დღეს, 3 მარტს, 23:45 საათზე, "დიეგო მარადონაზე" დიდი მატჩია - "ნაპოლი" ისტორიულად ყველაზე არასასურველ მეტოქეს, ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლებს. ამ გუნდების შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა...

როგორც ნეაპოლელებმა, ასევე ტურინელებმა ბოლო მატჩებში წარუმატებელი სერია დაასრულეს - ერთმა "სასუოლოს" (6:1) "გადაურბინა", მეორემ კი "ფროზინონეს" ისევ გვიანი გოლით (3:2) მოუგო. თუკი "ნაპოლიში" კვარაცხელია და ოსიმენი ბრწყინავდნენ, "იუვეს" მოწინააღმდეგეებს ვლაჰოვიჩის შეჩერება უჭირთ.

ოსიმენმა მე-11 გოლი გაიტანა. ის კლუბის ისტორიაში მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ათ გოლზე მეტი ზედიზედ ოთხ სეზონში გაიტანა და პირველი დიეგო მარადონას შემდეგ, რომელმაც მსგავს წარმატებას 1980-იან წლებში მიაღწია. ხვიჩა და ვიქტორი კლუბში დიდ ისტორიას წერენ, რომელთა გადაფარვა დიდი ხნის განმავლობაში გაუჭირდებათ.

კალცონას გუნდი საუკეთესო ექვსეულსაც კი სოლიდურად ჩამორჩება, უკვე კი 27-ე ტურია. "კვარასა" და მის თანაგუნდელებს სექტემბრის შემდეგ ზედიზედ ორი მატჩი არ მოუგიათ და ამის შანსი "ბებერ ქალბატონთან" აქვთ. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლში ამ გუნდების ბოლო ოთხი დაპირისპირება მასპინძლებმა მოიგეს, ხანგძლივი ისტორიის განმავლობაში კი ეს ზედიზედ ხუთჯერ არასდროს მომხდარა.

"ბიანკონერის" ტიტული მონატრებული აქვს, მაგრამ მიმდინარე სეზონში "ინტერი" დაუნდობელია და დიდი ალბათობით, ეს საქმე გადაიწევს. კვარაცხელიასა და ოსიმენის დიდებული მატჩი ტურინელ გულშემატკივრებს აშკარად შეაშფოთებდათ.

კალცონას ნგონჟე უბრუნდება, კაიუსტე კი ტრავმირებულია. შეტევის სამეულში პოლიტანო უნდა ვნახოთ. "მარადონაზე" ჩატარებულ წინა შეხვედრაში კვარაცხელია შეუდარებელი იყო, გაიტანა და ორი საგოლე მოქმედება შეასრულა, მათ შორის, კუთხურიდან. თუკი ხვიჩაზე ამბობენ, რომ დიდი გუნდების კარში ვერ გააქვს, "იუვე" მათ სიაში ნამდვილად არაა. ქართველი მათი დამწუხრებას კიდევ ერთხელ შეეცდება. მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი ამბავია საინტერესო - როცა "კვარა" შედეგიანია, ფაქტობრივად მუდამ, მარიო რუი მოედანზეა.

ვლაჰოვიჩმა 2024 წელს ტოპლიგებში ყველაზე მეტი (9) გაიტანა. მასთან ერთად შეტევაში კიეზა ან 18 წლის თურქი ილდიზი უნდა ვნახოთ. ფედერიკომ წინა მატჩში ტრავმა მიიღო, ისევე როგორც რაბიომ. მოგეხსენებათ, დოპონგსკანდალის გამო, პოლ პოგბა ხანგძლივი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ასეთივე სასჯელი აქვს ფაჯიოლის, ოღონდ ფსონების განთავსებისთვის.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ნაპოლი": მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ჟესუსი (ან ნათანი), ოლივერა - ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია;

"იუვენტუსი": შჩესნი - გატი, ბრემე, დანილო - კამბიასო, მირეტი, ლოკატელი, ალკარესი, კოსტიჩი - კიეზა, ვლაჰოვიჩი.

შეხვედრას მარიანი განსჯის, რომელიც ნეაპოლელებს ბოლოს მაცარის დაბრუნების შემდეგ, "ატალანტასთან" (2:1) მოგებულ მატჩში მოემსახურა, სადაც კვარაცხელიამ თავით გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

ზვიადი
ოლივერა და ანგისას ბურთის გარეშე უნდა ათამაშო))
საქართველო
ვაუ მაგარი იქნება
დავით 67
ვერ მოუგებენ იუვენტუსს
ქ. გ.
ხვიჩა! პირველი hat-trick-ის დროა!
ვაჟა მასწავლებელი
მეც შევამჩნიე, რომ მარიო რუი ყველაზე კარგად უწევს პარტნიორობას ხვიჩას, სხვები კი? - მაგალითად #21 არც კი ულოცავს ხვიჩას გოლებს! - ამიტომ ჩემთვის დავარქვი "ჭიაყელა".
გოგია
რუიზე ეს დაკვირვება საინტერესოა. :) ზოგიერთებს, ზოგიერთებს კი არა, ბევრს, ხომ არაფერი გენიშნათ, რუის რომ ანათემას გადასცემდით ხოლმე, პასს არ აძლევს ხვიჩასო. :))
ზვიადი
მარიო რუი სასტარტოში!
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
[VIDEO] 5-გოლიანი თრილერი "სან სიროზე" და "ნაპოლის" ზედიზედ მეორე მარცხი
1 სეზონით სერია A-ში - ვოლტემადე "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა
ოპერაცია გულის არითმიის გამო - "ნაპოლის" სკოტ მაკტომინი გამოაკლდა
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
ტრავმების ეპიდემიის ფონზე, "იუვენტუსი" ზინჩენკოს დამატების ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა