ახალ ზელანდიაში "ბორჯღალოსნების" მეტოქე, ინგლისის ნაკრები შინ, "თვიქნემზე" უელსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება
"ბორჯღალოსნების" კიდევ ერთი მეტოქე, ინგლისის ნაკრები შინ, "თვიქნემზე" უელსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. უელსელთა თავკაცმა უორენ გეთლენდმა გუნდის იმ შემადგენლობიდან, რომელმაც ექვსი ერის წლევანდელი გათამაშების ბოლო მატჩში იასპარეზა, ინგლისელებთან საათამაშოს, მხოლოდ ექვსი მორაგბე დატოვა.

ეროვნულ ნაკრებში დღეს მეასე კეპს მოიხვეჭს უელსელთა მგეზავი სტივენ ჯოუნზი. გუნდის ძირითად შემადგენლობაშია ამ ქვეყნის რაგბის ბოლო წლების სიმბოლო შეინ ვილიამსი, თუმცა ის მისთვის ჩვეული შუამარბის პოზიციის ნაცვლად ფრთაზე ითამაშებს.

უკანა ხაზში ნაკრებს დაუბრუნდა ჯიმი რობერტსი, რომელიც შუამარბი გევინ ჰენსონის ნაცვლად ითამაშებს. შერკინების მეორე ხაზში ისევ გამოჩნდნენ ბრედლი დევისი და ალან ვინ-ჯოუნზი. ამ უკანასკნელისთვის ეს შეხვედრა უელსის ნაკრებში 50-ე მატჩი იქნება.

"ჩვენ შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ, თუმცა ტაქტიკა და სათამაშო კომბინაციები ისევ ძველებური გვაქვს. გუნდში ბევრი ისეთი მოთამაშეა, რომლებიც ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვიან. ვფიქრობ, ინგლისთან თამაში მათთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა თავიანთი პოტენციალი წარმოაჩინონ და ეროვნულ ნაკრების კვართი შეინარჩუნონ." - თქვა უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოურენ გეთლენდმა.

ტრავმების გამო უელსელებს ადამ ჯონსონი, ჯეიმზ კრუკი, ლი ბირნი და გეთინ ჯენკინსი დააკლდებათ. ლი ჰალპფენი კი უკვე გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ არგენტინის ნაკრებთან ტესტ მატჩში ითამაშებს.

უელსი: 15. რის პრისტლენდი, 14. ჯორჯ ნორსი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. შეინ ვილიამსი, 10. სტივენ ჯოუნზი, 9. მაიკ ფილიპსი. 1. პაულ ჯეიმზი, 2. ჰიუ ბენეტი, 3. კრეიგ მიტჩელი, 4. ბრედ დევისი, 5. ალუნ-ვინ ჯოუნზი, 6. დენ ლაიდატი, 7. სემ ვერბარტონი, 8. ტობი ფალეტაუ

16. ლოიდ ბარნსი, 17. რაიან ბევინგტონი, 18. ლუკ ჩარტერისი, 19. რაიან ჯოუნზი, 20. ტავის კნოლი, 21. სკოტ ვილიამსი, 22. მორგან სტოდარტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა