მთელი საფეხბურთო და არასაფეხბურთო ნეაპოლი "ბარსელონასთან" მომავალი მატჩის და საყვარელი გუნდის მეოთხედფინალში გასვლის მოლოდინშია.

Areanapoli წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშზე ერთ-ერთი ყველაზე მეტად კონცენტრირებული იყო, ცუდი დღეები უკან მოიტოვა და უნდა "ნაპოლი" გათამაშების შემდეგ ეტაპზე გადაათრიოს:

"უკანასკნელ ხანს ქართველმა თავისი შემოქმედებითობა და ფორმა დაიბრუნა, გოლების გატანა დაიწყო, სურს ამით ისარგებლოს და პოზიტიურ განყობაზე მყოფმა სეზონის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში თავი წარმოაჩინოს.

სახლში შეხვედრის ფრედ დასრულების შემდეგ, ესპანეთში გამარჯვებას ველით: ყოველგვარი "თუს" და "მაგრამის" გარეშე. "კვარამ" ეს იცის და "კასტელ ვოლტურნოზე" ყველაზე მონდომებულებს შორის იყო. კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო იცინოდა, რაც გუნდში კარგ სიტუაციაზე მეტყველებს, რომლის შექმნა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ შეძლო".

კომენტარი საფეხბურთო მიმომხილველმა პაოლო სპეკიამ და Il Mattino-ს რედაქტორმა ფრანჩესკო დე კორემ გააკეთეს.

პაოლო სპეკია: "ბარსელონას", ისევე, როგორც "ნაპოლის", სირთულეები გააჩნია, თუმცა ძალიან მაღალი კლასის გუნდად რჩება. ხანდახან "გამოირთვება" და ამით "ნაპოლიმ" უნდა ისარგებლოს.

ვიცით, ვისი დამსახურებაა "კვარას" აღორძინება. კალცონამ კარგად იმუშავა ბიჭთან. პირველ რიგში, გაათამამა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუუმჯობესა. "ტორინოსთან" ხვიჩა არაორდინარულად მოქმედებდა, ასეთი ხალისიანი და ბრძოლისუნარიანი არ მინახავს. არაჩვეულებრივი და მომხიბლავი გახლდათ და იმედი გვაქვს, რომ ბარსელონაშიც ასეთივე იქნება. იმედია, ქართველთან ერთად თავის საქმეს ოსიმენიც შეასრულებს".

ფრანჩესკო დე კორე: "ხვალ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. "ბარსელონა" დაუმარცხებელი არაა და გამარჯვების მოპოვება საუკეთესო "ნაპოლის" ძალუძს. გუნდმა ფორმა აღიდგინა. მოგებისთვის იმაზე 20-30%-ით უკეთ თამაშია საჭირო, ვიდრე "იუვენტუსთან" და "ტორინოსთან". კვარაცხელია, როგორც იქნა, ზედმეტი სქემებისგან და ტაქტიკისგან გათავისუფლებული, თავს ლაღად გრძნობს.

ოსიმენი დაბრუნდა და ბევრი გოლი გაიტანა, მაგრამ იმაზე ნაკლები, რამდენსაც მისგან ველოდით. ხვალ გამოჩნდება, ეს ბიჭი "ნაპოლის" რამდენად ერთგულია".

calcionapoli24 იტყობინება, რომ კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდთან ერთად კატალონიაში გაფრინდა და სურათსაც აქვეყნებს.

გიორგი
თქვენ ალბათ მთვარის კალენდრით სარგებლობთ:)
დავით 67
კი მართალი ხარ, მაგრამ არის მეორე მხარეც, როცა ამდენ ხალხს შენი იმედი აქვს, ეს დამატებით მოტივაციასაც უნდა გაძლევდეს და ფსიქოლოგიურ წნეხსაც გიხსნიდეს
ლაშა
კვარაზე ერთადერთი რაღაცა მოქმედებს ცუდად "ფსიქოლოგიური წნეხი" სხვა დაბრკოლება ტექნიკურად თუ ფიზიკური კონდინციის მხრივ მისთვის არ არსებობს. ყველა მნიშვნელოვანი თამაშის წინ მაინცდამაინც ამ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ქვეშ აქცევენ, ცდილობენ მთელი გუნდის ტვირთი აკიდონ და ეს კვარაზე ცუდად მოქმედებს, როცა ეს ფსიქოლოგიური ბარიერი არ აქვს უბრალოდ დამანგრეველია.ვაცალოთ ამ ადამიანს ფეხბურთის თამაში და ბევრად მეტს გააკეთებს
fani
ამათმა თავი კედელს ხო არ მიარტყეს? რა კატეგორიული ტონია, რომ ყველა ვარიანტში კვარას ავალდებულებენ 1/4 ფინალში გასვლას?! ჯერ ერთი, რაც არ უნდა უჭირდეს, ეს ბარსაა და თავის მოედანზე ფავორიტია მაინც, და მეორე - კვარა ერთია და თუ გუნდმა ვერ ითამაშა, სასწაულმოქმედი ხომ არ არის? მესამეც - მათხოვრულ ხელფასზე ჰყავთ და გმირობას ითხოვენ, ეს რა ლოგიკაა? კი ბატონო, მჯერა და დიდი სურვილია რომ კვარამ გადამწყვეტი როლი ითამაშოს "ნაპოლი"-ს შემდეგ ეტაპზე გასვლაში, მაგრამ რატომ ჰკიდებენ ასეთ ტვირთს ერთ მოთამაშეს?! მოკლედ, ეს იტალიელები დიდი უმადური ხალხია
gel-100
სეზონის უმნიშვნელოვანესი თამაშები კვარას აქვს 21-26 მარტს,,ეს თამაშიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა მაგრამ უმნიშვნელოვანესი არა,,
რონი
ჟელენსკი იღევს 4მილიონამდე და იმან რო გადაგათრიოთ არა? ))) მარტო კვარა კიარა მარტო მესიც ვერ გიშველიდათ კსე ხართ მორყეული....
David
ორი დღის წინ იყო და მოიგო ნაპოლიმ 3:2
kvara
რა კაია ხვიჩა ის ქენი ეს ქენი აქ გაგვიყვანე ის მოგვაგებინე … თქვენი უფროსი რამდენ ხელფასსაც აძლევს რო ავიღოთ მაგალითი 1 გოლი და 1 ასისტის ღირსიც არ არის))))
saqartvelo
კვარას დუბლი ბარსასთან!
სოსო
და მაინც.ყველა ისევ კვარასგან ელის და მოითხოვს,ნაპოლის გათრევას.ნაპოლის ყველაზე უფრო დაუფასებელი ფეხბურთელისაგან.რაღაც არ მახსოვს,მისთვის ღირსეული ხელფასის მოთხოვნაში,ასე ერთსულოვანნი ყოფილიყვნენ."მელაკუდამ ტაში დაჰკრა,ამფერ ჩემო დათუნაო,როგორ გშვენის ეგ დავლური,მალაყები და ხტუნვაო".სულ სამიოდე კვირის წინ,წადი,გაიარე,არავინ გიჭერსო და თან ისეთი გამოსასყიდი დაადეს,არავის მოენდომებინა მისი ყიდვა.ასაღებს იღებენ და არაფრის გაცემა არ სურთ.მხოლოდ ტაში ემეტებათ ხვიჩასთვის.ამიტომ,არ მეწყინება,თუ ხვიჩა მაგრად ითამაშებს,მაგრამ ნაპოლი გავარდება.ნეაპოლი და ნაპოლი,ხვიჩას ღირსი არ არის.ზაფხულში მოვილაპარაკებთ,ხელფასის მომატებაზეო!ეს უკვე 1 წლის წინ უნდა გაეკეთებინათ,კეთილი ნების ჟესტის სახით,ყოველგვარი დამატებითი პირობის გარეშე,ეგენი კი,დღესაც ზაფხულის მოსვლამდე დებენ,ამ საკითხს.წუწკები!იციან,რომ ხვიჩა დიდ ხელფასს იმსახურებს,მაგრამ საკუთარი თავის იმედი არა აქვთ,რომ მომავალშიც შესძლებენ,ამდენი ფულის გამომუშავებას და ესეც არ გადავყაროთო,ვეღარ იმეტებენ.პატარა გუნდია და პატარა გუნდის ფსიქოლოგია აქვთ.ვერც ვერასოდეს გახდებიან დიდ კლუბად,სწორედ ამის გამო.დიდ კლუბებს შეუძლიათ ისე გათვალონ,რომ დიდი ფული დახარჯონ,მაგრამ უფრო მეტი გამოიმუშაონ,იმ დახარჯული ფულით.
nika
დღესაა თამაში? ორშაბათს გადმოიტანეს თუ რატომ იწერება ამდენი
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"კვარაცხელია? ლიდერებშიც არ მოვიაზრებ, არასტაბილურია" - იტალიელმა მწვრთნელმა ხვიჩაზე ისაუბრა
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს