"არაგვმა" ახალი სეზონის დაწყების წინ ახალწვეულები წარადგინა და ქართული სპორტული მედიისათვის სასტუმრო "ათლეტუქსში" პრესკონფრენცია გამართა, სადაც "არაგვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ხუბეჯაშვილმა, სპორტულმა დირექტორმა ილია ვეკუამ და მთავარმა მწვრთნელმა დავით ქოქიაშვილმა ისაუბრეს.

ეროვნული ლიგა 2 - ის ახალი სეზონის წინ "არაგვში“ იასპარეზებენ ახალწვეულები: ლუკა ნანავა, ნიკა გაბელაია, კიჭი მელიავა, დავით მაისაშვილი, გურამ ადამაძე, ნიკოლოზ აფაქიძე, ანდრო ნემსაძე, გიორგი გეგია, გიორგი ჯანელიძე, კობა ქებურია, გიგა წურწუმია, ლაშა ჯღამაია, ლევან წოწონავა, ოთარ ტორაძე, დავით კირკიტაძე, გიგა ამბროლაძე და დიორბეკ ტაიროვი.

გიორგი ხუბეჯაშვილი ("არაგვის“ აღმასრულებელი დირექტორი): "გასული სეზონი ჩვენთვის წარმატებული იყო. ლიგა 3 - ში დამაჯერებელი ასპარეზობის შედეგად დავწინაურდით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებით ვიასპარეზოთ. ჩვენი მიზანი ეროვნულ ლიგაში გადასვლაა. მომავალ სეზონში რეგიონულ ლიგაში იასპარეზებს "არაგვი 2“; ჩვენი ქვეყნის ასაკობრივ ჩემპიონატებში ითამაშებენ "არაგვის“ ჭაბუკთა გუნდები. მინდა, წარმოგიდგინოთ ჩვენი კლუბის ახალი სპორტული დირექტორი, ილია ვეკუა. სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა ფიზმომზადების მწვრთნელი, ვასილ პავლიაშვილი. "არაგვი 2“ - ს ვაჟა ლომაშვილი გაწვრთნის. მას გიორგი ჭეიშვილი დაეხმარება. რაც შეეხება ფინანსებს, არის სპონსორთა ჯგუფი, კიდევ მიმიდინარეობს მოლაპარაკება პოტენციურ ინვესტორებთან. საშინაო მატჩებს სართიჭალაში გავმართავთ. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას ვეტყვი თითოეულ ჟურნალისტს. სამომავლოდაც მჭიდროდ ვაპირებთ მედიასთან თანამშრომლობას.

ილია ვეკუა ("არაგვის“ სპორტული დირექტორი): "მიგვაჩნია, რომ "არაგვი“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ჩვენი მიზანი ეროვნულ ლიგაში გადასვლაა. ეს ჩემთვის შინაური გუნდია, ადრეც ვმუშაობდი აქ. ყველაფერს გავიღებთ იმისათვის, რომ მომავალ სეზონში წარმატებით ვითამაშოთ. დიდი მადლობა მედიას დაფასებისა და ყურადღებისათვის. ჩვენთვის თქვენი აქტიურობა და გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია.“

დავით ქოქიაშვილი ("არაგვის“ მთავარი მწვრთნელი): "მომავალ სეზონს დიდი იმედით ვეგებებით. ამბიციური მიზნები გვაქვს. ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალიან კონკურენტუნარიანი ლიგა იქნება. არის რამდენიმე კლუბი, რომელსაც მიზნად ეროვნულ ლიგაში აღზევება აქვს, მაგრამ კონკრეტულ ფავორიტს მე ვერ გამოვარჩევ. ნებისმიერ გუნდთან დიდი ბრძოლა გვექნება.

ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ესაა: ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ პირველ ნომრად ვითამაშოთ. "არაგვი“ ყველა შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად გავა მინდორზე.

მიმაჩნია, რომ ძალიან ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. ჩავატარეთ ამხანაგური შეხვედრები. ბოლომდე მჯერა იმ ფეხბურთელების, რომლებიც გუნდში არიან. მადლობა ჩვენი კლუბის სპორტულ დირექტორს, ილია ვეკუას ნაყოფიერი სელექციისათვის. „არაგვი“ არის ერთი ოჯახი. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ მედიის წარმომადგენლებს მოსვლისათვის, დაფასებისათვის. მომავალშიც ამ რეჟიმში ვითანამშრომლებთ მედიასთან.“

სად დაერხათ დანარჩენებს...)))
ძრწოდეთ და გეშინოდეთ, არაგვი მოდის)))) ისე, თეთრია ეგ თუ შავი?))))
ციციკორე
რა აზრი აქვს და მაყუთის ჭამა ე.წ ფეხბურთის განვითარების ფონდიდან.
Beqa
მართლა რა აზრი ასეთ გუნდებს 200 კაცი რო არ მივა სტადიონზე მასეთი გუნდები უმაღლესშიც არიან გაგრა და საბურთალო
სციპიონ აფრიკელი
რა სართიჭალაში? ბარემ ზაქათალაში ითამაშეთ... აი რა აზრი აქვს ისეთი გუნდების თამაშს ეროვნულ ლიგაში რომლებიც საკუთარ ქალაქში ვერ თამაშობენ?! ვინ უნდა უგულშემატკივროს ამათ, სართიჭალელებმა? საკუთარ რეგიონში მაინც გეთამაშათ, რა სართიჭალა?!
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" დრეზდენის "დინამოსთან" დამარცხდა
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
[ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ელიტაში დაბრუნდა!
ფოთის "კოლხეთი" ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულია!
ფოთის "კოლხეთი" ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულია!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...