ლატვია 2 სექტემბერს საქართველოს ნაკრებთან ვაკის სტადიონის ახალ საფარზე თამაშს დათანხმდა, ახლა ჯერი უეფაზეა
გუშინ "მიხეილ მესხის" სტადიონზე მოედნის საფრის ბოლო ნაჭერი დააგეს და ორთვიანი სამუშაო დასრულდა - ვაკის არენაზე მწვავე ბალახი ბიბინებს.

დასრულებული სამუშაოების მოსანახულებლად იმყოფებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, ვიცე-პრეზიდენტი საშა ჩივაძე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი სოსო ჭედია და მოედნით კმაყოფილი დარჩნენ.

ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას თხოვნით, საქართველოს ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უეფას თხოვნით მიმართა - ვინაიდან, ეროვნული სტადიონის მინდვრის საფარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, "ჯვაროსანთა" თავკაცს სურვილი აქვს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მნიშვნელოვანი საშინაო მატჩი ლატვიის წინააღმდეგ 2 სექტემბერს "მიხეილ მესხზე" ჩატარდეს.

უეფას თანხმობის შემთხვევაში, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები მოედნებს გაცვლიან - 1 სექტემბერს, ოთარ გაბელიას გუნდი ესპანელებს "ბორის პაიჭაძეზე" მიიღებს, ეროვნული კი ლატვიას - ვაკეში.

სიჭინავას თქმით, არენას შეცვლაზე მეტოქის თანხმობა მიღებულია: "ლატვიის ფედერაციისგან პრინციპული თანხმობა მიღებულია, ახლა უეფას თანხმობა გვჭირდება. ჩვენი თხოვნით, უეფას წარმომადგენლები იქითა კვირას გვესტუმრებიან და სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შეამოწმებენ. სტუმრები გაეცნობიან სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებს. ჩვენი სურვილია, სტადიონმა მეოთხე კატეგორია მიიღოს და უეფას სპეციალისტების რჩევაც ამიტომ გვჭირდება,

ყველა დეტალი თავიდანვე რომ გავითვალისწინოთ. ჯერ კი სტადიონზე უსაფრთხოებისა და პარკირების საკითხებია მოსაწესრიგებელი. თუმცა უეფასგან დადებითი პასუხის შანსს 80/20-ზე ვაფასებ".

სტადიონზე კი გრძელდება სხვა სარეკონსტრუქციო სამუშაოები - ვაკის არენა სასექტემბრო თამაშებისთვის ემზადება. სამუშაოთა პირველი ეტაპი 1 სექტემბერს მთავრდება. აქვე ვიტყვით, რომ ჟურნალისტების ლოჟა დასავლეთიდან აღმოსავლეთ ტრიბუნაზე გადაინაცვლებს და გადაიხურება, სადაც ასევე განლაგდება ახალი საპრესკონფერენციო დარბაზი და მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან სასაუბროდ ტრიბუნიდან ტრიბუნაზე სირბილი აღარ მოგვიწევს.

"ადრე ამბობდნენ, ჰა ბურთი, ჰა მოედანიო, მაგრამ როდესაც პრეზიდენტად ამირჩიეს, არც ბურთი დამხვდა და არც მოედანი. ამიტომ ვაქცევ დიდ ყურადღებას მოედნების დაგებას, იქნებ, ჩემს შემდგომ პრეზიდენტს მაინც დავახვედრო ბურთი და მოედანი. "მიხეილ მესხზე" მეორე სტადიონის მოწესრიგებაც ძალიან წაგვადგება, რადგან პატარა კოხტა სტადიონი სათამაშოდ ჩვენი გუნდებისთვის ზედგამოჭრილი იქნება.

სამუშაოთა მეორე ეტაპი 15 სექტემბრიდან დაიწყება და ცენტრალურ სტადიონზე სკამების გამოცვლასთან ერთად, სათადარიგო სტადიონისა და მოედნის განახლებასაც შევუდგებით. მესამე ეტაპი 2012 წლის იანვარში დაიგეგმა, მოწესრიგდება ვიპზონები, დანერგება ახალი სერვისები, დაიწყება სასტუმროებისა და კომერციული ფართების მშენებლობა - რესტორნების, სპორტბარების, კომპლექსური მაღაზიების" - ამბობს სიჭინავა.

გუშინვე "მიხეილ მესხის" სტადიონზე ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა კლუბ "ჯვაროსნების" აქციაა გაიმართა, რომლის შემდეგაც ფედერაციის პრეზიდენტმა და ფანების ხელმძრვანელებმა მემორანდუმი გააფორმეს.

"მემორანდუმის მიხედვით, ფედერაცია გულშემატკივრებს დაეხმარება ფინანსური და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში. მათი რიგებიდან მოვამზადებთ 25 სტიუარდს, რომლებიც სტადიონზე მოსულ გულშემატკივრებს გაარკვევენ, სად არის კვების ობიექტები, მედპუნქტი, სველი წერტილები... ეს ევროპაში მიღებული წესია და ახალ ტენდენციებს ფეხი უნდა ავუწყოთ. სხვათა შორის, სტიუარდების მომზადებაში დახმარება უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტს ვთხოვეთ, რათა ამ პროფესიის ათვისების მსურველმა ახალგაზრდებმა საკუთარი თვალით ნახონ, როგორ ემზადებიან მაღალი რანგის მატჩებისთვის, რა კომერციული სტრუქტურებია სტადიონზე... სასურველია, რომ განათლებული ადამიანი მოვიზიდოთ" - გვითხრა სიჭინავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უძლევი
1 სექტემბერს როგორ ითამაშებს ახალგაზრდული U-21 პაიჭაძეზე, როდესაც 26 აგვისტოს იკეტება სარემონოთ? ვერაფერიც ვერ გავიგე. თქვენ?
lasha
თქვე კაი ხალხო ვანოს მაინც მიბაძეთ, სადაც პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა, გარშემო ისეთი კოინდარი გაკეთდა, ერთ კვირაში რომ თქვენი მოწონებული! ერთი ეროვნულის საფარი რა გახდა?! ))))))
uzlevi
საინტერესოა ამჯერად როგორ დააბოლებენ უეფას? :))) დანგრეულ სტადიონზე მიიყვანენ უეფას წარმომადგენლებს და ეტყვიან ნახეთ რა მაგარი სტადიონიაო? რა რჩევა გჭირდებათ? რითი ვერ გაიგეთ რა აკმაყოფილებს უეფას სტანდარტებს? ეგვიპტის პირამიდას ხომ არ აშენებთ? როგორც ყოველთვის ჩვენთან ყველაფერს ვაგვიანებთ! ცოტა ადრე დაგეწყოთ თქვენც სტადიონის რემონტი, ყველაფერს ბოლო წუთზე რომ აკეთებთ! პაიჭაძეს რას უპირებთ? იქ როდის უნდა დაიწყოთ გამოცვლა საფარის?
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს