საქართველოს ჩემპიონატი ბათუმის „დინამოსა“ და ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული ფოთის „კოლხეთის“ მატჩით გაიხსნა.

ტრიბუნები არ გაივსო, ტემპი დაბალი იყო, თამაში ნაკლებად სანახობრივი, პირველ ტაიმში მასპინძლები სენეგალელმა ნახევარმცველმა გომისმა დააწინაურა, რომელიც შეხვედრის დაწყების წინ სტადიონზე სხვა ახალწვეულებთან ერთად წარადგინეს. შესვენების შემდეგ თამაში უფრო საინტერესო გახდა, ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, თუმცა ანგარიში არ შეიცვალა და ჩემპიონმა გამარჯვება მოიპოვა.

მეორე ტურში, 6 მარტს „კოლხეთი“ სტუმრად „სამტრედიას“ დაუპირისპირდება, ბათუმის „დინამო“ კი 7 მარტს გასვლაზე „გაგრას“.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

დინამო (ბთ) - კოლხეთი 1:0

გოლი: გომისი (11)

ვანჩოპე
მე ქართული ფეხბურთის თავგადაკლული ფანი ვარ. თუ სადმე ქართველი თამაშობს უცხოეთში ყველა თამაშს ვუყურებ და ვგულშემატკივრობ. მაგრამ საქართველოში თამაშობენ დამდგარ ფეხბურთს. ძალიან დაბალია ტემპი. ანუ უბურთოდ არავინ მოძრაობს და ეს ხარისხზე აისახება. ვფიქრობ რომ საჭიროა მეტი ფიზმომზადება რომ ტემპი ინტენსიური იყოს. თუმცა დემჩენკოს ფაქტორის გათვალისწინებით მაინც მჯერა რომ ევროსარბიელზე წელს უკეთ გამოვა, ვიდრე წინა წელს. ასევე ტორპედოსი მეიმედება. ყველა კლუბს წარმატებებს ვუსურვებ.
Gia
Batumis dilaa da ras elit misgan?gors dila waartva da tviton daabnela.demchenkos wamzomi chaerto da vnaxot zafxulshi tu mouwevs kurortze darchena.
მერაბი
ევროტურნირების შესარჩევიდან გავალთ ასეთი შემადგენლობით? ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ მეეჭვება. რა გახდა ორი კვალიფიცირებული მოთამაშის შეძენა!
ზურაბი
მითი, სტადიონზე მისვლა შეაზარეს ხალახს. სტადიონზე შესვლის ისეთი სისტემაა, მისვლის შემდეგ ერთ საათზე მეტია საჭირო, რათა სტადიონზე შეაღწიო. მაგდენი დრო კი მხოლოდ უსაქმურ ქართველებს გვაქვს!

სად პოულობენ ასეთ კომენტატორებს? სირცხვილია
beqa
ძალიან ცუდი მსაჯი იყო 60% ჯარიმები არუნდა დაედო ყველაფერზე ჯარიმას დებდა რამაც საბოლოოდ ტემპი მოკლა
Მითი-ს
მართალი ხარ.ტვინი ჰქონდათ წაღებული ,,გადავსებული" ტრიბუნებით.მაგ გადავსებული ტრიბუნებიდან რაც დარჩა ეგეც დიდად ვერ ერკვევა ფეხბურთში.ეგენი ჯერ კიდევ მოდას აყოლიები არიან შემორჩენილი თორემ ბათუმი და ფეხბურთი ისევეა,როგორც გოჭი და ტურნიკი. ასე თუ ისეა ჩიჩკანი გადააგდეს,გორის დილაში ქვა ქვაზე არ დატოვეს და გორის დილა სრულად შეიძინეს ბითუმად და საცალოდ,ყველა ამხანაგური დიდი ანგარიშით წააგეს და მთავარი:ბათუმის გორის დილამ მამუკა ჯუღელის მიერ მაქინაციებით უმაღლეს ლიგაში გადაყვანილ გუნდს მოუგო.
Levani
მთელი ზამთარი გავიდა და კომენტატორი ვერ უპოვიათ. აგერ ხალხი წერს რა ბანძი თამაშიაო იმიტომ რომ დაძინებულად მიჰყავს კომენტატორს.. დარწმუნებული ვარ ეს თამაში სიმსივეს რო წაეყვანა შემდეგ თამაშზე ხალხი უკვე სტადიონზე გაიქცეოდა. ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მკვლელები არიან უემოციო,მიძინებული კომენტატორები და ნუ მეტყვით ახლა როგორც თამაშობენ ისე მიჰყავთო. მაგ ტიპების წაყვანილი სიტის და რეალის თამაშებიც მინახავს და იგივეა და არგენტინის ჩემპიონატი ჩვენსაზე სვარკაა-მარტო ერთმანეთს ჩეხავენ,ფეხბურთს არ თამაშობენ, მაგრამ კომენტატორი ისე სკდება გეგონება პლანეტის გადარჩენის თამაშია. და ნუ გვიყვებით სპორტალზე და ვორლდსპორტზე წაკითხულ ამბებს-ჩვენც გვაქვს ინტერნეტი-თქვენი საქმეა მარტო ემოციურად ჩართო მაყურებელი იმაში რაც მოედანზე ხდება. ვახო გელიან დაიწყო ეგ-მიყავდა მსოფლიოზე მექსიკა-ეკვადორი და ამ თამაშის წაყვანას ახლა ჯობია ხაშზე წავსულიყავი პახმელიაზე ვარო და მაგ პრინციპით ნუ მუშაობთ.
ამატაკი
სეზონის გახსნა იყო და ასე თუ ისე კარგით დავიწყოთ, მიუხედავად სიმწირისა. ბათუმი ცდილობს შემტევი ფეხბურთი ითამაშოს, ბურთის ფლობა და დომინანტობა, მაღალი პრესინგის სურვილი, ერთი სიტყვით - მოდური 4-3-3. მაგრამ სამწუხაროდ დადებითი ტენდენციები ამ სურვილებით მთავრდება. რამდენად ერგება ეს შემადგენლობა ამ ერთერთ რთულ სქემას, ამის გარკვევას როგორც ჩანს საკმაო დრო დასჭირდება. იგრძნობა წიტაიშვილის კლასი, მაგრამ მისი ვინგერობა ცოტათი უჩვეულოა. არა უშავს მარჯვენა ვინგერად მოთამაშე გოლის ავტორს. სასარგებლოა მამუჩაშვილი, ნახევარდაცვაზე რთულია დასკვნების გამოტანა. მიუხედავად შეცდომებისა, უკრაინელი მცველი არ უნდა იყოს უპერსპექტივო, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ჩემპიონატისთვის. ჯერჯერობით შორსაა "ორიგინალიდან" ამ სქემისთვის აუცილებელი ინტენსივობა და ბურთის მოძრაობის სიჩქარე . ერთი სიტყვით ოპტიმიზმის საფუძველი რთულად მოსაძებნია, საუკეთესო შემთხვევაში უფრო ჩინური "4-3-3"_ია. ამ გუნდის ერთადერთ იმედად, ალბათ მწვრთნელი დემჩენკოს ფაქტორიღაა გასათვალისწინებელი. ისიც იქიდან გამომდინარე, რაც ეს გორის "დილა"-ს გულშემატკივარი თავს "გაძარცვულად" გვაჩვენებს.(წარმატებები "დილა"-ს) წლევანდელ ჩემპიონატის ერთადერთ ინტრიგად, ჯერჯერობით ქუთაისის "ტორპედო" მოჩანს. გუნდი საკმაოდ გამართულ ნაბიჯებს დგამს. მათი აღზევება, თბილისელებთან ერთად, იქნებ რაღაც მუხტს შეძენს ამ ჩვენ ბეჩავ ლიგას. ოდესღაც, როგორმე ხომ უნდა მოვიშოროთ ჩვენი ჩემპიონატის სახე - "დამდგარი ფეხბურთი". რაც დღესაც იყო და სამწუხაროდ, მაყურებელსაც უმოწყალოდ დევნის ქართული სტადიონებიდან.ვინმეს თუ ჰგონია, რომ ბათუმშიც მსგავსი ტენდენციის განვითარება რაიმე სარგებელს მოუტანს, აჯობებს პრიორიტებები კიდევ ერთხელ ჩაიარონ?
მითი
მითი იმაზე რო ბათუმში თამაშებზე ბევრი ხალხი დადის კიდევ ერთხელ დაიმსხვრა, ეს იყო სამი წლის წინ ახალი სტადიონის ეფექტი, ამ რაოდენობის ხალხი ხო ქუთაისში, გორში და თელავშიც დადის. აქვე გორის დილას გულშემატკივრებს ვულოცავ ბათუმის მოგებას. ნახევარი გორის დილა თავისი სამწვრთნელო სტაფით ბათუმშია.
ეე
ესეთი ფეხბურთის სანახავად მე პირადად უფასოც რო იყოს არ მივალ საყურებლად, კიდე საკმაოდ ხალხი მივიდა
რეზზ
რომ მოგვიყევით ძალიან კარგია, მაგრამ ვიდეოს დადება არ შეიძლება?
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
ბათუმის "დინამომ" 17 წლის მცველი დაიმატა
"რონალდო ისტორიაში საუკეთესოა, მესი თავის ქვეყანაშიც კი არაა საუკეთესო" - ბრიტანელი ჟურნალისტი
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ჯაფარიძემ და ფუტკარაძემ ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივეს
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" 17 წლის მცველი დაიმატა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობი დემჩენკო აზერბაიჯანული გუნდიდან დაითხოვეს
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს
ბათუმის "დინამომ" საყრდენი ნახევარმცველი დაიმატა