კრეიგ ბელამი ბოლო დღეებში "მანჩესტერ სიტის" მეორე ფეხბურთელია, რომელმაც გუნდის იტალიელ მწვრთნელ რობერტო მანჩინიზე აუგი თქვა...

კრეიგ ბელამი ბოლო დღეებში "მანჩესტერ სიტის" მეორე ფეხბურთელია, რომელმაც გუნდის იტალიელ მწვრთნელ რობერტო მანჩინიზე აუგი თქვა. კერძოდ, უელსელმა განაცხადა, რომ მანჩინი მის ისტლენდიდან გაგდებას ცდილობს და თავისი სიტყვების დასტურად ასეთი ფაქტი მოჰყავს: თურმე მწვრთნელს მისთვის თებერვლის მერე ხმა არ გაუცია. კიდევ, ბელამის მტკიცებით, "ინტერის" ყოფილ თავკაცს ამ ზაფხულზე სურდა იგი გერმანულ "ვოლფსბურგში" გაეგდო.

ეს გეგმა ჩაიშალა, მაგრამ ადამიანის შევიწროების უამრავი ხერხი რომ არსებობს ესეც ხომ ფაქტია? ასე, მაგალითად, მოგეხსენებათ, პრემიერლიგის ახალი წესების თანახმად, ამიერიდან თითოეული კლუბი ფეხბურთელთა რაოდენობაში შეზღუდულია. განაცხადში 25 კაცზე მეტი არავის უნდა ჰყავდეს. შესაბამისად, ბელამი დარწმუნებულია, რომ მანჩინი მას "სიტის" ოცდახუთეულში არ შეიყვანს, რითაც "სიტიდან" კი არა, საერთოდ ფეხბურთიდან წასვლისკენ უბიძგებს.

ბელამის ასეთი იერიში მანჩინისთვის ჩემპიონატის დაწყებამდე ორიოდ დღით ადრე ფრიად უსიამოვნო მოსასმენი იქნებოდა. იმიტომ კი არა, რომ იგი უელსელისგან ამას არ ელოდა - მანჩინისა და ბელამის ურთიერთსიძულვილის ამბავი ყველამ იცის - არამედ იმიტომ, რომ წინა დღეს ირლანდიელმა მეკარემ შეი გივენმა გამოაცხადა, თუ შაბათს, პრემიერლიგის პირველ ტურში, "ტოტენჰემ ჰოთსპურთან" ძირითად შემადგენლობაში არ ვიქნები, ისტლენდზე ჩემს ფეხს ვეღარ ნახავთო.

თუმცა, დავუბრუნდეთ ბელამის. მან თქვა: "ასეთ დღეში არასდროს ვყოფილვარ. მქონია შემთხვევები, როდესაც მწვრთნელს არ დავჭირვებივარ, მაგრამ კაცს ჩემი თავიდან მოშორება ასე ძალიან რომ უნდოდეს პირველად ვნახე. ამას ვერასდროს შევეგუები და ვერც დავივიწყებ. ასეთი დამოკიდებულების პატიება შეუძლებელია. დღეს, როდესაც პრემიერლიგაში 25 კაციანი წესი შემოიღეს, თუ "სიტის" განაცხადში ვერ მოვხვდები, უბრალოდ აღარ მეცოდინება რა გავაკეთო. არადა, "სიტის" განაცხადში გამორიცხულია, რომ ჩამწერონ. ესე იგი, ერთადერთი ვარიანტი რჩება - ფეხბურთი რეზერვისტთა გუნდში უნდა ვითამაშო.

ძალიან ზუსტად ვხვდები რას აპირებს მანჩინი. მან სეზონის წინა ამხანაგურ შეხვედრებში მხოლოდ 80 წუთი მათამაშა. ამაზე მეტი იმ ბიჭებმა ითამაშეს ჩვენი გუნდის წევრები უკვე სამი წელიწადია რომ აღარ არიან. ისეთი დაზაფრული ვარ, რომ შეიძლება ფეხბურთის თამაშს თავიც კი დავანებო".

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ბელამი "მანჩესტერ სიტიში" თანამემამულემ, უელსის ნაკრებსა და "ბლექბერნში" მისმა მწვრთნელმა მარკ ჰიუზმა 2009 წლის იანვარში 14 მილიონ ფუნტად გადაიყვანა, მაგრამ შემდეგ ჰიუზი ისტლენდერთა თავკაცის თანამდებობიდან გაუშვეს, ხოლო ბელამი ახალ შეფს ვეღარ შეეწყო. და ბარემ აქვე გავიხსენოთ, რომ ერთი ხნის წინ მანჩინის შესახებ მთლად კარგად არც არგენტინელმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა ილაპარაკა, ოღონდ ტევესი საწვრთნელ მეთოდკას შეეხო და არა პირად ურთიერთობებს. ბელამის კი სხვა პრობლემა აქვს:

"მანჩინი თებერვლის შემდეგ აღარ დამლაპარაკებია. გუნდში არის რამდენიმე ფეხბურთელი - მაგალითად, ჩემს გარდა ტევესი - რომელთაც მწვრთნელი ხმას არ სცემს. სხვათაშორის, ბოლომდე დარწმუნებული მაინც არ ვარ, რომ ეს პირადი ანტიპატიის ამბავია. იქნებ, ამ ადამიანს პრობლემებტან სხვანაირად ბრძოლა არ შეუძლია?"

ბელამის გადაყვანა დღეს ყველაზე მეტად "ტოტენჰემ ჰოთსპურს" უნდა, თუმცა ლონდონელებს მისი ყიდვა კი არა, ქირაობა აძლევთ ხელს, მაგრამ "სიტი" კონკურენტისთვისთვის თავდამსხმელის მიქირავებას არ აპირებს. კიდევ, ლაპარაკია "ასტონ ვილაზე", "ევერტონზე" და, რასაკვირველია, ჰიუზის ახალ გუნდ "ფულჰემზე". არის ვარიანტი, რომ ბელამი მშობლიურ კარდიფში დაბრუნდეს, აი, "ვოლფსბურგის" ვარიანტი კი აღარ არსებობს. ბელამი ამტკიცებს, რომ მანჩინისი მისი ედინ ჯეკოში გაცვლა სურდა.

"ისტლენდზე ძეკოს ჩამოყვანა უნდოდათ და მანჩინი ყველა ღონეს ხმარობდა, ამ სატრანსფერო კომბინაციაში რამენაირად მეც რომ ჩავესვი. საბედნიეროდ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. გერმანიაში თამაში საჩემო საქმე არ არის".

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...