"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ორი მატჩის ჯამში, "ბარსელონასთან" 2:4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა:

"სამწუხაროდ, ბურთს ძალიან ხშირად ვკარგავდით, რაც ასეთი კლასის მეტოქესთან დაუშვებელია. ვიცოდით, გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით. მომენტებს ვქმნით, დაცვა კი გამოსასწორებელია.

ოსიმენზე არდანიშნული ნაღდი პენალტის ეპიზოდი ვნახე და მსაჯს თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა. ერთხმად იმავეს ამბობენ იტალიური ტელევიზიების ექსპერტები. არ მესმის, ასეთი დონის ტურნირზე ესოდენ მნიშვნელოვან ეპიზოდს რატომ არ აქცევს Var-ი ყურადღებას. სწრაფად გადაწყვიტეს, რომ თამაშის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონდა. ამას შეხვედრის მიმდინარეობაზე შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა.

მოედანზე ჩემი ფეხბურთელები მიმოფანტული იყვნენ, რაც ძალიან არ მომწონს. რამდენჯერაც ბურთი დავკარგეთ, იმდენჯერ სწრაფი კონტრშეტევა მივიღეთ. ამაზე მუშაობა და სასწრაფოდ გამოსწორება გვჭირდება. ოსიმენი ხშირად რჩებოდა თამაშგარეში, თუმცა ეს მისი ბრალი არ არის.

სერია A დაგვრჩა. ბევრი რთული მატჩი გველის. ამ ბიჭებთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას უნდა ვეცადო. ისინი მონდომებულები არიან, პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით".

ფიგუ
ერთხელ კიდევ გაგიზიარებთ ჩემს აზრს და მეტს აღარ შეგაწუხებთ. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ: ხვიჩას აუცილებლად წაიყვანს რომელიმე უფრო დიდი გუნდი [და აუცილებლად მოიგებს დიდ ტიტულებს და არა ერთსა და ორს] და ხვიჩას კი არ აიძულებენ რომ ბურთი ცენტრიდან წაიღოს[,თანაც სამი კაცის გარემოცვაში რომ აძლევენ პასებს ] არამედ ეცდება რაც შეიძლებ მიუტანოს საჯარიმოსთან ახლოს და თქვენ ითვალეთ მერე გოლები და პენალტები[დავნიძლავდეთ და „ვინცა იყოს წაგებული თავშიშველი სამ დღეს ვვლიდეს“
ფიგუ
რომელი თქვენგანი გამოიჩენს გამბედაობას და კატეგორიულად განაცხადებს,რომ ფეხბურთში და მათ შორის იტალიურ ფეხბურთში ყველაფერი წესრიგშია [გაიხსენეთ იუვენტუსის ისტორია] დამენიძლავეთ და „ვინცა იყოს წაგებული, თავშიშველი სამ დღეს ვლიდეს“ შ. რუსთაველი
ფიგუ
ჩვენ ყველანი დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ ვართ ყველაზე მაგარი ფეხბურთის ექსპერტები და გვაქვს უფლება გამოვთქვათ კომპეტენტური აზრები მათ შორის კრიტიკული აზრები ხვიჩას მისამართით. ერთი რამე დაიმახსოვრეთ : დაითვალეთ რამდენი ტიტული მოიხვეჭა სულ ნახევარ სეზონში , რამდენჯერ გახდა თვის საუკეთესო ფეხბურთელი. [იტალიაში!!!] წარმოიდგინეთ რა ზარ-ზეიმი ექნებოდათ ჩვენს მეზობლებს მათ რომ ჰყოლოდათ ასეთი ტალანტი. თქვენ რა გჭირთ, რა გემართებათ?!!! თქვენი აზრით იტალიელ სპეციალისტებზე და ხალხზე მეტი გვესმის?| „აზრზე მოდი ბიჭო“ ყველაფრის თქმის უფლებას ნუ აძლევთ თქვენს თავებს.
ფიგუ
ერთი რამ გვავიწყდება ყველას, რომ საკუთარი მოედნის ფაქტორი დიდ როლს თამაშობს. საკუთარი მაყურებლის წინაშე ყველა იქაჩება. გოშიაც კი ღობის შშიგნიდან ეჭიმება დიდ ნაგაზებს და აიძულებს რომ გაეცალოს იქაურობას.
ემ-33-ს ფიგუ
მე ვიცნობ ერთ ადამიანს შოთა ჰქვია სახელად სულ საწინააღმდეგოს ლაპარაკობდა კაცმა ნახევარ სეზონში [იტალიაში] გუნს ჩემპიონობა მოუპოვა გახდა საუკეთესო დრიბლიორი; ყველაზე ტექნიკური,საუკეთესო ასისტი, გოლეადორი, კვარადონა, ხალხის უსაყვარლესი ფეხბურთელი და დიდ გუნდში- [ ჯერ ერთი ნაპოლი რით არ არის დიდი გუნდი] -ანუ სხვა გუნდში -იგივეს და უფრო მეტსაც გააკეთებს. დავნიძლავდეთ და [ „ წაგებული თავშიშველი სამ დღეს ვლიდეს“ შ. რუსთაველი].
ამირანი
რა დაცვა რის დაცვა ორთავე მხარე პრახანოი დვირი იყო მაგ გუნდით უნდა ხუთეულში შესვლა სასაცილოა
ვა რა დონეა-ს
თქვენი აზრით, ხვიჩას წაუგია თამაში! დაცვა კი უმაღლესი დონის ყოლია "ნაპოლის" ?! მართლა ვა რა დონე ხარ!
suxumchanin
მეგობარო სხვა თამაშს უყურე? კვარა-ოსი ჩაკეტილი რომ ყავდათ გასაგებია, მაგრამ 16 წლის ბიჭებმა ნაპოლის დაცვა გადირკეს ვერ ნახე?
ვა რა დონეა
დაცვამ კი არა თავდასხმამ წააგო თამაში.ოსიმენს და კვარას არაფერი შეუქმნიათ.ერთს ფეხები აებლანდა და პენალტი მოუნდა,მეორემ ორჯერ ააცილა ხელსაყრელ მომენტში.
დათო
ვარს ეძინა ეტყობა
თენგო
იმედია, ბარსელონაშიც ობიექტურად შეაფასებენ ხვიჩას თამაშს უნდა წავიდეს აუცილებლად
beqa
მეორე ეშელონის გუნდებში ნორმალური გუნდია ნაპოლი მეცოდება უკვე ამ გუნდში ხვიჩა დროა ახალი გამოწვევებისთვის ნაპოლით აწი მაქსიმუმმეოთხე ადგილი ჩემპიონატში
მირო
ეს ფეხბურთია და გამართლებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.დაცვა რომ არაფრად ვარგა იასნია,მაგრამ ოსიმენზე პენალტი რომ დაენიშნათ,2-1 -ზე თავურით დარტყმული რომ გასულიყო,ან ხვიჩას დარტყმული რომ გასულიყო შეიძლება არ წაეგოთ კიდეც,ბევრად სჯობდაო ბარსელონა რომ ვთქვათ,არა მგონია.ამ გუნდის პრობლემაა ის,რომ ხვიჩას არ იყენებენ სათანადოდ,პასებს არ აძლევენ,თორემ რამდენი პასიც მისცეს, იმდენჯერ რაღაც შექმნა,მუნიმუმ სამი საგოლე პასი მისცა. ისე,რომ ვთქვათ,ეს გუნდი მაღალ დონეზე ვერ დაბრუნდება კიდევ წლები,რადგან ცოტა ფულის ჩადებით უნდა ლაურენტისს დიდი მოგებები.ერთხელ გაუმართლა და ისიც ხვიჩას გამო.მორჩა,მეორედ ასეთი არ მოხდება.ხვიჩა,წადი ბიძიკო დროზე აქედან.
M-33
გუშინ თამაში წააგო დაცვამ და საყრდენმა ზონამ გუნდს ტიპური 6 ნომერი მუშა ამრთმევი არ ყავს, ორი მომენტი მინდა გამოვყო: 1. კვარა დიდ კლუბში თუ გადავიდა იქ ნაპოლივით 6-7 თვიან უგოლ-ასისტობას არავინ აპატიებს და ეგრევე გაბენჩავენ. თან ყოველ თამაშში უნდა ამტკიცო, რომ მარტო კლუბში კი არა ჩემპშიც საუკეთესო ხარ. ეს სტრესია და იმ კომფორტის ზონიდან რაც მას ნაპოლიში აქვს შექმნილი როგორ გამოვა, ან სურს კი თავად გამოსვლა, ძნელი სათქმელია. მეორეს მხრივ, როცა შენ გვერდით შენზე არანაკლები ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც მეტოქის მხრიდან შენზე არანაკლებ ყურადღებას ითხოვენ ჩლუნგი ხომ არ არის 6-7 თვე შედეგი რომ ვერ გააკეთოს? გარკვეული რისკები არის, მაგრამ თუ ინდივიდუალური ჯილდოები და ტიტულები უნდა მე ვფიქრობ, რომ უნდა წავიდეს. 2. როგორც ვიცი ჩავის ბარსაში დიდი დღე არ უწერია, ამიტომ თუ რამეზე პრეტენზია აქვს ლავრენტი პავლოვიჩმა დაითრიოს. მე ჩავი ძალიან მომწონს და ძალზე დაუფასებელ მწვრთნელად მივიჩნევ.
სვანსკი
ნაპოლის თამაშით საქართველოს ნაკრები გამახსენდა,მაგრამ ასე იდიოტურად ჩვენებიც არ ითამაშებდნენ, როგორ იყვნენ არეულები, ადამიანის გაუნათლებლობა,რომ დაინახო სულაც არ არის საჭირო დაელაპარაკო,შეხედეთ მის ქცევას და მიხვდებით მისგან ,,კაცი,, დადგება თუ არა და ეს ყველაფერი კალცონეს ეხება,იდიოტს და უმეცარს ჩააბარეს გუნდი,სანიოლიც კი უფრო კარგად უხემძღვანელებდა გუნდს. (კვარას გამო თორემ ესენი რას იზავენ რაში მაინტერესებს)კალცონემ უნდა დატოვოს გუნდი სასწრაფოდ და ლაურენტისმა გუნდის შენება თავიდან უნდა დაიწყოს
papai
არა მგონია ასე აეკენწლა მილანი ან ინტერი.. სად ბარსა და სად ნაპოლი.. ნაპოლი უნდა შეადარო ვალენსიას ან ბილბაოს და არა ბარსა-რეალს
gel-100
მაინც რა სხვაობა შეამჩნიე ეგეთი იქნებ ჩვენც გაგვიზიარო?? ესპანეთის ჩემპიონატის რიგით მეორე გუნდი ეთამაშებოდა იტალიის ჩემპიონატის რიგით 5-6 გუნდს და სხვაობა ისედაც უნდა ყოფილიყო და შენ კიდე რა შეამჩნიე მაგის გარდა?? სად ბარსა და სად ნაპოლი ან საერთოდ როგორ ადარებ ერთმანეთს ამ ორი გუნდის დონეს
იასონას უდარი
ორივე გუნდი საკმაოდ სუსტია დაცვაში,რომელიმეს ცენტრის გადაკვეთა და მომენტი იქმნებოდა. ისეთი თამაში იყო,ნაპოლი რო გასულიყო,სამართლიანი იქნებოდა და პირიქით,ბარსა სამართლიანად გავიდა. თუმცა ერთი მომენტი იყო,სადაც ბარსას მცველი ფეხს აბიჯებს ოსიმენს დ 100% პენალტი იყო,ეს მე დავინახე საქართველოში და 5 მეტრში მსაჯმა ვერ/არ დაინახა. ასეა რა,დასხდნენ ოფისში ფულიანი ბიძიები და გადაწყვიტეს,ბარსა უნდა გავიდეს და პაწა წევეხმაროთ,ასე იყო ლივერპული სიტიზეც,ფრე უნდა დაჯდეს და კუში მოიხსნას,რავი სხვა ახსნა არ აქვს ამას.4 მსაჯი მოედანზე,2 ვარის ოთახში და 100 კამერა,როგორ შეიძლება ვერ დაინახო ფეხის დაბიჯების მომენტი ან დოკუს კარატეს ილეთი? სუპერლიგა სპობს ფეხბურთსო და ესეთი ფაქტები აცოცხლებს? ან შემოთავაზებული ახალი ფორმატი კარგია? კომპიუტერი გამიგია,თუმცა სუპერ კომპიუტერი არა,გუნდი 8 თამაშს ატარებს და კომპიუტერი ურჩევს მეტოქეს,თან ერთზე მეტ თამაშს ვერ ითამაშბენ ერთმანეთში. ერთ გუნდს რო 8 გრანდი შეხვდეს და მეორეს 8 შედარებით სუსტი,ეს სამართლიანია ვითომ? ან ფეხბურთის ხარისხის გაზრდა თამაშების გაზრდით რანაირად ხდება? ისედაც 2-3 დღეში თამაშობენ და კიდევ თამაშებს უმატებენ,ფეხბურთელებიც ადამიანები არიან და არა სუპერ კომპიუტერები. ყველგან კორუფცია მსოფლიოში,ფეხბურთშიც მათ შორის და ეს ხალხი მაინც ვერაფერს ხვდება ან კიდიათ. მსოფლიო შეიშალა და თან ეს ყველაფერი ხალხის მოთხოვნით ხდება.
ფეოლა
წადი ბიძია ყანას მიხედე, ფეხბურთი არაა შენი საქმე.
berg
ფეხბურთია და ყველაფერი ხდება.. უბრალოდ ერთი რაღაც ნათელია ამ ორ ჩემპიონატში დიდი სხვაობაა..
მამუკა
ამ ბარსას, რომელსაც სელტა, ალმერია და გრანადა 2-3 ბურთს უტანს კამპ ნოუზე და იტალიის მოქმედი ჩემპიონი ასე უშანსოდ აგებს, მანდ უკვე უნდა დამთავრდეს ნაპოლის როგორც თუნდაც საშუალო დონის გუნდზე საუბარი.ვინმეს კიდევ ჰგონია რომ ნაპოლიში თამაშით შეიძლება ფეხბურთელი განვითარდეს? გუნდში არც ერთი ფეხბურთელი არ არის საშუალოზე ოდნავ მაღალი დონის რომ იყოს, 16 წლის ბავშვმა ათრია ნაპოლის მთელი ნახევარდაცვა და დაცვა.
ქ. გ.
ვერ დარბიან. წონა აქვთ მომატებული თუ რაშია საქმე? რას აჭმევთ?
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
[VIDEO] 5-გოლიანი თრილერი "სან სიროზე" და "ნაპოლის" ზედიზედ მეორე მარცხი
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
ფრანჩესკო კალცონა: კვარაცხელია "ოქროს ბურთს" მოიგებს, თუ...
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
"ნაპოლის" ყოფილმა მწვრთნელმა კალცონამ კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა
კალცონამ განმარტა, რატომ შეცვალა კვარაცხელია
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოპერაცია გულის არითმიის გამო - "ნაპოლის" სკოტ მაკტომინი გამოაკლდა
"ეს სირცხვილია" - რა თქვა კალცონამ "უდინეზესთან" მატჩის შემდეგ?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ფეიენოორდი", "შტუტგარტმა" კი "ვიკინგი" დაამარცხა
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"ბედნიერი ვიქნები, თუ "ოქროს ბურთს" ის მოიგებს" - ლაპორტამ ფავორიტი დაასახელა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
"ოქროს ბურთის" ნომინანტებში ის შეიყვანეს და ჩემი ქმარი არა" - ნატალია France Football-ის გადაწყვეტილებით გაოგნებულია
"ხვიჩა უკმაყოფილო იყო, ოსიმენი კი ამას აკეთებდა..." - კალცონამ მისი მწვრთნელობის დროს "ნაპოლის" კულისებში მომხდარი ამბები მოჰყვა
"მელოტი არარაობა და გეი ხარ" - კალცონას ინგლისელმა ფეხბურთელმა შეურაცხყოფა მიაყენა