საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების საკოორდინაციო კომისიის წევრები - სპორტული დირექტორი პიტერ ბრული, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების კომისიის ხელმძღვანელი ლინი ჰალდორსდოტირი, ბაკურიანი 2025-ის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე ფლორინ მისკა და საკოორდინაციო კომისიის წევრები- მერლე კალიურანდი და როჯერ შნეგი.

დღეს ბაკურიანი-2025-ის საორგანიზაციო კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროპელ სტუმრებთან, რომელსაც უძღვებოდა ბაკურიანი 2025-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი.

სამუშაო შეხვედრას დაესწრო სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. მან მადლობა გადაუხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლებს მოსამზადებელ პროცესში აქტიური ჩართულობისთვის და რწმენა გამოთქვა, რომ საერთო ძალისხმევით და მთავრობის მხარდაჭერით, მოსამზადებელ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შესრულდება, თავად ფესტივალი კი მაღალ დონეზე ჩაივლის.

სამუშაო შეხვედრაზე პრეზენტაციები წარადგინეს ბაკურიანი 2025 -ის სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძვანელებმა. მათ დეტალურად ისაუბრეს თითოეული მიმართულებით გაწეულ სამუშაოზე და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და ბაკურიანი 2025 -ის საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლები.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო, კერძოდ - ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი 2025 წლის თებერვალში უმასპინძლებს.

GEONOC.ORG.GE

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს