ახალ ზელანდიაში საქართველოს ნაკრების მეტოქე შოტლანდიის ეროვნული გუნდი ირლანდიის ნაკრებთან ტესტ მატჩს გამართავს
ახალ ზელანდიაში საქართველოს ნაკრების მეტოქე შოტლანდიის ეროვნული გუნდი დღეს ტესტ მატჩს გამართავს. "სკოტების" მეტოქე ჩვენთვის კარგად ნაცნობი ირლანდიის ნაკრები იქნება.

"სამყურები", ცხადია, ასევე მომავალი მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის ემზადებიან და ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაში არიან.

ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიკლან კიდნიმ ეროვნულ გუნდში დააბრუნა ტრავმამოშუშებული ფულბეკი რობ კირნი. შუამარბებად კი ახალი მოთამაშე ფერგუს მაკფედენი გაამწესა. მას პარტნიორბას გამოცდილი პედი ვოლესი გაუწევს. განაცხადში კი საერთოდ არ არის გუნდის ლიდერი და კაპიტანი ბრაიან ოდრისკოლი.

ექსპერიმენტს მიმართა კიდნიმ გარემარბების პოზიციაზეც, აქ ენდრიუ ტრიმბლი და ლუკ ფიცჯერალდი ითამაშებენ. დებიუტი ექნება "მერიფილდზე" მესამეხაზელ მაიკ მაკარტის, მას გამოცდილი ნილ რონანი მიეხმარება, რომელსაც ეროვნულ გუნდში 50 კეპი მოუხვეჭია.

შოტლანდიის ნაკრებთან არ ითამაშებენ რონან ოგარა, რორი ბესტი, გორდონ დარსი და გუნდის სხვა წამყვანი მოთამაშეები.

ირლანდია: 15. რობ კირნი, 14. ენდრიუ ტრიმბლი, 13. ფერგუს მაკფედენი, 12. პედი ვოლესი, 11. ლუკ ფიცჯერალდი, 10. ჯონათან სექსტონი, 9. ტომას ოლირი. 1. ტომ ქურთი, 2. შონ კრონინი, 3. ტონი ბაკლი, 4. დონჩა რაიანი, 5. ლეო კალენი, 6. მაიკ მაკკარტი, 7. ნილ რონანი, 8. დენის ლამი.

16. ჯერი ფლენერი, 17. მარკუს ჰორანი, 18. ჯონ ჰეისი, 19. მაიკ ოდრისკოლი, 20. კევინ მაკლუჰინი, 21. ისააკ ბოსი, 22. ფელიქს ჯოუნზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა