თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებების მწვრთნელებმა დაასახელეს შემადგენლობები, რომლითაც 9-14 აგვისტოს ვარშავაში გასამართ ევროპის პირველობაზე გამოვლენ
საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელებმა დაასახელეს შემადგენლობები, რომლითაც 9-14 აგვისტოს ვარშავაში გასამართ ევროპის პირველობაზე გამოვლენ.

ბერძენ-რომაელთა დამრიგებელმა ვაჟა კრავეიშვილმა საამისოდ რამაზ ზოიძე (42), ბაკურ გოგოლი (46), ედნარ შავაძე (50), გიორგი ტოტიკაშვილი (54), შმაგი ბოლქვაძე (58), გიორგი თოიძე (63), შალვა ხაჩიძე (69), ლაშა გობაძე (76), კუკური კირცხალია (85), ბაკურ კანდელაკი (100) შეარჩია, `თავისუფალთა" თავკაცმა თემურ ბენდიანიშვილმა - გიორგი პასიკაშვილი (42), რამაზ დარჩიძე (46), შოთა ფანცულაია (50), შოთა ფარტენაძე (54), რაუფ შაკულ-ოღლი (58), ომარ გურჯიძე (63), შალვა ჭადაშვილი (69), გიორგი ჩხარტიშვილი (76), ბექა როჭიკაშვილი (85), გენო პეტრიაშვილი (100).

ვარშავაში უფრო ადრე - 7 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გაემგზავრებიან, რადგან ჩემპიონატი მათი ტურნირით იხსნება, ბერძენ-რომაელები კი 11-ში გაფრინდებიან. 9 აგვისტოს `თავისუფალთაგან" 42, 50, 58, 69 და 85 წონების წარმომადგენლები იასპარეზებენ, დანარჩენები - მეორე დღეს. 11-12 აგვისტო გოგოებს დაეთმობათ, 13-14-ში კი ბერძენ-რომაელები იჭიდავებენ. პირველ დღეს აქაც იმავე წონების წარმომადგენლებს ვიხილავთ, რომლებიც -`თავისუფალში" გავლენ ლეიბზე.

წლეულს ჭაბუკებს მსოფლიოს პირველობაც დაემატათ, რომელიც აქამდე ორ წელიწადში ერთხელ იმართებოდა, ახლა კი ყოველწლიური გახდა, ოღონდ საერთაშორისო ფედერაციის უთავბოლობით, ევროპის პირველობიდან სულ რაღაც... ორ კვირაში - 23-28 აგვისტოს ტარდება უნგრულ სომბათჰეიში. პრაქტიკულად, მწვრთნელებს ორი შემადგენლობის შერჩევის საშუალებაც არ აქვთ, ისეთ ცაიტნოტში უწევთ ამ დონის შეჯიბრებეში მონაწილეობა. ამას თაობათა ცვლაც დაემატა და, მაგალითად, `თავისუფლებში" ბენდიანიშვილი აცხადებს, რომ ახლანდელი გუნდის 80 % მსოფლიოზეც იჭიდავებს.

შარშან ევროპის ჩემპიონატზე ბერძენ-რომაელებმა 6 მედალი მოიპოვეს - თითო ოქრო-ბრინჯაო და 4 ვერცხლი. მაშინ კონტინენტის ჩემპიონი ფირუზ წულუკიძე (58) გახდა, შმაგი ბოლქვაძემ (42), ლაშა დოლიძემ (76) დავით ჩაკვეტაძემ (85) და გიორგი ხაბაშვილი (100) ფინალში დამარცხდნენ, ბრინჯაო კი ამირან შავაძემ (46) მოიპოვა. ამათგან ასაკის გამო წლევანდელ გუნდში მხოლოდ ბოლქვაძე დარჩა და იმანაც 58-მდე აინაცვლა.

`თავისუფალთა" შარშანდელი ევრომონაპოვარი 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო იყო. ვიცე-ჩემპიონები კონსტანტინე ხაბალაშვილი (63) და სანდრო ამინაშვილი (76) გახდნენ, აკაკი მოწონელიძე (50) და ლევან ქელეხსაშვილი (58) მესამეზე გავიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს