიცი კოლეჯები არ ზღუდავენ ნაკრებში მონაწილეობას .
ირაკლი
სერბეთს კი არა ამ გუნდით საქართველოს ნაკრები სომხეთის ნაკრებს ვერ მოუგებს, ისე ცუდად თანაშობს ყველა თოკოსა და ოჩხერიძის გარდა!
დ
მოაშორეთ რა ეს ცინცაძე ნაკრებს, ან ათამაშეთ სიმბოლურად 2-3 წუთი
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან პირველი ტაიმი 7 ქულით წააგო
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა[VIDEO]
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ალეკსანდარ ჯიკიჩი: მონდომება არ არის საკმარისი ისეთი კარგი გუნდების დასამარცხებლად, როგორიც სერბეთია