"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა ორი დღეა საფრანგეთში იმყოფება და 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის ემზადება, რომელიც 17 მარტს, ჩვენი დროით 23:55 საათზე, „ჟან ბუინზე“ დაიწყება.

რიჩარდ კოკერილმა თავისი პირველი ფინალისთვის 34 მოთამაშეს უხმო და რადგან ფინალი საფრანგეთში იმართება, გუნდიც პირდაპირ პარიზში შეიკრიბა. 2023 წლის მსოფლიო თასზე პორტუგალიასთან ნათამაშები ფრის (18:18) შემდეგ "ბორჯღალოსნებში" განსაკუთრებული განწყობაა და ისინი რევანშისთვის ემზადებიან.

გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე ამბობს, რომ მთავარია, მოთამაშეები ემოციებს არ აჰყვნენ:

„მთავარია, ემოციებს არ ავყვეთ. პორტუგალიასთან თამაში ჩვენთვის შესაძლოა ზედმეტად პრინციპულიც კი არის და ასეთ დროს ემოციებზე აყოლის საფრთხე არსებობს, რასაც მერე უარყოფითი შედეგი მოაქვს ხოლმე. მნიშვნელოვანია, მთელი კვირა საქმეზე ვიყოთ კონცენტრირებული და მერე უშუალოდ თამაშისას გავაკონტროლოთ ემოციები. ბრაზმა და წარსულში მიღებულმა სიმწარემ არ უნდა გადაგვძლიოს“.

ლუკა მატკავა: „პორტუგალია ძლიერი ოპონენტია. სამწუხაროდ, 2023 წლის მსოფლიო თასზე მათთან ის შედეგი ვერ მივიღეთ, რაც გვსურდა. ყველა მოთამაშე მაქსიმალურადაა მობილიზებული და ვფიქრობ, ფინალში ჩვენი შესაძლებლობების 100%-ს ვაჩვენებთ“.

"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

შერკინება: გიორგი ახალაძე (ბეზიე), დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), ვანო კარკაძე (მონპელიე), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), ირაკლი აფციაური (გრენობლი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), ბექა გიგაშვილი (ტულონი); გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯავახია (გრენობლი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), დემურ ეფრემიძე (შავი ლომი); თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), ბექა გორგაძე (პო), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი).

ხაზი: მიხეილ ალანია (ორიაკი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), ვასილ ლობჟანიძე (ტულონი); ლუკა მატკავა (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი); მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი); ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), გიორგი შველიძე (ბრივი); ლუკა ხორბალაძე (ლიონი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი).

Rugby.ge

123
საღინაძე ცალსახად აკლია ნაკრებს, დანარჩენი ჩამოთვლილების ადგილი ნაკრებშინარაა და არც მსოფლიოზე იყვენე წასაყვანები
დავითი...
საღინაძე ტრამვირებულია? თუ რატომ არ იძახებენ? გოგიჩაშვილიც არაა... ბრეგვაძემ,ჭოიძემ,მამუკაშვილიმა დაამთავრეს ნაკრებში გამოსვლა?..
გიორგი-50
გამარჯობათ... მოკლედ: თუ შერკინებაში დავჩაგრავთ და ნინიაშვილი გაიბრწყინეეებს, ადვილად მოვუგებთ. თუ არადა, გაგვიჭირდება. ხო კიდევ, საქმე პირველივე ტაიმში უნდა მოვუთავოთ, რომ მეორე ტაიმში უკვე მიჯირყვნილები და ნირწამხდრები გამოვიდნეეენ...
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
რეკორდების წვიმა - ბრინჯაოსთვის სახალისო მატჩში ინგლისმა საფრანგეთს სძლია
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
ესპანეთის მეორე თუ არგენტინა ოთხიანთა კლუბში? - ფინალის PREVIEW
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
რონალდომ მუნდიალის ყველა დროის ანტი-რეკორდი დაამყარა
[PHOTO] ჯილდო ამერიკულ სტილში - ცნობილია, რას მიიღებს მუნდიალის გამარჯვებული ნაკრები
"დონჩიჩმა დამირეკა, ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა..." - სანდრო მამუკელაშვილი
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
ზედიზედ მეშვიდედ! - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია სრულად დაჯაბნა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]