სერია A-ს 29-ე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე ლიდერ „ინტერს“ დაუზავდა - 1:1.

სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ოსიმენმა ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა და მის ნაცვლად მწვრთნელმა კალცონამ ძირითად თერთმეტეულში რასპადორი დააყენა. მასპინძლები უფრო სწრაფად და აგრესიულად მოქმედებდნენ და პირველი მომენტიც მათ შექმნეს, მაგრამ მეკარე მერეტმა არ გაატანინა. ნეაპოლელები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა სახიფათო შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ. ხვიჩას ყურადღებით მეურვეობდნენ და პავარს ყვითელი ბარათი მიაღებინა. პირველი ტაიმის დასასრულს კი "ნერაძური" დარმიანმა დააწინაურა.

„ნაპოლის“ ნახევარდაცვა ჩვეულად ზანტად მოძრაობდა, დაცვა კვლავ შეცდომებს უშვებდა. მილანელებს ორი შანსი მიეცათ და ორივეჯერ თავისი გუნდი მერეტმა იხსნა. კალცონამ ოლივეირა და რასპადორი მარიო რუით და სიმეონეთი შეცვალა. ხვიჩას პარტნიორები პასებს ისევ ვერ თუ არ აძლევდნენ, მხოლოდ სტატიკურ მდგომარეობაში მყოფს აწვდიდნენ ბურთს და თამაშს ვერ ამწვავებდა. თითქოს მილანელებისთვის საფრთხეს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ ჟუან ჟეზუსმა თავურით ანგარიში გაათანაბრა. აქედან მოყოლებული, თამაში უფრო სახალისო გახდა. ქართველი 90+1-ე წუთზე შეცვალეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

„ნაპოლი“ 45 ქულით მე-7 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 30 მარტს საკუთარ მოედანზე „ატალანტასთან“ ჩაატარებს.

მილანი. „სან სირო“

ინტერი - ნაპოლი 1:1

გოლები: 1:0 დარმიანი (43), 1:1 ჟუან ჟეზუსი (81)

სოსო
გადატანილი მძიმე მატჩების შემდეგ,არც ერთ გუნდს არ ეტყობოდა დიდი აღმაფრენა.ნაპოლის დაცვა ყოველ თამაშში რაღაცის წახდენას ახერხებს.მერე ცოტა გამოსწორდა,მაგრამ დი ლორენცოც რომ საშინლად თამაშობს დაცვაში,უკვე არა პირველი მატჩია.მატჩის მიწურულს,მსაჯი ვალდებულიიყო,ინტერის 95 ნომერი გაეფრთხილებინა,პოლიტანოზე აშკარა უხეშობის გამო.ცოტა ხნის შემდეგ კი,უკვე ტიურამის აშკარა სიმულაცია დატოვა დაუსჯელად.რამდენიმე მომენტში,ნეაპოლელები,კარგ პოზიციაზე როცა გადიოდნენ,სიღრმიდან გამამწვავებელი პასის გაკეთება ვერ გაბედეს.ასეთ პირობებში,ნაპოლის გაუმართლა,ანგარიში რომ გაათანაბრა.მაგ შემთხვევაში,ერთადერთი შემთხვევა იყო,როცა ნეაპოლელებმა სტანდარტის დროს,შორეული ძელი ჩაკეტეს და შედეგიც მიიღეს.ნაპოლისთვის ეს შედეგი დადებითად უნდა შეფასდეს.ხვიჩასგან ამ თამაშში,მხოლოდ ჯანრთელად დარჩენას ვითხოვდი და მგონი გადარჩა.ახლა უკვე ნამდვილად სანერვიულო დღეები იწყება.სიმშვიდეს,კარგად მომზადებას და გამარჯვებებს ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს.გულშემატკივრებსაც მოვუწოდებ,თავშეკავებით ვიყოთ და ისედაც დაძაბულ ფეხბურთელებზე,კიდევ მეტი ზეწოლა არ მოვახდინოთ.ამღამინდელმა რაგბის მატჩმაც აშკარად გვაჩვენა,ზედმეტი სურვილი,როგორ უშლიდა ჩვენს ბიჭებს,გეგმაზომიერ თამაშში.მსოფლიოს თასზე პორტუგალიასთან ჩაგდებული მატჩის შემდეგ,ისე იყვნენ ალესილები რომ რაც მაგ თამაშში ყვითელი ბარათები მიიღეს,ალბათ სარეკორდო იქნება,ჩვენთვის.ეს რომ არა,ეჭვიც არ მეპარება,სარეკორდო ანგარიშით დავამარცხებდით,მეტოქეს.
G.A.L.
გეთანხმებით, კარგი შენიშვნებია!
G.A.L.
მოცემულობიდან რაც პარტნიორები ჰყავს, ხვიჩამ საერთო ჯამში ნორმალური მატჩი ჩაატარა. იტალიის ჩემპიონ გუნდში კაცი ვერ მოიძებნა რომელიც თავისუფალ ზონაში, საშულო მანძილზე, პასს გააკეთებს (გრძელ გადაცემაზე ოცნებაც ზედმეტია). იყო რამოდენიმე მომენტი როდესაც ხვიჩა იხსნებოდა ზონაში, თანაც სივრცე ჰქონდა, მაგრამ უუნარო ვირებმა, მაგალითად ზამბო ანგისამ რომელმაც ჩემი აზრით ეს თამაში ჩააგდო, (და სხვებმაც) გადაცემა საერთოდ არ მისცეს. ანგისა კრეისერივით მოძრაობს, სულ დაკარგა სისხარტე. სიმეონე რისთვის შემოვიდა ვერ გაიგო. ოლივეირა საერთოდ რეებს სჩადის ცალკე თემაა. კი მონდომებულია, მაგრამ არასაფეხბურთო აზროვნება აქვს. ხან ოტი მეტრში ბურთს შეტენის კვარას, თან ისე რომ ორი კაცი ფეხზე აზის, თანაც თვითონაც იქ მიდუს და თავისი კაციც მიჰყავს. ვინმემ აუხსენით მცველის ფუნქციები რა არის როდესაც კვარას მსგავსი იგროკი გყავს შენს წინ. სივრცეების გახსნა და დროული პასი ხომ საერთოდ ზღაპარია. კონცენტრაციის დაკარგვა ნაპოლის მთელი დაცვის პრობლემაა. რახმანი ბოლო დროს "ტაპორივით" იქნევს ფეხებს (მსაჯმა min ორჯერ დაინდო და პენალტი არ დაუდო). ინტერის გოლის ეპიზოდში კი ოლივეირა დროზე ადრე მოდუნდა და გამოეთიშა ეპიზოდს, რითიც მისცა საშუალება მერეტის მოგერიებული ბურთი უპრობლემოთ შეეგდოთ კატში. პოლიტანოს ცალკე უნდა გაუბერონ ბურთი და პირადად გაფასცენ სათამაშოთ, რადგანაც მოედანზე ვერავის ხედავს დილორენცოს გარდა. ერთად-ერთი ვისშიც გუნდური თამაშის დალაგების სურვილი და დესძლებლობა ნათლად ჩანს, ხვიჩაა! ამ კომპონრნტში არა უჭირდა ლობოტკას. ნაპოლის გოლი შეიძლება ალოგიკური მოეჩვენოს ვინმეს. მაგრამ ეს იყო პირველი სწორი ქმედება როდესაც შორეული ძელი დაკეტა იგროკმა (ჟეზუსმა) და გოლიც შევარდა. მანამდეც იყო მსგავსი მომენტი და რახმანი სრ გაჰყვა ბოლომფე ოდილორენცოს ჩაწიდებას. მოკლეთ ცაში ვარსკვლავებს არცერთი გუნი არ სწყვეტდა. ტიპიური იტალიური დაპირისპირება იყო. ჩემი აზრით ხვიჩას შესაძლებლობებს ისევ ვერ იყენებენ და მე მეტ შეფასებას მივცემდი. 《მერეტის შემდეგ ყველას სჯობდა!)
ემიგრანტი
მეგობრებო, სულ კვარას მხარეს ვერ იქნება თამაში, იყო დრო როცა ხშირად ათამაშებდნენ მის მხარეს ბურთს და მაგიტომაც ამოკეტეს მოწინააღმდეგე გუნდებმა 2-3 მცველით ფეხს არ ანძრევინებდნენ მაგიტომაც დაუგროვდა ამდენი უკან პასები, ეგ იყო შეცდომა! კვარას რომ ვუყურებ ვფიქრობ რომ ბევრად მეტი შეუძლია, ბევრად სწრაფი შეიძლება გახდეს, მგონია რომ არასწორად დარბის ტანს ისე იქნევს აქეთიქით სიჩქარეს აკარგინებს, მეტი ვარჯიში და პირადი მწვრთნელი უნდა ესაა ჩემი აზრი.
კახა
ვისაც გონია კვარამ ვერ ითამაშა,შეხედეთ და დათვალეთ რამდენჯერ იყო კარგ პოზიციაში და სივრცე ქონდა რადროსაც კვარა ერთ ერთი საუკეთესოა მსოფლიოში,პასი არ მისცეს. და როცა მისცეს პასი მაარ ქონდა სივრცე,მაგრამ უმეტესად მაინც ხიფათს ქმნიდა.სულ მარჯვენა მხარეს ათამაშებდნენ ბურთს,რასაც შედეგი არ მოქონდა. კვარას ნაყოფიერად ვერ იყენებენ,აიგნორებენ და ეს მწვრთნელი რას უყურებს? კვარა ცოდვაა ამ გუნდში ასეთ მასზე გაცილებით დაბალი კლასის ფეხბურთელებთან ერთად.კვარა სასწაულებს გააკეთებს თუ გადავიდა სიტში ან არსენალში,რეალში ან ბარსელონაში,ლივერპულში ან მანჩესტერში, ან თუნდაც ბაიერნში
Givi
ინტერის თამაში თუ ფეხბურთია და ეს მსაჯია რავიცი...
გოგა
დანარჩენ 9 მატჩში 27 ქულა უნდა აიღონ.მთლად არარეალურიც არაა. მეტნაკლებად სუსტ გუნდებთან თამაშობენ ვისაც არ გჯერათ, ვიხუმრე.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა