გიორგი შერმადინის კიდევ ერთი აღიარება: "ლენოვო ტენერიფეს" ქართველი ცენტრი ფიბას ჩემპიონთა ლიგის მონაწილე მწვრთნელებმა ტურნირის საუკეთესო ცენტრად დაასახელეს.

ჩემპიონთა ლიგამ შეჯიბრებას შემორჩენილი 16 გუნდის დამრიგებელი მე-2 წრის სტარტამდე გამოჰკითხა და სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეულთა ჩამოთვლა სთხოვა. შერმადინმა გამოკითხვაში 36.4% მიიღო და ზუსტად ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა თურქული "პინარ ქარშიაქას" მაღალ ვერნორ ქარის, მე-3 ადგილზე კი ასევე თურქული "თოფაშის" ცენტრი ოსტინ ვილი (18.2%) გავიდა.

საქართველოს ნაკრების ვეტერანი კალათბურთელი საუკეთესოთა შორის კიდევ ორ ნომინაციაში მოხვდა: ჩემპიონთა ლიგის MVP-ის ტიტულის მაძიებელთა შორის ის იერუსალიმის ჰაპოელის მოთამაშე ლევი რენდოლფისა და ხსენებული ვილის შემდეგ დაასახელეს. გიორგი ასევე ფიგურირებს იმ კალათბურთელთა ჩამონათვალში, რომლებიც მეტოქე გუნდების მწვრთნელებს ყველაზე მეტ საფიქრალს უჩენენ. საინტერესოა, რომ ამ მხრივ პირველ ადგილზე "ტენერიფეში" შერმადინის ბრაზილიელი თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი გავიდა.

ცნობისთვის, "ლენოვო ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო მატჩს 6 მარტს, ღამით, ხსენებული ჰაპოელ იერუსალიმის წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელთანაც პირველ წრეში სტუმრად 61:85 განადგურდა. ეს, ესპანური კლუბისთვის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთი წაგებაა (2 გამარჯვების ფონზე) და სწორედ ჰაპოელის შემდეგ, K ჯგუფში მე-2 ადგილი უკავია.

აღნიშნულ ჯგუფში, "ტენერიფესა" და ჰაპოელის გარდა, თურქული "ქარშიაქა" და ბერძნული "პერისტერი" თამაშობენ, რომელთაც შერმადინი და მისი თანაგუნდელები ასევე მარტში დაუპირისპირდებიან. ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში გავა, ჩემპიონის ვინაობა კი მაისში გამოვლინდება. "ლენოვო ტენერიფეს" ჩემპიონთა ლიგა 2017 და 2022 წლებში აქვს მოგებული, ოღონდ "იბეროსტარ ტენერიფეს" სახელწოდებით.

GBF.GE

პლეხანოველი
პატივცემულო "მოქალაქე" უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ შერმა იმდენად თამაშობს - რამდენსაც უხდიან. მეც თქვენსავით გული მწყდება, რომ საქართველოს ნაკრებში გიორგის თამაში ვერ ვნახე. გიორგი თუ ასე გააგრძელე - მაყურებელი დაგისტვენს! ეს გინდა ახლა შენ?
Gio
მაგ ნაკრებში შერმადინი და შენგელიას გარდა ყველა ნულია ფედერაციის (ბოისას თამადობით) ჩათვლით. შერმადინს რომ ვერ გამოიყენებს, ნულზე უარესი ხარ
მოქალაქე
ფაქტი ფაქტად რჩება საქართველოს ნაკრებში ნული იყო რასაც ქვია და ვერაფერი გავიგე..
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
შერმადინი მოედანს დაუბრუნდა | "ტენერიფეს" დასანანი მარცხი "სარაგოსასთან"
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა