არგენტინული წარმოშობისა და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დანიელ პაბლო ოსვალდომ სოციალურ ქსელში მძიმე ვიდეო გამოაქვეყნა. როგორც მან აღნიშნა ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზეა დამოკიდებული, რის გამოც ფსიქიატრიულ მკურნალობას გადის.

"მიჭირს, მაგრამ დრო მოვიდა, რომ ჩემი ცხოვრების შესახებ მოგიყვეთ. მძიმე დეპრესია მქონდა, რამაც ნარკოტიკზე და ალკოჰოლზე დამოკიდებული გამხადა.

ვგრძნობ, რომ ცხოვრება თვალწინ მეცლება. გავდივარ ფსიქიატრიულ მკურნალობას და ვსვამ წამლებს.

ბევრჯერ ვუბრუნდები ჩემს დამოკიდებულებებს, ვბრუნდები აბსოლიტურ თვითგანადგურებაში.

მე არ შემიძლია ამისგან თავის დაღწევა. უბრალოდ სახლში ვცხოვრობ, არსად დავდივარ, საწოლიდან არ ვდგები, ოთახიდან არ გავდივარ, არ ვჭამ.

ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდი, რამაც ჩემი დეპრესია მხოლოდ გაამწვავა. არ მსურდა ეს გამეზიარებინა ჩემს ოჯახთან, ჩემს შვილებთან... წარსულში სულ სხვა ადამიანი, ამაყი და თვითდაჯერებული ელიტარული ფეხბურთელი ვიყავი, ახლა კი ვარ ადამიანი, რომელსაც თავადაც ვერ ვცნობ.

ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ მჯერა, ჭეშმარიტი განკურნების ერთადერთი გზა, ამ ამბის მოყოლა და გაზიარებაა. მარტო ვერ გამოვალ მდგომარეობიდან და ეს შესაძლოა, თითოეულ ადამიანს დაემართოს.

მიჭირს სიმართლის იმისგან გარჩევა, რასაც ჩემი ფსიქიკა იგონებს. ბოდიშს ვუხდი ჩემს ყოფილ მეგობარ გოგონა დანიელა ბალესტერს.

მას და მის ოჯახს დიდი ტკივილი მივაყენე და მხოლოდ ტყუილები ვთქვი. ძალიან ვწუხვარ ამის გამო, რადგან პრობლემები მოვუტანე სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც.

მე ყოველთვის კარგი მეგობარი ვიყავი, კარგი თანამგზავრი, იმედი მქონდა კარგი მამა გავხდებოდი. პატიებას ვთხოვ ჩემს მეგობრებს, ოჯახს, შვილებს. ვგრძნობ, რომ თუ ყველა გაიგებს რა ხდება, ჩემს თავს ვერ გავექცევი, გამოსავალი უნდა ვიპოვო", - თქვა ოსვალდომ.

ოსვალდოს თანადგომა ყოფილმა თანაგუნდელებმა და ახლობელმა ადამიანებმა აღუთქვეს. მას ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორებიც "იუვენტუსი", "რომა", "ინტერი" და სხვა ცნობილი კლუბებია. მან კარიერა 2020 წელს არგენტინულ "ბანფილდში" დაასრულა.

მარიამი.
მე ვფიქრობ,რომ ერთადერთი გამოსავალი, ამ ბოროტებასთან,სიკვდილის მთესველებთან დაუღალავი,უპირობო ბრძოლაა.უნდა მოისპოს ნარკოდილერების ბოგინი ქვეყანაში.15მილიონიანი ქვეყნები კონტროლდება და რა გახდა 5 მილიონიანი ქვეყნის გაკონტროლება.გამკაცრდეს ნარკოტიკის შემოდინება საზღვრებიდან და გამოვლენის შემთხვევაში მკაცრად დაისაჯონ ასეთი ინდივიდები.გირაოთი კი არ უნდა გაანთავისუფლონ,ან ფული კი არ უნდა აიღონ სამართალდამცველებმა,როგორც ახლა ხდება.კანონის წინაშე, ყველა დამნაშავემ პასუხი თავის სიცოცხლით უნდა აგოს იმიტომ,რომ ათასებს კლავს ყველა მათგანი.სასჯელი კი უმაღლესი უნდა იყოს.აბა,მერე თუღა გაბედავს ვინმე ამ საქმის გაგრძელებას.თქვენ პირიქით,იმ გაუბედურებულ ნარკომანებს დასდევთ და იჭერთ,სათავეში კი არ ეძებთ დანაშაულს.ამას კი საქმის კეთება არ ქვია,დროა თვალები ფართოდ გაახილოთ,სანამ თქვენს კარებთანაც არ დაუჩოქია ამ უბედურ სენს,დაზღვეული კი,არავინ არ ვართ.
ლალი
ვერც კომენტარები და ვეღარც აღმზრდელობითი ლექციები ვეღარ უშველის არც ქალს და არც კაცს,ისეა უკვე გარყვნილი და დეგრადიდებული ეს სამყარო,მათ შორის ჩვენი ქვეყანა,გვიანიაააა,რაც დრო გადის უკეთესობას აღარც უნდა ველოდეთ...
///-ს
მათი სანაგვეზე გადაყრა საქმეს ვერ გამოასწორებს. ვინც მაგ ბოროტებით ჯიბეს ისქელებს და ერის მომალვალს ანადგურებს ჩინეთში მოქმედი კანონით უნდა დაისაჯოს. [რაღაც არ მგონია ,რომ ეს დამიბეჭდონ].
ერის ხმა
მეგობრებო! თუ აქცევთ ყურადღებას, რომ როგორც ინფორმაციებში ისე გამოხმაურებებში ერთი პოზიტიური და დადებითი წინადადების მოძებნაც კი სანთლით რომ ეძებო პოვნა შეუძლებელია! ამ ბებერმა და ცხრაჯერ „გათხოვილმა და გამოთხოვილმა“ „ქალეებმა“ ხომ ცალკე აიკლეს ეკრანი. ნუთუ აუცილებელია რომ ჩვენც გვყვანდნენ სახალხოდ მოამაყე ლოლიტები , სობჩაკები ამფისა ჩეხოვები, ვერა ბრეჟნევები, ვალაჩკოვები.ცოტა თავი შეიკავეთ. ქართველ ქალს არ შეშვენის ეს ტინკიცოობა.
მორალისტ, გირჩელ Fyyyyyyyy-s
თქვენს ოჯახებში შევიდეს ნარკომანიც და ლოთიც და მერე ვნახავთ როგორ იჭიკჭიკებთ? თფუი თქვენაირ ვითომ დამცველებს! შენ ალბათ ზურაბ ჯაფარიძის სექტიდან იქნები არა?
fyyyyyyy
შენნაირი აზროვნების ადამიანების ბრალია ყველაფერი
გულჩვილ მამუკას ///-სგან
არ მეცოდებიან! და რატომ? ვიცი ეგ კატეგორია და მაგიტომ! ჩემს ოჯახს შეხება ქონდა ლოთთან (ოჯახის წევრთან) და სიცოცხლე ქონდათ ჩემებს გამწარებული, ცემა-ტყეპა ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავი იყო, გაუსაძლისმა მდგომარეობამ პიკს რო მიაღწია, აქ უკვე ჩავრთეთ პოლიცია და მიაბრძანეს იქ, სადაც მისი ადგილი იყო! ამიტომ როცა ადამიანი თავის თავს კლავს, სხვამ რა დააშავა? შენ კი მამუკა! როცა არ იცი სხვა რა კონტექსში წერს კომენტარს, არ გვინდა რა თავის გამოდება! მე კი ისევ იმ აზრზზე ვრჩები და დავრჩები ყოველთვის, სამი კატეგორია: ლოთები, ნარკომანები და ქურდებიც სანაგვეში! ხო მამუკა! გატყობთ შენ შეხება არ გქონია ეგეთ ხალხთან და მაგიტომ ილანძღები როგორ გისურვო, რო გადაყროდი თუნდაც ერთ ეგეთებს და ვნახავდით მერე, შენც დიდი სიამოვნებით მოისვრიდი, სანაგვეში მაგ პარაზიტებს!
status quo
აბსოლიტური რა ქართულია?
მამუკა
პირველი სანაგვეში შენ ხარ გდასაგდები რომ ადამიანობა არ გაგაჩნია, კაცი ჰყვება თავის გასაჭირს და დახმარებას ითხოვს, საქვეყნოდ მოყვა ყველაფერს და სინანულშია, შენნაირი ნაგავი კი ბევრად უარესია ამ თუნდაც ნარკომანზე და ლოთზე. და ერთი რამ დაიმახსოვრე, არავინ არ იცის მომავალში სად იქნება და რა ელოდება. პ.ს. არც ლოთი ვარ და არც ნარკომანი, ადამიანურად თანავუგრძობ
VAI
აქ ფსიქიატრიული განყოფილებაა თუ უბრალოდ ტროლები ხართ?

ქრონიკული, ლოთები და ნარკომანები, უნდა გადააბა ერთმანეთს და ჰაიდა სანაგვეში!
რეროს
მიშას, ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი "დემენციის" ნიშნები! რაც აწყობს "ახსოვს" და რაც არ აწყობს არ ახსოვს, ისევე როგორც მთელ სანაცეთს.
კ ო მ ბ ლ ე
ბეყე ყოფილა ბეყეე! აღიარება მაშინ არის კარგი, როცა უკვე დაანებებ, ეხლა კი, გინდ წამალზე მჯდარხარ და გინდაც საწამლავზე, უწამლოდ შეგიძლია? არა, ხოდა იმიტომ ხარ ბეყე. დიდი მიზანი უნდა დაისახო, გჯეროდეს რომ შეძლებ და დააღწევ თავს, თუ არადა რავარც ჯემალიე იტყოდა მკვდარი ხარ უკვე, მკვტაა რიიი!

ნარკოტიკებზე დამოკიდებულება? ეს არის საშინელება! ნათესავი მყავს და ფაქტიურად ცოცხალ-მკვდარი ლეშია! მომკალით და ასეთ ადამიანებს ვერ ვუგებ, რას იკლავენ თავებს და რატომ უმწარებენ სიცოცხლეს ოჯახის წევრებს? ვინც ნარკოტიკებს ასაღებს ეგეთებს, სამუდამო პატიმრობა!
zhru
მიშამაც უნდა აღიაროს.
ნიკოლოზი
ბოდიში არ უშველის მის დახოცილ ხალხს, განადგურებულ ბიზნესმენებს, დაკარგულ ტერიტორიებს და გაყიდულ ქვეყანას!!! ბოდიშის მერე 30 წელი ვირის აბანო და ქონების კონფისკაცია გიულის ქურქების კოლექციის ჩათვლით!!!
Რერო
ასე უნდა აღიარონ სხვებმაც. თუნდაც მიშამ და ბოდიში მოიხადოს.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"