ხვიჩა კვარაცხელიას ჩვეულ ფორმაში შესვლა და მის მიმართ "ბარსელონას" სატრანსფერო ინტერესი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, რომელსაც "ნაპოლი" კატალონიაში ჩაატარებს. მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა ფრედ (1:1) დასრულდა. "კვარა" და მისი თანაგუნდელები "კამპ ნოუს" ნაცვლად "ესტადიო ოლიმპიკოზე" (54 367 მაყურებელი) ითამაშებენ - დღეს, 12 მარტს, 23:59 საათზე (ჩვენი დროით).

ყურადღებას ამ დაპირისპირების წინ საინტერესო სამ ფაქტზე გავამახვილებთ:

* თუკი "ბარსელონა" პლეი-ოფში პირველ შეხვედრაში სტუმრად არ მარცხდება, თითქმის ყველა შემთხვევაში (21-დან 20) შემდეგ ეტაპზე გადის;

* ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად უკეთ თამაშობს, ვიდრე საკუთარ მოედანზე (8-დან 5 გამარჯვება);

* ვიქტორ ოსიმენი თუ გაიტანს, უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე ყველაზე შედეგიანი ნიგერიელი ფეხბურთელი გახდება (10 გოლით) და ობაფემი მარტინსს ჩამოიტოვებს.

როგორი შინაარსის მატჩს ველით ბარსელონაში? ხავის გუნდს ბურთის ფლობის უპირატესობა რომ ექნება, ეს მოსალოდნელია და კალცონამ თავისი ტაქტიკა ამ ვითარებაზე უნდა ააწყოს. კონტრშეტევების დროს კვარაცხელიას ფაქტორის გამოყენება პროდუქტიული შეიძლება იყოს, თუმცა ამისთვის საჭიროა, გუნდმა ბურთი მოიპოვოს და შეტევაში მაქსიმალურად სწრაფად გადაიტანოს. გავიხსენოთ პირველი შეხვედრა, სადაც კუნდეს ქართველის შეჩერება დაუხმარებლად აშკარად უჭირდა... იქ ოსიმენმა "ნაჩუქარი" შეირგო, "ბარსელონას" დაცვა, ბოლო სამი ტურია, სტაბილურია და გოლი არ გაუშვია. ცენტრში არაუხოსა და 17 წლის კუბარსის დუეტი ჩამოყალიბდა, ახლა კი, სავარაუდოდ, კვლავ გამოცდილ მარტინესს ვიხილავთ.

ესპანელებს ნახევარდაცვაში სერიოზული პრობლემები აქვთ, გავის არყოფნას პედრი და დე იონგი დაემატა. კრისტენსენსა და გიუნდოგანთან ერთად, ბოლო ტურში რაფინიამ ითამაშა, ახლა კი 20 წლის ფერმინ ლოპესს ველით, რომელმაც ტრავმირებული ბრაზილიელი (უკვე მომჯობინდა) პირველივე ტაიმში ჩაანაცვლა. წინა ხაზზე ფელიქსთან და ლევანდოვსკისთან ერთად, 16 წლის იამალი იქნება, რომელსაც სურს, ტურნირის ამ ეტაპზე ყველაზე ახალგაზრდა გამტანი იყოს.

იტალიელებს დაცვაში რაჰმანი უბრუნდებათ, კაიუსტე და ნგონჟე განაცხადში არიან, ზელინსკი კი, მოგეხსენებათ, იქ არაა. რუისა და კვარაცხელიას ბრწყინვალე შეთამაშების მიუხედავად, სასტარტოში ახლა ოლივერას ველით, ტრაორე კი პირველივე წუთებიდან დაიწყებს.

ქართულ-ნიგერიული დუეტი ძველებური სიმწვავით ამუშავდა და მათი შეჩერება რთული იქნება. პირველი გოლი თამაშის შინაარსზე დიდ მნიშვნელობას შეიძენს. ფაქტია, კალცონამ იცის, როგორ არ წააგოს და 1:1 მისი "საყვარელი" ანგარიშია. ასე რომ, არც ოვერტაიმი და პენალტების სერია გამოვრიცხოთ...

სავარაუდო შემადგენლობები:

"ბარსელონა": ტერ შეტეგენი - კუნდე, არაუხო, მარტინესი, კანსელუ - კრისტენსენი, გიუნდოგანი, ლოპესი - იამალი, ლევანდოვსკი, ფელიქსი;

"ნაპოლი": მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ჟესუსი, ოლივერა - ლობოტკა, ანგისა, ტრაორე - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

მსაჯი ნიდერლანდელი მაკელიე იქნება, რომელიც "ნაპოლის" ჯგუფურ ეტაპზე უკვე მოემსახურა ("უნიონთან" 1:1).

დავითი
ხალხო თუ ვინმეს გაქვღ წვდომა ნაპოლისთან,მწვრთნელს უთხაეით რა ლობოტჯას ნუღარ აღამაშებს.ვერ გაიგო მაგან საით არის მოწინააღმდეგის კარები. ყველგან ვწერ იქნებ ერთმა გაამართლოს
ზაალი
ესპანეთის ნაკრებს ვინ გაუტანა ორჯერ? ხვიჩამ ხომ არა? ან მილანთან რომ ახსენებ, მაგ თამაშში საუკეთესო იყო.. ფეხბურთი თუ გესმის უნდა ხვდებოდე. 23 წლის ბიჭმა, 1 წელია რაც წასულია, მთელი იტალია აალაპარაკა.. ჩემპიონი გახადა გუნდი და გამოდიხარ აქ და ,,აკრიტიკებ''. ნეტავ ბევრი იყოს კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელი
დავით 67
ვიცით რომ დღეს ბარსელონა ფავორიტია, თან სახლში თამაშობს, მაგრამ წინასწარ უკვე მოგებას რატომ უწინასწარმეტყველებთ. რა ყოვეთვის ფავორიტი გუნდი იგებს თამაშს? პროგნოზის გაკეთების უფლება ყველას აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ზუსტად ისე მოხდება. წარმატება ნაპოლის!
დავით 67
მკითხავი ხარ?
tENGO
ისე ბაქი-ბუქობთ ვითომდა არ ორი თუ სამი კვირის წინ ნეაპოლში თამაშისას, საერთოდ არ ამოეკეტოთ კვარა, თანაც ისე რომ ბურთი საერთოდ არ მიაღებინეს და შეცვალეს კიდეც ნაადრებად, საინტერესოა დღეს, მით უმეტეს საკუთარ მოედანზე რა შეუშლის ხელს ბასრას დაცვას იგივეს გაკეთებას, რა თქმა უნდა ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ დიდი ალბათობით კვარას ამოკეტავენ,რასაც ყოველთვის წარმატებით აკეთებენ მაღალი დონის გუნდები, გადამწრვეტ შეხვედრებში ხვიჩას წინააღმდეგ, როგორც სერიაში ისე ლიგაზე და ნაკრებში, თუ არა და გაიხსენეთ შარშან მილანთან თამაშები ლიგაზე ან რეალთან წელს-საერთოდ ამ სეზონში ლიგაზე უკვე 7 თამაში ჩაატარა და ერთი გოლიც ვერ გაუტანია, ის კი არა სწორედ ბარსელონასთან ითამაშა ყველაზე სუსტად რაც იტალიაშია. ამიტომაც არ მესმის საიდან ამხელა ამბიცია,რომ დღემანდელი ნაპოლი აუცილებლად დაამარცხებს, თუნდაც დღემანდელ ბარსელონას,ეგ კი არა პრინციპული თამაში ტორინოსაც კი ვერ მოუგო საკუთარ მოედანზე, რომ ოთხეულში მოხვედრის მიზერული შანსი მაინც შეენარჩუნებია....
ნუგზარი
ხვალ ვისაუბროთ :))))
vava
ნაწილობრივ გეთანხმები ვაჟა, თუმცა ეგენი იმის მეათედს არ ბლატაობენ, რამდენსაც აქ ბლატაობენ ხოლმე )) და მერე, დიამეტრალურად განსხვავებულ შედეგს რომ იღებენ, ერთს არ შეაწუხებს სინდისი, რომ თქვას, ილუზიებში ვყოფილვარო - და ასე გრძელდება დაუსრულებლად )) ყოველი მატჩის წინ: ხვიჩა ახლა ამას გაარღვევს, მერე იმას გაარღვევს, ჰეთთრიკს შეასრულებს (არადა ცხოვრებაში არ ჰქონია მსგავსი შემთხვევა) და თამაშის მერე სხვებზე გადაბრალებები.. საინტერესოა როდის მობეზრდებათ ეს ყველაფერი.. ისე, ჩაკვეტაძეზე რა სიგიჟეებიც ხდებოდა, იმას ჰგავს ეს სიტუაცია, ოღონდ კვადრატში..
ვაჟა
ნაპოლი ბარსას ვერ მოუგებს. შეეშვით ილუზიებს. იბლატავებენ და ბოლოს მაინც 2:0 წააგებენ.
მეგრელი
ხვიჩა დადე დღეს შედეგი და ჩაიკეცე 500K
მწარე
ჩემი თქვენს მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, დღეს ბარსას უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ნაპოლის. არა აქვს მნიშვნელობა იმას თუ ვინ დაიმტვრა და ვინ სად ითამაშებს. მთავარია ის რომ ბარსას შეუძლია ნიშვნელოვან თამაშზე მობილიზება, ნაპოლის კი ეს მაინც დამაინც არ ეხერხება. მოკლედ მთავარი ფსიქოლოგია და გუნდურობაა. პ.ს. სხვათა შორის საქართველოს ნაკრების მთავარი მინუსი ლუქსემბურგთან (და იმედია ფინალში ვითამაშებთ) საბერძნეთთან სწორედ ეს არის. გადამწყვეტ მომენტში მობილიზების უნარი
სოსო
კარგია,მაგრამ ძალიან ბევრი "უნდა" დაგროვდა და ყველა "უნდა" შესრულდება?არც ნაპოლის დაცვა იწვევს ნდობას და არც ნახევარდაცვა.ბარსას ცენტრიც მაგრადაა შეფერთხილი,ტრავმების გამო და ეგაა ნაპოლის შანსი.ბარსას ბურთი ექნება,ნაპოლიმ კი,კვარა ოსიმენის პასებით,დაცვის ზურგს უკან ბურთებით მომარაგება უნდა სცადოს.გამოუვათ,კარგია!არ გამოუვათ და გამოვარდებიან.ბარსამ რომ ვერ გაიტანოს,ნაპოლის დაცვა,თვითონ მოიფიქრებს,რამეს.ასე რომ, გოლები სჭირდება,ნაპოლის.
Gio
ტოტალიზატორი დადებს შედეგს
ნიკას
არავითარი მადრიდისტა არ ვარ, არც ვიყავი და არც ვიქნები! ვიყავი ბარსას ფანი და რაც ლაპორტამ ლეო მესის აკადრა, მის მერე ვერ ვიტან: ბარსას, ლაპორტას და ჩავის, მაგათი წაგება ყოველთვის გამეხარდება! და რაც შეეხება ჩვენს ხვიჩას, როგორ შეიძლება ქართველმა, ხვიჩას არ ვუქომაგო? პირიქით წარმატება ხვიჩას! ლაშა.
usa
:D
ნიკა
მეგონა ხვიჩას გულშემატკივრობდი. თურმე ძველი წყენა გაქვს, იმ დიდი ბარსელონას კომპლექსი დღემდე გაწუხებთ მადრიდისტებს მიუხედავად იმისა რამდენი ტიტული მოიგეთ მას მერე
ლაშა
ოჰ, ნეტავ ნაპოლიმ გამოაბუნძულოს ბარსა და არაფერი მინდა სხვა! დედა ეტიროთ ლაპორტას და ჩავის! მაგათი "ზუბი მჭირს"!
ამატაკი
დე იონგის და განსაკუთრებით პედრის არყოფნა არის შანსი, რომელიც ქმნის შესაძლებლობას ნაპოლიმ დადებითი რეზულტატი დადოს. პირველ თამაშში ბარსას სწორედ პედრი რეჟისორობდა. მისი ვერტიკალური პასები ნაპოლის ტორტივით ჭრიდა და ბევრი მომენტი შეექმნათ. სწორედ მოედნის შუაგილის დაპატრონებამ გადაწყვიტა ის მატჩი. ამჯერად ნაპოლის შუახაზმა ძალიან უნდა მოინდომოს, ამაზე ბევრი იქნება დამოკიდებული. არ უნდა დარჩეს ხაზებს შორის იმდენი სივრცე, როგორც პირველ შეხვედრაში იყო. დაცვამ მუხლების კანკალით არ უნდა ითამაშოს და წინა ხაზებთან სინქრონში იმოქმედოს, საჭირო დროს უშიშრად უნდა აიწის ზევით, არ უნდა მოწყდეს ნახევარდაცვას (ამისთვისაა აუცილებელი სწრაფი ცენტრები). როგორც არ უნდა თამამ განაცხადად ჩანდეს, აი ნაპოლის წინა ხაზი არაფრით ჩამოუვარდება ბარსას, პირიქით სჯობია კიდეც. რაც აშკარად სუსტია , ეს ნაპოლის დაცვის ხაზია. ამ დაცვით დიდი მიზნები აბსურდად მოჩანს. ვინც რაც არ უნდა თქვას, საერთო ჯამში ამ თამაშში ნაპოლის ერთადერთი შანსი კვარაცხელიაა. მოკრძალებით უნდა დავიტოვოთ იმედი, რომ მას თამაში წაუვა და მის შესაძლებლობებს სრულად წარმოაჩენს. ამისათვის ნაპოლის ფარული განზრახვა უნდა იყოს, როგორმე შექმნან კვარასთვის ოპერატიული სივრცე, მის ფლანგზე მაინც დატოვონ კვარა ერთი ერთზე კუნდესთან. დარწმუნებული ვარ მისგან ბურდღასაც არ დატოვებს. ერთი მარჯვენა მსოფლიო დონის (არნოლდი) მცველი ჩამოალაბორანტა უაპელაციოდ, არც კუნდე გაუჭირდება. ერთი სიტყვით ნაპოლის ვურჩევდი: ისარგებლეთ იმით, რომ გუნდში ასეთი დონის ფეხბურთელი გყავთ, ის მზადაა ნებისმიერი თქვენი ჩანაფიქრისთვის, გამოგყვებათ ყველაზე თამამ გადაწყვეტილებაში, იკისრებს შავ საქმსაც, თუ ეს საჭირო დარჩა. ნაპოლი! კვარა თქვენი შანსია, რომელიც ვინ იცის კიდევ როდის გექნებათ, გექნებათ კი საერთოდ ამ საუკუნეში? ეს საშუალო დონის ფეხურთელები ლამის სუპერვარკვლავებად იქეცით, ეს თქვენი ბოლო შესაძლებლობაა აჯობოთ საკუთარ თავს!
1223
არაა გამორიცხული ნაპოლის შემდეგ ეტაპზე გასვლა, ეს ბარსა არაა დაუძლეველი
beqa
დამატებით დროში ნაპოლია ფავორიტი მარტივი მიზეზით სკამიაქ უკეთესი
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება