ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ინტერი" - "ნაპოლი" ფეხბურთს სანაკრებო პაუზაზე უშვებს - ვგულშემატკივრობთ ლეგიონერებს!..

"ინტერი" - "ნაპოლი" ფეხბურთს სანაკრებო პაუზაზე უშვებს - ვგულშემატკივრობთ ლეგიონერებს!..

საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანესი მატჩები მოახლოვდა და მანამდე, ბოლო უქმეებზე, ქართველი ლეგიონერების შეხვედრებს უფრო მეტი ყურადღებითა და სიფრთხილით ვაკვირდებით. ჩვენებურებს უვნებელ და წარმატებულ შაბათ-კვირას ვუსურვებთ!.. ცენტრალური შეხვედრა მილანში ჩატარდება, სადაც "ინტერი" ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" უმასპინძლებს. ეს დაპირისპირება, ფაქტობრივად, ევროპულ საკლუბო ფეხბურთს სანაკრებო პაუზაზე გაუშვებს - დღეს, 17 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე.

იტალიური კლუბები ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობნენ და აქ კრიზისი, რაც ამ ტურნირზე წარუმატებულ ასპარეზობას უკავშირდება, გრძელდება. სიმონე ინძაგის "ინტერისგან" მეტს ელოდნენ, მაგრამ ასე არ გამოვიდა. დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოსთან" მილანელთა მწვრთნელის გადაწყვეტილება, რაც მცველების ნაადრევ შეცვლას უკავშირდებოდა, მკაცრად გააკრიტიკეს.

საშინელ ხასიათზეა სერია "ა"-ში 23 გოლის ავტორი ლაუტარო მარტინესი, რომელიც გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანის დროს აშკარად ნერვიულობდა...

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონატში ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა და უკვე 10 გოლი (4 საგოლე პასთან ერთად) აქვს. "კვარა" კარში ყველაზე ხშირად (35) ურტყამს.

"ინტერი" და "ნაპოლი" ერთმანეთს ბოლოს ცოტა ხნის წინ, სუპერთასის ფინალში შეხვდნენ, სადაც მილანელებმა (1:0) იმარჯვეს. პირველ წრეში "მარადონაზე" მასპინძელთა უშანსო მარცხი (0:3) ვიხილეთ. "ჯუზეპე მეაცაზე" ნეაპოლელებმა გასულ სეზონში ასევე გატანის გარეშე (0:1) წააგეს.

"ინტერის" მარცხისა და ხასიათის გაფუჭების შემდეგ კალცონას გუნდის შანსები უფრო ამაღლდა. პარალელურად, სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელს იტალიურ ასპარეზზე არ წაუგია და იმედი აქვს, ამ სერიას გააგრძელებს. ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრი უკვე ოცნებას ჰგავს, რომელიმე ევროტურნირზე გასვლა კი უფრო რეალურია...

შეხვედრას 40 წლის ფედერიკო ლა პენა განსჯის, რომელიც ბოლო პერიოდში ნეაპოლელთა ორ მატჩს მოემსახურა - "ფიორენტინასთან" სუპერთასზე (3:0) მოგებულსა და "რომასთან" ჩემპიონატზე (0:2) წაგებულს.

რითი დაგვამახსოვრდა ეს უკანასკნელი დაპირისპირება? არბიტრმა მოედნიდან პოლიტანო და ოსიმენი გააძევა. იმედია, ახლა სხვა ხასიათის მატჩს ვიხილავთ!..

• სიმართლეX

ნაპოლი მოიგებს 3-1; 2 გოლს გაიტანს კვარა.

• zura222

ინტერი დღეს 7-1 მოიგებს. ნაპოლიდან რუი გაიტანს. ხვიჩას 55 წუთზე შეცვლიან

• ულვაშებიან ქათამს

გაიპარსე, არ გიხდება.

• ფეოლა

რამ დაგბოღმა შე კაცო? სახლში ხომ მშვიდობა გაქვს?

• ფეოლა

გამოგიშვეს?

• კოლა

ნათია-ს აზრის გამოთქმა არავის აუკრძალავს თქვენთვის და ვერ აგიკრძალავენ. მესმის, რომ ქალური ლოგიკა ცოტა განსხვავებულია, მაგრამ შეეცადეთ, გაგვიგოთ ჩვენც. :) ამბობთ, ინტერს იმიტომ ვგულშემატკივრობ, რომ არგენტინა მიყვარსო. ამ დროს, ინტერის მოწინააღმდეგე გუნდში ქართველი თამაშობს და გამოდის, ქართველზე მეტად, არგენტინელს გულშემატკივრობთ. ხომ სწორედ ვმსჯელობ? :) ადამიანს ვინ უყვარს და ვის გულშემატკივრობს, მისი გადასაწყვეტია. უბრალოდ, მოგვეცით უფლება, რომ თქვენს მსჯელობებში ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები დავინახოთ. :))

• სიმართლე

დუბლი რატო ბარემ ჰეთ თრიკი. ჩემი აზრით ძაან მცირე შანსი აქვს რომ ნაპოლიმ ინტერს გაუტანოს საერთოდ, ჩემი აზრით დროზე უნდა მოშრდეს მაგ ჭაობს

• saoxhe

ნაპოლის და კვარას ერთი კაი თამაში აქვს ჩასატარებელი იმედია ეს თამაში იქნება დუბლი კვარა დუბლი

• mexicidan

..მორიგი იმედგაცრუება გელოდებათ, თუმცა ამას რა დიდი მნიშვნელობა აქვს, თქვენი ილუზიები ხომ 9-ზე მეტ სიცოცხლეს და კატასავით ფეხებზე დახტომის უნარებს ფლობს :D

• ნათია

მე არ მიხსენებია, არგენტინა საქართველოზე მეტად მიყვარს,რასაკვირველია საქართველო ჩემთვის პირველია! არგენტინის ნაკრების ქომაგი ვარ და აქედან გამომდინარეა ჩემი პოზიციაც. ყველას ხომ გვყვავს ჩვენი საყვარელი გუნდი, გამორჩეული ფეხბურთელი, ხოდა უფლება დამიტოვეთ, მეც ჩემი აზრი გამოვთქვა.

• ალექსანდრო

SOSO- იას!ეგ ,,მეჯდუნოგი" რაღა იყო ჰაა?..

• ttt

ამდენი წაუგებელი თამაშის მერე ინტერმა პირველად წააგო, არაა გამორიცხული მეორეც მიაბას, ხშირად ხდება მასე.

• გიორგი

რათქმა უნდა ნება თქვენია ვისაც გნებავთ უგულშემატკივრე, მაგრამ არგენტინა საქართველოზე მეტად როგორ გიყვარს?

• სოსო

არა ნათია.ლაუტარო მაგარი ფეხბურთელია და მეც ძალიან მომწონს,ასევე არგენტინაც,მაგრამ შენ ქვეყანაზე წინ,სხვის ქვეყანას აყენებდე სიყვარულში,ეგ არის,სწორედ პროვინციალიზმი.ხვიჩა,დღეს საქართველოს მედროშეა,ფეხბურთში.შენ მისი მოწინააღმდეგის მედროშეს და მის ქვეყანას უცხადებ სიყვარულს,ამ ბრძოლის წინ და გიკვირს,ვიღაცამ აუგად მოგიხსენიოს?!ვისაც თავისი არ უყვარს,სხვისას როგორ შეიყვარებს?არც ის სხვა შეგიყვარებს,რადგან მანაც იცის,რომ ვინც თაცვისას სხვისი არჩია,არც მას დარჩება ერთგულად და მასაც გაყიდის.დაფიქრდი ამაზე.კარგად დაფიქრდი,რადგან საბოლოო ჯამში ამით,შენ გაცილებით მეტს დაკარგავ,ვიდრე შეიძენ.მე მხოლოდ გაფრთხილება შემიძლია და გაფრთხილებ.დანარჩენს კი,შენ თვითონ უნდა მიხვდე.

• ამირან ბაყბაყდევოვიჩს :)

ისე წერ ,,არ დაბლოკოთო", თითქოს ენით უთქმელი სიბრძნე გაგვიზიარე და გენანება, დაბნეული მარგალიტივით არ დაიკარგოს. :))

• ნათია

ჩემი პირადი საქმეა ვინ მიყვარდეს და ვინ არა! რახან ქართველია ხვიჩა აუცილებლად უნდა მომწონდეს? აი ზუსტად ეგაა პროვინციალიზმი! გინებას და შეურაცყოფას კი შეეშვით, კაცები ხართ და არ შეგშვენით.

• ულვაშებიანი ქათამი

ნუ გეშინია ღრმად ისუნთქე

• კახელი მიხო

მე იმ კაცის (ქალის) დ.დ. სხვისი, საკუთარზე მეტად რომ უყვარს.

• ბუჯანგას

ინტერს აქ დასამტკიცებელი არაფერი აქვს, ისე მარტივად იგებს, როგორც შარშან ნაპოლიმ მოიგო. შანსებს რაც შეეხება, უფრო სურვილივითაა, მაგრამ ცუდ ხასიათზე როა გუნდი, ამის გამოყენება შეიძლება

• სოსო

რაო ნათია,საქართველო და ხვიჩა დაგავიწყეს?რა ვიცი,კვარა,ლაუტაროზე ადრე გახდა,იტალიაში საუკეთესო და არც ბიჭად,ბიჭია,ლაუტაროზე ცუდი შესახედავი.თუმცა "ამერიკანსკი ფუი-ფუი"მაინც სულ სხვა ფენომენია და ღრმა პროვინციალიზმი ჰქვია.

• ხვიჩა

მე საქართველო მიყვარს და აქედან გამომდინარე ხვიჩა კვარაცხელიას ვგულშემატკივრობ

• Master

რაღა ახლაა ინტერთან თამაში,სანაკრებოს წინ...მეშინია ლიგიდან გავარდნით დაბოღმილებმა კვარა არ დაამტვრიონ...

• ბუჯანგა

კალცონას გუნდის შანსები როგორ ამაღლდა? იქნება ახსნათ..გამწარებული ინტერი კარგ დღეში ჩააგდებს დანგრეულ ნაპოლის?...კიდევ ერთხელ შეცდება დაამტკიცოს რომ ეს წაგება უიღბლობა იყო მეტი არაფერი..და საცოდავ ნაპოლის არ დაინდობს...

• ნათია

ინტერის მხარეზე ვარ, რადგანაც არგენტინა მიყვარს და აქედან გამომდინარე ლაუტარო მარტინეს ვგულშემატკივრობ!

• სოსო

ამ თამაში,ერთადერთი სურვილი მაქვს;-კვარამ მშვიდობიანად ჩაამთავროს მატჩი.ოსიმენი ან ითამაშებს,ან ვერა.თუ ითამაშა,სრული ძალით რომ ვერ ირჯება,კი ვნახეთ.ასე რომ მთელი დაცვა,ძირითადად,კვარას ნეიტრალიზებაზე იქნება კონცენტრირებული.ინტერი კი,მეტოქის ფეხბურთელებს არ ინდობს.ის დიდი დინამოც კი,მნიშვნელოვანი საერთაშორისო თამაშების წინა ტურში,თავს უფრთხილდებოდა ხოლმე და მეტოქეებს,ხშირად ქულებს ატანდა,ოღონდ საკვანძო ფეხბურთელებს ტრავმა არ მიეღოთ.ხვიჩასათვის მთავარი მატჩები,საქართველოს ნაკრებშია(უფრო სწორედ,მატჩი,რომელსაც დიდი იმედია,რომ ვითამაშებთ),ამის მერე კი,უკვე ნეაპოლშიც ექნება საშუალება,უშიშრად გამოავლინოს თავი.ისე,ინტერი ნამდვილად არ მგონია ის გუნდი,რომელიც ერთი,თუნდაც დიდი წარუმატებლობის შემდეგ,დაძმარდეს და დღეისათვის მასზედ საგრძნობლად სუსტ ნაპოლის ვერ მოუგოს.მაინც მგონია,უფრო მეტი გააფთრებით შეუტევენ ნაპოლის,რათა ყველას დაუმტკიცონ,რომ ყველაფერი წესრიგში აქვთ.

• ხვიჩა

ურტყამს ნიშნავს ფეხის მოქნევა, მოქნეული ფეხის ბურთზე მოხვედრებას და ბურთის გაფრენას

• ხვიჩა

რო ამოანთხიე მოგეშვა?

• gua-ს

კარგად გცოდნიათ ქართული, ურტყავს არა, ურტყამს ეწერა, ეგრეა სწორი და სტატია რომ წაგეკითხათ, მიხვდებოდით, რა იგულისხმება. წაიკითხავენ მარტო სათაურებს და კიდე ჭკუას ასწავლიან სხვას

• კოლა

და სად წაიკითხე მეგობარო სტატიაში, რომ ხვიჩა ამაღლებულ ხასიათზეაო? იმდენად გინდათ შენს და მსგავსებს, ნეგატივზე წეროთ, რომ არც აქცევთ ყურადღებას, რაზე აკომენტარებთ. თავად როგორ ხასიათზე ხარ, so so?

• შორენა

რა მწარეა სიმართლე!

• gia

ცოტა დაუკვირდით რას წერთ რას ნიშნავს "ხვიჩა, რომელიც ურტყავს"???

• 555

გეთანხმები100 პროცენტით.იმედია კვარა მოუმატებს.

• აი, "ლოგიკა" !

ანუ, ის რომ ლაუტარო მარტინესნა 11 მეტრიანი გააფუჭა [ და თანაც, გაფუჭებას გააჩნია...], პრაქტიკულად მის გამი გუნდი გამოვარდა და ზოგადადადაც, ორ კარგ პასს თუ არ ჩავთვლით, ამ თამაშში არც არაფეი გამოუვიდა - არაა საკმარისი გულდაწყვეტილი და უხასითო განწყობისთვის ?! ე.წ.არგუმენტები: ვინ რამდენი გოლი გაიტანა და ა.შ. დაახლოებით იმავე კატეგორიისაა, მესი, წინა მსოფლიო ჩემპიონატებზე, როცა არგენტინა ვერ ხდებიდა ჩემპიონი, არ უნდა ყოფილიყო გულდაწყვეტილი და უკმაყოფილო, მისი სხვა მიღწევების ფონზე... ---------------- და მთავარი, ანუ ამტკიცებ, რომ ხჩიჩა კვარაცხელია არაა/ვერაა კარგი ფეხბურთელი და ევროპაში(ც) გადამეტებულად დაფასებულია ?! თუ ასეა, და აშკარად ასე გამოდის შენი ეპისტოლედან, ყოჩაღ შენ და მალьადეც კიდო! )))

• SOSO

ოოუფფ!!! ლაუტარო ყოფილა ცუდ ხასიათზე,რომელმაც 23 გოლი გაიტანაო და ხვიჩა ყოფილა ამაღლებულ ხასიათზე, რადგანაც მონცას და ტორინოს გაუტანაო. არ დაიწყოთ კიდევ ეხლა შესანიშნავ ფორმაშიაო და კიდევ.ათასი ბაქი-ბუქი....ტვინი რომ წაიღეთ ბარსასთან თამაშების წინ...აქაოდა მცველებს ღამეები არ სძინავთო ოსიმენის და კვარას შიშითო, კი ვნახეთ მაგის ხასიათი,როგორი ყურებჩამოყრილი იყო, ეგ კი არა ის საჩუქარიც ვერ შეირგო მცველებმა რომ აჩუქეს 92-ე წუთზე,კლასი არ ეყო და იმიტომ, უკვე დიდი ხანია ფეხბურთში მთავარი შედეგია, კლუბებს ფულს და ფეხბურთელებს მილიონიან ხელფასებს შედეგში უხდიან და არა ლამაზ თამაში, კარისკენ დარტყმაში ან ქუსლით უკან პასში. პროფესიულ ფეხბურთში შენი ლამაზი თამაში და 'მეჯდუნოგი' აღარავის სჭირდება,როდესაც ნებისმიერი ხერხით, ყველა მოგებულ თამაშზე კლუბები მილიონობით ბონუსებს იღებენ. ერთი სიტყვით როგორ შეიძლება მთლიანობაში ლაუტარო ცუდ ხასიათზე იყოს, რომელმაც მ/სეზონში სერიაში 23 ჩ/ლიგაზე კი 3 გოლი გაიტანა, მისი ინტერი ფაქტიურად ჩემპიონია, არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო მოიგო,ხოლო კვარაცხელია,რომელსაც სერიაში მხოლოდ 10 გოლი დაუგროვდა და მის ნაპოლისთვის საპრიზო ადგილიც კი სანატრელია ამაღლებულ ხასიათზეა.

• ამირანი

კარგია ოცნება ნაპოლი ინტერს სახლში მოუგებს ეს მაინც გაატარეთ არ დაბლოკოთ

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა

"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"

[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?

Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა