კავალაში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალის დამთავრებამდე ერთი ტურიღა დარჩა
კავალაში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალის დამთავრებამდე ერთი ტურიღა დარჩა. გუშინ მე-8 ტურში საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი დავით ზარქუა პოლონეთის ქალთა ეროვნული ნაკრების წევრ მონიკა სოჩკოსთან დამარცხდა, ინგა ჭარხალაშვილი შავი ფიგურებით კლინდის ვაფიადისს (საბერძნეთი) 50-ე სვლაზე დაუზავდა, ხოლო გიორგი მარგველაშვილისა და იოანის სტატოპულოსის (საბერძნეთი) შეხვედრა 73-ე სვლაზე ქართველი დიდოსტატის გამარჯვებით დამთავრდა.

რაც შეეხება ლიდერთა პაექრობებს, ყაიმზე შეთანხმდნენ: ათანას კოლევი (ბულგარეთი)-მათეუშ ბარტელი (პოლონეთი), დიმიტრიოს მასტროვასილისი (საბერძნეთი)-დრაგან შოლაკი (სერბეთი).

მეწინავეთა დაზავებით ისარგებლეს ხუთქულიანმა გოპალმა (ინდოეთი), ქალებში ევროპის ექსჩემპიონმა ეკატერინა ატალიკმა (თურქეთი) და ნიკიტა მაიოროვმა (ბელარუსი), რომლებმაც გუშინ მეტოქეებს (ჩანდა სანდიპანი-ინდოეთი, ალექსანდრ ზუბარევი-უკრაინა, ვლადიმირ ბურმაკინი-რუსეთი) სძლიეს და კოლევის, ბარტელის, მასტროვასილისისა და შოლაკის მსგავსად 6-6 ქულა მოაგროვეს. მარგველაშვილი მათ ნახევარი ქულით ჩამორჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე