<p>გუშინ, 3 მარტს, სერია A-ს 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. შეხვედრის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.</p><p>"შედეგით იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. ყველა ფეხბურთელმა მოედანზე მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა ზოგიერთ მომენტში ზედმეტად ვიჩქარეთ, რის გამოც მეტი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ.</p><p>რატომ ვუტევდით უფრო მეტად ჩვენი შეტევის მარჯვენა და „ნაპოლის“ დაცვის მარცხენა ფლანგიდან? ამ ფლანგზე კვარაცხელია იყო, რომელიც დაცვით ფაზაში სივრცეებს ტოვებდა და ვცდილობდით, მეტი შეგვეტია.</p><p>პენალტის ეპიზოდი? "ნაპოლის" ფეხბურთელმა კარგად ითამაშა და მსაჯს თერთმეტმეტრიანი "გამოსტყუა". ხანდახან ვფიქრობ, რომ ფეხბურთი ეშმაკის მოგონილია. პირველ ტაიმში კვარაცხელიას დარტყმა სახიფათო არ ყოფილა, უბრალოდ ბურთი კამბიასოს მოხვდა და კარში შევარდა. "პარტენოპეი" ძალიან კარგი გუნდია, თუმცა დღეს ბევრ ეპიზოდში გაუმართლა", - განაცხადა ალეგრიმ.</p><p>შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 43 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. რაც შეეხება "იუვენტუსს", "ბიანკონერი" 57 ქულით მე-2 ადგილზეა.</p><p><p><p><p><p><br></p>
ხათუნა
ეშმაკები შენ გყოლია მაგრად მოსხმული შე უბედურო ალეგრი, თურმე რატომ აქვთ ნეაპოლელებს შენს მიმართ ასეთი მძემე განწყობა. ეს ავადმყოფი ხვიჩაზე დაიბოღმა და რა სისულელეებს წერს. მისმა ფეხბურთელები ხვიჩასთან გაყვითლდნენ და გაყვითლდნენ, მერე საჯარიმოზე ეჭიდავენ, წააქციეს, მაგრამ არავის " შეუმჩნევია", გოლი მაინც გაუტანა, სულ გაგიჟდა, და მოვიდა სისულელეები. ან ხვიჩა რომელი დამცველი ნახე, შე ავადმყოფო, რომ სივრცეებს თავისუფალს ტოვებდეს. გასაგებია უკვე, რაც ყოფილა ალეგრი
თემო
კვარამ შეგისრულათ 1000% და იბოდიალეთ ეხლა ზღაპრები.
alexandre
"ძალიან ბევრი წარმატებები და სიხარული ხვიჩას, ქართველ ფეხბურთს და ყველა მის გულშემატკივარს" - ვინც ამაზე დისლაიკი დაგიწერა, რა უნდა საქართველოში? საიტის პატივისცემით რაც უნდა აღარ დავწერ
იღბალო
ჟურნალისტებო იქნებ ერთ აზრზე შეთანხმდეთ, რა თქვა ალეგრიმ? ერთნი კვარას სივრცეებს უწუნებენ, მეორენი პირიქით, ალეგრიმ კვარას ფლანგზე რომ ვერაფერი, საპირისპიროზე ვეძებდით სივრცეებსო... ვინც კონფერენციას ესწრებოდა, იმან უკეთ უნდა იცოდეს
სოსო
შენი და შენ ზემოთ რომ არის,ამატაკის პოსტები რომ გავაერთიანოთ,სრულყოფილი ანალიზი გამოვა.მხოლოდ ერთს დავამატებ.ტრაორეს საკმაოდ ცოტა აქვას ნათამაშები,მისი თამაში რომ შეესწავლა.თვითონაც პირდაპირ თქვა ალეგრიმ,ხვიჩას თამაში შევისწავლეთ და ამაზე ავაგეთო გეგმა.სხვა დროსაც ხშირად გვახსოვს,როცა ხვიჩა ბოლომდე არ ჩადიოდა დაცვაში,ჰოდა გამოდის,ამაზე სპეციალურად მუშაობენ თურმე მწვრთნელები.ეს ხვიჩამაც გაიგო და ამის შემდეგ აქედან თუ საფრთხე წამოვიდა,უკვე პირადად მას დაბრალდება.შესაბამისად კვარასაც უფრო აქტიურად და ბოლომდე მოუწევს,დაცვის დახმარება.
ვასილი უტკინი
товарищ Алегри глаголит истину
რატი
გაიხარე ზვიო,,ვითომ მეტი არც სპორტსმენია და არც მოქალაქე
რატი
ხვიჩუკამ გამოანათა
Rim
როგორ ცდილობს , კვარაცხელიას გოლის გაუფერულებას და ოსიმდნის პენალტს ადიდებს. ეს ადამიანი მგონი კვარაზე გოლის გამოა გამწარებული.
07 - 01
რას ნიშნავს გაუმართლა? კი არ გაუმართლა დაიმსახურა! როდესაც ბრძოლობ, ოფლს ღვრი, ამას ლოგიკური შედეგი მოჰყვება და ბურთს იტან კიდეც. ამ ნათქვამით თუ ფიქრობ, რომ აუფასურებ ხვიჩა კვარაცხელიას გოლს, თანაც თავი გინდა დაიძვრინო ამ წარუმატებლობის გამო, ძალიან ცდებით, და არაფერი გამოგივათ. ხვიჩა არის იღბლიანი, უიღბლო, იღბლიანი ვარსკვლავი! ძალიან ბევრი წარმატებები და სიხარული ხვიჩას, ქართველ ფეხბურთს და ყველა მის გულშემატკივარს!
ირაკლი
ჩვენი უსახური პოლიტიკოსები თვითონ რომ დეგრადირებულები არიან, სპორსტსმენების კალთას ეფარებიან და ასე იპიარებენ და ინარჩუნებენ თავს ქართულ "პოლიტიკაში", კომუნისტური წყობა დამთავრდა, თუმცა პუტინისტებს რა გამოლევს, ასეთი ფსიქოლოგიის ხალხი და "პოლიტიკოსები" აკრიტიკებენ სინამდვილეში კვარას. ის კი დამოუკიდებელი პიროვნებაა და სახელმწიფოს საკუთრება არ არის. აი როცა ქართული პოლიტიკაში შემოდიხარ (რაც ფულის კეთებას გულისხმობს სინამდვილეში) მაშინ კი ხდები სახელმწიფო საკუთრება ხალხის გინების ქვეშ ფულის კეთების სანაცვლოდ-როგორც დღეს კალაძეა. შეადარეთ შოთა არველაძე და კალაძე. იმედია ხვიჩა შოთას გზას აირჩევს და ყოველთვის კარგ მოგონებად დარჩება ქართველი ხალხის გულში.
oto
გამაიღე
ზვიო
ერთი რა მაინტერესებს ეს საიტი სპორტალ.ჯია თუ ხვიჩა.ჯი? გასაგებია ყველას გვიყვარს მაგრამ საიტზე დადებული ათი სიახლიდან 8 ხვიჩათი იწყება და მთავრდება, მთელი აფრიკის ჩემპიონატი ისე ჩაივლის მარტო ფინალისტებს თუ ვიგებთ იგივე სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე, ენბეაზე არავინ იწუხებს თავს, მითუმეტეს სხვა სპორტის სახეობებზე, გადაარქვით ბოლო ბოლო საიტს სახელი და დაარქვით ხვიჩა.ჯი
Sos
ვინმე დამეხმარეთ და ქართული იგავი მელია და ყურძენი უთარგმნეთ...მრწვთნელი დამარცხებასაც ღირსეულად უნდა შეხვდეს თუაქ ღირსება...
გიორგი
გვეყო გულუბრყვილობა. არანაირი იუვეს ქართველი გულშემატკივრების კომენტარები არ არის კომენტარები რომელსაც გულისხმობ. ხვიჩას წინააღმდეგ შავი პიარის აგორების დავალებას ასრულებენ (ისევე როგორც თოფურიას და დვალიშვილს აუგორეს მყისვე როგორც კი მათმა გამარჯვებებმა ფართო საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვიეს). ეს ანტიქართული 'კამპანია' გარედან იმართება, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობითაც.
გულშემატკივარი
კომენტარებში რომ იგრძნობა ქართველი იუვეს ქომაგების ნეგატივი კვარას მიმართ ეგ მაკვირვებს. რეალს ვქომაგობ ბავშვობიდან, მაგრამ ნეტავ შეხვდებოდეს ლიგის რომელიმე ეტაპზე ეხლა კიდევ და გოლებს გაუტანდეს ხვიჩა, ბარსაში რომ გადავიდეს იგივენაირად ვუქომაგებ-არ გავკ... ყველა უცხოურ გუნდს ქართველი როცა თამაშობს და ამ დონეზე.
დავით
აუ ალეგრი რაგამწარებულია :დ არაუშავს ალეგა ხან წააგებთ ხან წააგებთ ავა რაგეგონათ ხვიჩას რომ ეტაგებოდით
David
სივრცეები თუ რჩებოდა ეგ ნახევარდაცვის და დაცვის ბრალი იყო
Soso
ვითომ აკნინებს თავის ჭკუით შეცდომები კიარა ნახევარი გუნდი გაგიყვითლა და გოლი გაგიტანა მეტი რა ექნა
ვაჟა მასწ.
ალეგრი ბატონო კვარას კი არა თქვენ გაგიმართლათ, იმიტომ რომ მსაჯმა კვარაზე ერთი პენელტი და ერთი წითელი ბარათი "დაზოგა" - ჩვენც გვაქვს თვალები!!!
Რაგბის ფანი
ალეგრიმ თავისი პოზიციიდან ასეც უნდა თქვას.
რობი
ჰალანდმა რომ გუშინ ვერ გაიტანა 2 მეტრიდან,მაგაზე რას იტყოდა?
ლიმონა!
გოგი, ჩვენ ვართ ჩვენ!! შენ რას უყურებდი საინტერესოა!!!!
ამატაკი
ერთ რამეში მართალია, ხაზებს შორის სივრცეები ნაპოლის მართლაც რჩებოდა. მაგრამ ეს უფრო გამოიწვია იმან, რომ ტრაორე მთლიანად არ არის მორგებული ნაპოლის თამაშზე და რამოდენიმე მნიშვნელოვანი უზუსტობაც ჰქონდა, უფრო დდი მნიშვნელობა იქონია ოლივეირას საკმაოდ სუსტმა თამაშმა. კვარას რაც შეეხება, ჩვეულებრივ აკეთებდა იმას, რა დავალებაც ჰქონდა და გააკეთა ბრწყინვალედ. ის მეთოდურად ადიოდა მაღალ პრესინგზე, იცავდა ხაზს, მოწინააამდეგეს ფლანგი და ფორვარდი გააყვითლა, დრიბლინგები საჭირო დროს და ზომიერად, მუდმივად ზეწოლას ახდენდა მოწინააღმდეგეზე. ასეთ ინტენსიურ თამაშში ამ დავალებებით ფეხბურთელს დაცვაზეც მოეთხოვოს.., ალეგრი დიდი ტრენერია მაგრამ ცოტა ნაწყენი კაცის ნათქვამს წააგავს, თუ ეს იგულისხმა და თარგმანმა არ შეცვალა აზრი. რაც შეეხება იუვეს მომენტებს, ასეთია ამ ნაპოლის ფეხბურთი, დაცვის სისუსტეები კომპენსირდება ბურთის ფლობით და დაკარგვისას ორგანიზებული პრესინგით მისი მოპოვებით. ამ ფეხბურთსაც აქვს გარკვეული რისკები და ხარვეზები, განსაკუთრებით დიდ გუნდებთან (შარშანდელი მილანი), მაგრამ მიუხედავად შედეგისა ეს სწორედ ის ფეხბურთია, რისთვისაც ფანების უმეტესობას სიგიჟემდე შეუყვარდა ეს დიდებული სპორტი.
არგუტი
ხვიჩამ პირველი ტაიმი ითამაშა ძალიან მაღალ დონეზე.მეორეში ცოტა ინერტული იყო ,ალბათ პირველში ბევრი ენერგიის დახარჯვის გამო.მის უკან მოთამაშე ტრაორე მეტად სუსტად გამოიყურებოდა როგორც ტაქტიკური ასევე ტექნიკური თვალსაზრისით.იმის ნაცვლად, რომ ხვიჩას მიხმარებოდა,მის მხარეს ბევრი ემუშავა ,ის ხშირად ტოვებდა ხვიჩას უკან სივრცეებს და ცენტრში ,ზოგჯერ კი მარჯვენა ფრთაზე გვევლინებოდა ,სადაც ისედაც საკმაო სიმჭიდროვე იყო.ეს როგორც ეტყობა ალეგრიმ კარგად შეისწავლა და გათვალა და სწორედ ამაზე ლაპარაკობდა.ხვიჩას კი ვინმემ უნდა უთხრას,რომ დაცვითი ფუნქციის შესრულების დროს საქმე შუაში არ უნდა მიატოვოს,ვიზავის უნდა ეთამაშოს ბოლომდე,წინააღმდეგ შემთხვევაში პარტნიორები ღალატდებიან და დაზღვევას და დაბლოკვას ვეღარ ასწრებენ.კიეზამ როდესაც ბურთი მიიღო მის წინ ხვიჩა იდგა ,კიეზამ პასი გააკეთა პარტნიორზე და თვითონ კი წინ გაიქცა და გაიხსნა,მიიღო საპასუხო პასი და გოლიც გაიტანა.ხვიჩა კი არ გაყვა, ხელი არ შეუშალა,---იდგა და უყურებდა.ხვიჩამ მკვიდრად უნდა გაითავისოს---- ,თუ თამაშობ ბოლემდე უნდა ითამაშო.რაც შეეხება თამაშს,კალცონას ხელში ნაპოლის უკეთესობა ეტყობა,მაგრამ ბევრი სამუშოა კიდევ შესასრულებელი.განსაკუთრებით უჭირთ მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრშეტევების დროს ,ვერ ასწრებენ ,იბნევიან და მეტოქეს აძლევენ საშუალებას ხელსაყრელი პოზიციებიდან შეასრულონ დარტყმები.
oto
სამარცხვინო კომენტარია, რაც შეიძლება სასუოლოს ან პიაჩენცას მწვრთნელმა იკადროს. იუვეს მწვრთნელს კი არ ეკადრება.
გიორგი
კარგი შეფასებაა გოლის ეპიზოდის ნაპოლს თუ უნდა წარმატებული იყოს მეკარე და დაცვა მთლიანათ შესაცვლელია მერეტი თითქოს შეცთომებს ნაკლებათ უშვებს მაგრამ მეკარემ ხანდახან გუნდი უნდა გადაარჩინოს ისე როგორც ამას აკეთებს მამარდა.
zaza
gzp- გაგება ზალიან პატარა - GAGEBA ZALIAN PATARA- გარტყმაში არ ხარ ფეხბურთის
სვანსკი
მესი რომ ყოფილიყო ან რონალდო ხომ დანიშნავდა პენალტს,კიეზას გატანილ გოლში ზოგი კვარას ადანაშაულებს მის უკან ორი მცველი სად ჯანდაბაში იყო,ვინც გასაძევებელი იყო ისიც დაინდო მსაჯმა და კვარამ რომ წააქცია მაშინ დაიწყო ხელებით ლაპარაკი მსაჯმა
გიორგი
ფეხბურთში 100% გოლები არ გადის ხოლმე და ხანდახან მოუხერხებელი პოზიციიდან დარტყმული კი გადის. ადამიანს ფეხში კომპუტერი არ უდგას, თორემ ეს თამაში ყოველთვის ფრედ დამთავრდებოდა. მაგრა გამწარებულა იუვეს მწვრთნელი :)
Footbol
კვარამ ყველაფერი გააკეთა რისი გაკეთებაც ამ გუნთან ერთად შეიძლებოდა.რომელმა ითამაშა კვარაზე უკეთესად ?
las
არარსებობს ფეხბურთელი მთელ ფლანგს აკონტროლებდეს მარტო. თავდასმხაშიც იყოს. შუახაზშიც და დაცვაშიც. ამას ვერ შეზლებს ვერავინ. ერთი მარსელო იყოს და ისიც უშვებდა შეცდომებს დაცვაში
gzp-ს
ხვიჩას წაქცევაზე მსაჯს პენალტი რომ დაენიშნა, კამბიასოს უამრავ უხეშობაზე თვალი რომ არ დაეხუჭა და გაეძევებინა, მაშინ "იუვეს" 0:5 მარცხს ვნახავდით. მთავარი ფაქტი და შედეგია.
გურულო
კვარაზე 100% პენალტი რომ არ დანიშნა მსაჯმა,იმას რატომ არ ამბობ ალეგრი ბიჭოოო
სვანსკი
დალოცვილო ხვიჩას უკან სამი კაცი დგას დაცვაში
თენგაბი
კვარას ფლანგზე ნაპოლის ჯერ მარცხენა ნახევარმცველი ყავს, მერე მარცხენა მცველი, ამ ბარიერის დაძლევის შემდეგ ცენტრალურმა მცველმა უნდა დააზღვიოს და მაინც ხვიჩამაც უნდა ითამაშოს მარცხენა მცველის პოზიციაზე? და ამის შემდეგ სწრაფი და მოულოდნელი კონტრშეტევა ვინ უნდა განახორციელოს? საქმე იმაშია, რომ მარცხენა დაცვის ფლანგი თითქმის ცარიელი იყო და კიეზამაც წინააღმდეგობის გარეშე გაიტანა. სად იყო ფლანგელი ნახევარმცველი ან ფლანგელი მცველი? არ შეიძლება ყველა ცენტრში შეყარო და ფლანგები მოაშიშვლო. ნაპოლის საბედნიეროდ იუვენტუსმა მხოლოდ ერთი მომენტი გამოიყენა, რეალი და ტოპ გუნდები ამას არ გპატიობენ
დათო
კი მართალი ხარ, მაგრამ 23 წელი რა შუაშია? 23 წელი დღევანდსლ ფეხბურთში ატარად სულაც არ ითვლება და ამაზე ხასგასმას რა შინაარსი აქვს? ან რატომ გგონია ახლა ალეგრისთვის სულ ერთი აერ არის ქართველი გაამწარებს თუ ნიკარაგუელი?
სოსო
იუვემ ძალიან ბევრი გასატანი გააფუჭა და გატანის შემთხვევაში,რა თქმა უნდა გაიმარჯვებდნენ.მაგრამ მსაჯმა მათი ორი ფეხბურთელი დაინდო და არ გააძევა,არც ხვიჩაზე გაკეთებული დარღვევა შეაფასა პენალტად.ასე რომ თავისუფლად შეიძლებოდა,უფრო მეტადაც წაეგოთ.რაბიოს არ ყოფნა,ძალიან ეტყობოდათ. ალეგრიმ გულახდილად განაცხადა,რომ ხვიჩას სუსტი წერტილებით სარგებლობას ცდილობდა და გამოუვიდა კიდეც,გოლის ეპიზოდში.დიდ დაპირისპირებაში,ნიუანსებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ეს აღიარება,ხვიჩასთვისაც ძალიან საყურადღებოა.აქამდეც ხდებოდა,როცა სხვა გუნდებიც ასე აკეთებდნენ და ადრე თუ შეიძლებოდა,ეს კიდევ ჩაგვეთვალა შემთხვევითობათ,ახლა უკვე ცხადია,რომ ამას ორგანიზებული ხასიათი აქვს და ხვიჩამ ამაზეც უნდა იმუშაოს.
----
ხოო კვარაცხელიაზე არდანიშნული პენალტი როგორი იყო? ეგეც გათვლილი გქონდათ? და 2 წითელი ბარათი რო გაპატიატ მსაჯმა და მაინც რო წააგეთ :))))))))))))) ენის ტლიკინი არ უნდა ფეხბურთის თამაშს, გუშინ მსაჯის ჩათვლით ეთამაშა იუვენტუსი ნაპოლის და მაინც ვერ მოუგო.
კოსტა
გასაგებია, საკუთარი გუნდის მარცხის რაღაცით გამართლებას ცდილობს. ის რატომ ავიწყდება, ხვიჩას წაქცევაზე თამაშის პირველ წუთებზე პენალტი რომ უნდა დაენიშნათ, ან კამბიასომ რომ მაისურში მოქაჩა და წააქცია, მეორე ყვითელი არ მისცა.
ემილი
თუ ფეხბურთი ეშმაკის მოგონილია, ალეგრი ეშმაკის მსახური და ტარტაროზი ყოფილა; ღირსეულ ადამიანს წაგების მიღებაც ღირსეულად უნდა შეეძლოს; ღირსეულ ადამიანს!
gzp
ვლაგოვიჩს რომ გაეტანა ის ძელს მორტყმული, ვნახავდით რასაც მოიგებდა ნაპოლი. ალგერი მართალს ამბობს. დააკვირდით კიეზას ვინ აცილებდა მაყარივით გოლის ეპიზოტში? დაცვით კომპონენთში არ ინდომებს/კადრულობს აშკარად. არ ეკუთნოდა იუვეს წაგება.
სვანსკი
გამწარებული კაცი რას არ იტყვის,თან ვინ გაამწარა 23 წლის ქართველმა, რას იზამ საკუთარ გულშემატკივართან თავი ხომ უნდა გაიმართლო, გენაცვალე ხვიჩა გაიხარე
gogi
ერთ რამეში მართალია ალეგრი - დაცვაში ტაქტიკურად უჭირს ხვიჩას, ვერ არჩევს სწორად ადგილს და ზედმეტ, არასაჭირო მოძრაობებს აკეთებეს. კიეზას გოლშიც კარგად გამოჩნდა ეს
კოლა
ამასაც მოურინიო დაემართა. სულ ყოველთვის მოგებას რომ იმსახურებდა, მაგრამ აგებდა. ხვიჩაზე კი თქვა მართალი. გამოსასწორებელი აქვს ეგ კომპონენტი. რა ვუყოთ, ეგეთია თანამედროვე ფეხბურთი. დაცვითი უნარებიც უნდა აიმაღლოს.
ქ. გ.
გამწარებულმა მაქსიმკამ ობიექტურობა დაკარგა. ოსიმენს ფეხზე დააბიჯეს - მცველს გამოსტყუა პენალტი. ხვიჩას წინა თამაშში ორჯერ გაუმართლა. შემდეგ თამაშში სამჯერ გაუმართლებს.
ჩუბინიძემ "ბორნმუთთან" პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
"მილანმა" ალეგრი დირექტორებთან ერთად გადააყენა
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
დუბლიორი თუ კონკურენტი კვარაცხელიასთვის - პსჟ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის დამატებას გეგმავს
მამარდაშვილი და ალისონი გამოირიცხა? - "იუვენტუსს" არგენტინელი მეკარის დამატება სურს
ალისონი "ლივერპულში" დარჩა - ცნობილია, მუშაობს თუ არა "იუვენტუსი" მამარდაშვილის ტრანსფერზე
"ეს მატჩები არ გვჭირდება, რატომ ღელავთ ამ გუნდებზე?!" - რიოლო, რომელიც კვარაცხელიას აკრიტიკებდა, ახლა მუნდიალითაა უკმაყოფილო
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
ელმასს "ნაპოლის" დატოვება ისევ მოუწევს
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
მამარდაშვილთან მიდის თუ კვარაცხელიასთან - დიომანდეს მომავალი თითქმის გაირკვა
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
პსჟ-ს თავდამსხმელი ორ იტალიურ გრანდს შესთავაზეს
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
რა შარში გაყო თავი - "ნაპოლის" ალეგრი ჩაიბარებს
"მას ეს არ ეშლება"- პირლომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
ალეგრი და მოდრიჩი დარჩებიან - "მილანი" ზაფხულში გაძლიერებას აპირებს
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა