ორივე ამ ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გასვლა, რა თქმა უნდა, დიდ მიღწევად უნდა მივიჩნიოთ. დავიწყოთ იმით, რომ ისინი ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან. სლოვენიამ შესარჩევ ტურნირზე ჩეხეთისა და პოლონეთის არცთუ სუსტი გუნდები ჩამოიტოვა, თუმცა უფრო დიდი მოულოდნელობა იყო სლოვენიელთა პლეი-ოფში წარმატებული თამაში

სლოვენია - ალჟირი

ორივე ამ ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გასვლა, რა თქმა უნდა, დიდ მიღწევად უნდა მივიჩნიოთ. დავიწყოთ იმით, რომ ისინი ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან. სლოვენიამ შესარჩევ ტურნირზე ჩეხეთისა და პოლონეთის არცთუ სუსტი გუნდები ჩამოიტოვა, თუმცა უფრო დიდი მოულოდნელობა იყო სლოვენიელთა პლეი-ოფში წარმატებული თამაში: ფეხბურთის გულშემატკივართა უმრავლესობა ფიქრობდა, რომ გუუს ჰიდინკის გაწვრთნილ რუსეთის ნაკრებს არ უნდა გაჭირვებოდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური საგზურის მოპოვება. მით უფრო, რომ რუსეთის ნაკრებში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი (ანდრეი არშავინი, იგორ აკინფეევი, იური ჟირკოვი, რომან პავლიუჩენკო) თამაშობდა, მაშინ როცა სლოვენიის ნაკრებს, ფაქტობრივად, მეტ-ნაკლებად გამორჩეული არც ერთი ინდივიდუალისტი არ ჰყავდა ერთადერთი (შესაძლოა, ამ "სტატუსს" ბუნდესლიგაში მოასპარეზე მილივოე ნოვაკოვიჩს თუ მივაკუთვნებდით). პირველი შეხვედრა მოსკოვში რუსების გამარჯვებით დამთავრდა (2:1), განმეორებითში კი სლოვენიელებმა გაიმარჯვეს (1:0) და მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის წყალობით მუნდიალის საგზურიც მოიპოვეს!

...სლოვენია მეორედ ასპარეზობს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე; პირველად ამ წარმატებას გუნდმა 2002 წელს მიაღწია და ამ პატარა ქვეყნის ნაკრების ასეთ შედეგს მაშინაც არავინ ელოდა. საერთოდაც, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან ყველაზე ნაკლები საფეხბურთო მიღწევები სწორედ სლოვენიას ჰქონდა. ეგ კი არა, ყოფილი იუგოსლავიის ნაკრებშიც მხოლოდ ორი სლოვენიელი ფეხბურთელი იყო, სხვადასხვა დროს მეტ-ნაკლები წარმატებით რომ ასპარეზობდა: ბრანკო ობლაკი და სრეჩკო კატანეცი. ამ უკანასკნელს საკლუბო კარიერაც არ ჰქონია ურიგო, შემდეგ კი საკმაოდ წარმატებულ მწვრთნელადაც ჩამოყალიბდა და სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოახერხა სლოვენიის ნაკრებმა ჯერ ევროპის ჩემპიონატის (2000 წელს), შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირების საგზურის მოპოვება. ზლატკო ზახოვიჩი, მილენკო აჩიმოვიჩი, მარკო სიმეუნოვიჩი, მლადენ რუდონია, ალექსანდერ კნავსი, ნასტია ჩეხი - XX საუკუნის დასასრულსა და XXI საუკუნის დასაწყისში სლოვენიურ ფეხბურთში, მართლაც, ჩინებული თაობა წამოვიდა და კატანეცის სამწვრთნელო ნიჭთან ერთად ამ პატარა ქვეყანამ ზედიზედ ორჯერ მოახერხა უმნიშვნელოვანესი ტურნირების ფინალური ეტაპზე ასპარეზობა.

თუმცა სწორედ 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კატანეცსა და გუნდის უდავო ლიდერს, ზლატკო ზახოვიჩს შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდა; ზახოვიჩი ნაკრებიდან მოკვეთეს, კატანეცმაც მალე დატოვა მთავარი მწვრთნელის პოსტი და სლოვენიის ნაკრების შედეგებიც ნელ-ნელა უარესდებოდა. და აი, 2007 წლიდან ნაკრებს სათავეში ჩაუდგა ადგილობრივი სპეციალისტი მატიაჟ კეკი, ვინც მანამდე სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობდა. კეკის უდიდესი დამსახურებაა, რომ, ფაქტობრივად, ბევრისთვის უცნობი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა შესძლო და ძლიერ მეტოქეებთან ჭიდილში მუნდიალის საგზური მოიპოვა. ახლანდელ გუნდში ნოვაკოვიჩის გარდა მეტ-ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელები არიან: მეკარე - სამირ ჰანდანოვიჩი ("უდინეზე"), ბოშტიან ცესარი ("კიევო"), რობერტ კორენი ("ვესტ ბრომვიჩი") და ვალტერ ბირსა ("ოსერი").

სლოვენიელთა მსგავსად, ალჟირის ნაკრების მუნდიალზე გასვლაც დიდი მოულოდნელობა იყო. მით უფრო, თუ გავიხსენებთ, რა ჯგუფიდან შესძლო ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება - ალჟირელებმა ხომ აფრიკის ბოლო წლების უძლიერესი გუნდის, ეგვიპტის ნაკრების წინააღმდეგობა დაძლიეს. აღსანიშნავია, რომ შესარჩევი ციკლი ალჟირელებმა და ეგვიპტელებმა ერთნაირი მონაცემებით დაამთავრეს: მოგება, ფრე, წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთები, ბურთების სხვაობა - ყველაფერი იდენტური ჰქონდათ. საბოლოოდ, ნეიტრალურ მოედანზე ამ ორ გუნდს შორის გადათამაშება დაინიშნა და ბევრისთვის მოულოდნელად, ალჟირმა მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა!

...ალჟირი მესამედ მონაწილეობს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე; სადებიუტო ტურნირი კი, მართლაც, გამორჩეულად ჩაატარეს: მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ გათამაშებაში (1982 წელს) ალჟირის ნაკრებმა პირველ შეხვედრაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრები დაამარცხა (2:1)! აი, ეს იყო სენსაცია! მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში რაბახ მაჯერმა გახსნა, 15 წუთში კარლ-ჰაინც რუმენიგემ წონასწორობა აღადგინა, თუმცა 1 წუთში (!) ალჟირელთა კიდევ ერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა ლახდარ ბელუმიმ მეორე გოლი გაიტანა. ასეთი სტარტის მერე ალჟირელებს მეორე ეტაპზე გასვლის ჩინებული შანსი გაუჩნდათ, მაგრამ გამოუცდელობამაც დააღალატათ და... მეტოქეთა "არასპორტულმა ასპარეზობამაც". მესამე ტურში, ალჟირი დიდი ანგარიშით უგებდა ჯგუფის აუტსაიდერს ჩილეს (3:0), თუმცა უმოტივაციო მეტოქისგან მატჩის მიწურულს ორი გოლი გაუშვა. ამასობაში კი, პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში, გფრ-ს და ავსტრიის ნაკრებებმა თავიანთთვის სასურველი შედეგი დააფიქსირეს (ჰორსტ ჰრუბეშმა მეათე წუთზე გოლი გაიტანა და მერე, ორივე გუნდი, ფაქტობრივად, მოედანზე იდგა) და ხელიხელჩაკიდებულნი შემდეგ ეტაპზეც გავიდნენ.

მაჯერი და ბელუმი შემთხვევით არ გვიხსენებია - ორივე მათგანი XX საუკუნის ალჟირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. რაბახ მაჯერი იმითაც არის ცნობილი, 1987 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში "ბაიერნის" კარში მართლაც ზღაპრული გოლი რომ გაიტანა (ალჟირელი ფორვარდი მაშინ "პორტუს" ღირსებას იცავდა).

ალჟირის ახლანდელ ნაკრებში მაჯერისა და ბელუმის დონის შემსრულებლები არ თამაშობენ; თუმცა, რამდენიმე მოთამაშე ევროპულ გუნდებში ასპარეზობს: მაჯიდ ბუგერა ("გლაზგო რეინჯერსი"), ნადირ ბელჰაჯი ("პორტსმუთი"), იაზიდ მანსური ("ლორიანი"), ქარიმ ზიანი ("ვოლსფბურგი"), აბდელკადელ გეზალი ("სიენა").

გია ტუხაშვილი

"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს