ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საბერძნეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ყაზახეთი 5:0 გაანადგურა და 26 მარტს, ფინალში, თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდს შეხვდება, რომელმაც ლუქსემბურგს 2:0 მოუგო. ნამატჩევს კომენტარი ბერძნების მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა გააკეთა:

"ვცდილობდით, ჩვენი ფეხბურთელები შეხვედრის ძლიერად დაწყებაში დაგვერწმუნებინა. მახსოვს, მსგავსი დაპირისპირება ლიეტუვასთან გვქონდა, ფინალი იყო, მაგრამ ვერ გავიტანეთ. პირველი გოლი ყველაფერს წყვეტს. დღეს სწრაფი გოლი პენალტით გავიტანეთ. მეორე ტაიმში ჩვენს ფეხბურთელებს გაუჭირდათ, რადგან უკვე სამშაბათზე ფიქრობდნენ. მათ მეტს ვერ მოვთხოვ.

რაც შეეხება საქართველოსთან მატჩს, ვფიქრობ, ფორმითა და შინაარსით საქართველო იმავე სამცველიანი ტაქტიკით მოქმედებს, როგორც ყაზახეთი. მათ უკვე განსაკუთრებული ფეხბურთელი ეყოლებათ (კვარაცხელია - რედ). რთული მატჩი იქნება, თუმცა მათთვისაც. ჩემი ბიჭებისგან ინტენსივობას ველი და ძალიან კარგად თამაში გვმართებს. თავს ვერ გავიმართლებთ, ტრავმირებულები არ გვყავს, ყველა კმაყოფილია. ემოციები უნდა დავიოკოთ. ეს ფინალია. ფინალის მოსაგებად იქ უნდა ვიყოთ და ჩვენ იქ ვართ.

გპირდებით, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად 100%-ით დავიხარჯებით. მეტოქე შეკრული გუნდია, სწრაფები არიან შეტევისას და კონტრიერიშებზე. მათზე ყველაფერი ვიცით".

ავთანდილი
კვარაზე რომ იტყვის კაცი ვიცი ვინც არის და შესწავლილი მყავსო მაშინ მან არაფერი იცის კვარაზე. კვარა გენიაა და მისი შესწავლა არაა იოლი საქმე. ბერძნებო აქედან საყელო ამოწეულებს გაგიშვებთ როგორც ოდესღაც ბრძოლის ველიდან დამარცხებული რომ ბრუნდებოდეთ.
ქომაგი
საბერძნეთის ნაკრები კარგაფ ორგანიზებული გუნდია ყველა რგოლში თანაბარი ფეხბურთელები ყავს ფიზიკურადაც ძლიერები არიან კარგად მოძრაობენ.საქართბელოს ნაკრებს შეუძლია ამ ნაკრების დამარცხება იმით პერიოდული პრესინგი მეტოქის ნახევარზე აგრეთვე თამაშში ბურთის ძლიერი კონტროლი პერიოდულად ასევე.კიდევ ცარიელი სივრცეების მოძებნა ფლანგებზე რაც ჩვენი ნაკრების კოზირია იქ სწრაფი ფეხბურთელები გვყავს კვარას თამადობით.ცენტრში კი კიტეიშვილზე და ჩაკვეტაძეზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
კიეზა
ყველა ქართველს რომ სული და გულით გვინდა ამ ნაკრების წარმატება ფაქტია..და ასევე ყველას აწვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება.ამიტომ პატივი ვცეთ ერთმანეთს..კომენტარებში მითუფრო..ვიტყვი ერთს..ბერძნებს არასოდეს ყოლიათ ვარსკვლავური გუნდი..თუმცა შეკრული გუნდით და სულისკვეთებით მოიგეა ევროპა..თუმცა ჩვენ უკვე გვყავს ისეთი ბიჭები.რომ მათაც აქვს საფიქრალი..მთავარია ჩვენი კოზირი გამოვიყენოთ..პლუს სახლში ვთამაშობთ..ერთადერთი დაცვა არის პრობლემა სა ეს ჩემზე უკეთ თქვენც იცით.მაგრამ სამაგიეროდ კვარა დაგვიბრუნდა..26 მარტს...თუ კი არადა მჯერა ყველა ქართვლის გული გაიხარებს..გამარჯვებით ევლოს ნაკრებს და ყველა ქართველს გვფარავდეს წმინდა გიორგი.✊
ამო
დაცვაში კალათბურთის დაცვის პრინციპით უნდა ვითამაშოთ. აუყვანელი თავდამსხმელი არ უნდა დაგვრჩეს, როგორც ლუქსემბურგთან დაგვემართა და მოწინააღმდეგეს თავდამსხმელი (მის წინ მდგომი 4 მცველის ხელში) უყურადღებოდ დაგვრჩა. ნეტა რით იმართლეს მცველებმა თავი? ეს ხომ არ იყო უცაბედი კონტრიერიშის შემთხვევა, რომ ჩასვლა ვერ მოესწროთ. იქ იყვნენ და ცვენსავით თამაშს უცქერდნენ.
Levani
გუშინ დავაკომენტე ყაზახები ჩვენს თამაშს უყურებენო-რა ტყუილად ცდებითთქო. ანუ ვიცოდი რომ ბერძნები დიდი ანგარიშით მოუგებდნენ,იმიტო კი არა რო სავერძნეთია მაგარი-ყაზახეთი არ თამაშობს ფეხბურთს.ეგენი რასაც თამაშობენ სხვა სპორტის სახეობაა,აგდებენ საჯარიმოში და იქ დამუღამებული აქვთ ხელოვნურზე ბურთი პიმბოკივით როგორ დახტება და ტოპკის დარტყმა აქვთ დამუღამებული. ფეხბურთის გუნდი არ არის ეგ. საბერძნეთი საშუალო დონეა-ჩვენი დონის გუნდია,ჩემი აზრით ჩვენ ვჯობივართ. რაც პოიეტმა არ იცის გუშინ სანიოლმა კიტე დამალა-არ გახსნა ეგ კარტი.
Პელიდი
საბერძნეთი არ არის ცუდი ნაკრები, მაგრამ ნორვეგიაზე და შოტლანდიაზე უკეთესი არ არის, ვისთანაც ფრე ვითამაშეთ საკუთარ სტადიონზე. მთლიანობაში თანაბარ თამაშს ველოდები, სადაც იღბალმა და გამორჩეულმა მოთამაშეებმა უნდა გადაწყვიტონ თამაშის ბედი.
არა და
მსაჯმა საბერძნეთს პენალი "აჩუქა" ! დანარჩენი სუფთა ფსიქოლოგია იყო... ამიტომ, ძალიან ბევრს გადაწყვეტს "პირველი გოლი" და კარგი/სწორი გულშემატკივრობა ! საქართველოს გაუმარჯოს !
kvara
ხალხო ამათ თუ ძალიან ძლიერ ნაკრებს ვეძახით რა გვინდა საერთოდ ევროპაზე?
ლუკა
ყველგან ეგრეა, ბავშვების მიყვანა მინდოდა დელფინარიუმში, ბილეთები არააო. ტიპები დგანან ქუჩაში, ოთხმაგ ფასად ყიდიან ბილეთებს არაბებზე, კიდიათ ყველა და ყველაფერი და ამაზე არავის რეაქცია არ აქვს
KOSTAKURTA
კანკავას ყველა საფეხბურთო კონდიციები დაკარგული აქვს! არანაირად ძირითადში!
semi
სიმართელეა ისაა რომ ძალიან ძლიერი ნაკრებია, განსაკუთრებით მაღალ ბურთებზე თამაშობენ შესანიშნავად და სტანდარტებზე. ჩემი აზრით 5- მცველით და მეორე ნომრად უნდა დავიწყოთ, შემტევებად ჩაკვე კვარა და მიქაუტაძე უნდა დაააყენოს და მათი სისწრაფის ხარჯზე კონტრშეტევებზე ავაგოთ თამაში. კანკავა არ ჩანს ფორმაში, ლუქსემბურგთან დაკარგა თავი რამდენჯერმე. იმედია კვეკვეც შეძლებს იერთი თამაშის მაღალ დონეზე ჩატარებას.
gel-100
მივმართავ ფედერაციას იდეით გააკონტროლონ ბილეთების გაყიდვის ამბავი,,მაგალითად ვისაც გაუმართლა და ლუქსებთან ბილეთი შეხვდა იმათ აღარ მიყიდონ ბილეთი და ახლა სხვებსაც მოგვეცით საშუალება სტადიონზე წასვლის,,სულ ერთიდაიგივე ხალხი რატო უნდა დადიოდეს სტადიონზე მხოლოდ იმიტო რო სხვაზე მეტად გაუმართლა ან სხვაზე მეტად იცის ინტერნეტით ბილეთის ყიდვა,,მოგვეცით საშუალება მივიდეთ სტადიონზე და წვიმაში თუ ქარში ვიჯდეთ (ვიდგეთ) ჩვენს კუთვნილ ადგილებზე და არ დავცალოთ ნახევარი სტადიონი წვიმის გამო თავშესაფრის ძიებაში,,რას გავდა ეს ნახევარი სტადიონი გავიდა და იარუსებზე იდგა უკნიდან,თუ წვიმის გეშინიათ იჯექით სახში სხვას რაღატო ართმევთ შანსს წვიმის და ქარის მიუხედავად იჯდეს და უგულშემატკივროს ნაკრებს?? თავპირს ამტვრევთ ერთმანეთს და მერე წვიმის წინწკლებს ემალებიით?
ქომაგი
ფაქტია ძაან დიდი ჯაფა დაადგება ჩვენ ასაკოვან დაცის ხაზს. ძალიან სწრაფები არიან ბერძნები შეტევაში ციმიკასით დაწყებული შემტევებით დამთავრებული. რაც შეიძლება ბურთი უნდა ვაკონტროლოთ უნდა შევუტიოთ და ჩემი აზრით 1 ნომრად უნდა ვითამაშოთ სხვაგვარად დავისჯებით. მაგათზე ძლიერებისთვისაც მოგვიგია. ყველაფერს სანიოლი გადაწყვეტს დანარჩენი გამოჩნდება მინდორზე. წარმატებები საქართველოს
ქომაგი
ფაქტია ძაან დიდი ჯაფა დაადგება ჩვენ ასაკოვან დაცის ხაზს. ძალიან სწრაფები არიან ბერძნები შეტევაში ციმიკასით დაწყებული შემტევებით დამთავრებული. რაც შეიძლება ბურთი უნდა ვაკონტროლოთ უნდა შევუტიოთ და ჩემი აზრით 1 ნომრად უნდა ვითამაშოთ სხვაგვარად დავისჯებით. მაგათზე ძლიერებისთვისაც მოგვიგია. ყველაფერს სანიოლი გადაწყვეტს დანარჩენი გამოჩნდება მინდორზე. წარმატებები საქართველოს
ქართველი
კვარას სრული თავისუფლება უნდა ქონდეს, კანკავა ძირითადში უნდა იყოს, უკან პასი უნდა შევწყვიტოთ, წინ გვაქვს საქმე მხოლოდ, ერთი ამოსუნთქვით უნდა ვიასპარეზოდ და გამარჯვებაც მოვა
თემო
“ფინალის მოსაგებად იქ უნდა ვიყოთ და ჩვენ იქ ვართ”. რომელმა ჭკვიანმა თარგმნა ეს სტატია. გოგლე ტრანსლატე უნდა შეგარქვა
07 - 01
მართლაც მძიმე თამაში გველის ფინალში საბერძნეთთან, მთელი გუნდი, ქართული ფეხბურთის ქომაგები უნდა კონსოლიდირდეს ისე როგორც არასდროს, საფეხბურთო მოედანზე უნდა დაინთოს გამარჯვების კოცონი, არავინმა არ უნდა დაზოგოს თავი, განსაკუთრებით კი მთელი სიმძიმე თავის თავზე უნდა აიღონ ნაკრების ლიდერებმა - ხვიჩამ, ჩაკვეტაძემ, ბუდუმ, ჟორჟმა, მამარდამ და ზურიკომ. გამარჯვება საქართველოს!
ლომს
ფაფარი დაივარცხნე
გიო
ახლა ხვიჩამ უნდა აიღოს თამაში თავზე. აქ გამოჩნდება სანიოლის მწვრთნელობაც. საკმაოდ მძიმე მატჩი გველის. უნდა მოვიგოთ. ას პროცენტიანი უნდა მოვიგოთ.
ლომი
აი ამ მომენტში სჭირდება ნაკრებს მწვრთნელის კარგი ტაქტიკა და სწორი ანალიზი! ამ თამაშში გამოჩნდება რას წარმოადგენს მწვრთნელი(სამწუხაროდ კარგს არაფერს მოველი)! რაც შეეხება მოთამაშეებს, დაცვის ხაზი ძალიან სუსტია! ნახევარდაცვის ხაზი - უკან პასებს თავი დაანებეთ! კვეკვესკირი და კანკავა საჭიდაოდ გამოიძახეს თუ ფეხბურთის სათამაშოდ?! თავდასხმა - მიქაუტაძეს მესი ჰგონია თავი? პასი ისწავლე დროულად!
suxumchanin
რასაც ვუყურე პენალტი არ უნა დაედო მსაჯს, ამის მერე ჩამოიშალა ყაზახეთი. საბერძნეთი ძირითადად მარჯვენა ფლანგებიდან უტევდა 7 ნომრით და სწრაფ კონტრშეტევებს უნდა ველოდოთ მათგან. იმედია კვარა იტყვის სიტყვას და დააწიოკებს ბერძნების დაცვას და ჩაკვეც უკეთესად ითამაშებს.
ნიკო
საბერძნეთი ჩვენზე უკეთესი გუნდია, თუმცა სწორი თამაშით შეგვიძლია მათი დამარცხება. წარმატებები ბიჭებს.
ქომაგი
თუ საკუთარ თქვს მიზნად გამარჯვებას დაუსახავ და ამისთვის ყველაფერს გააკეთებ ამ გუნდით და ამ სტადიონზე ნებჯსმიეე გუნდს დაამარცხებ!
იბერია
მეორე სართულზე გაგვიჭირდება - ნათელია რასაც ეცდება საბერძნეთი, რაც ჩვენი სუსტის წერტილი და მათი ძლიერი მხარეა. -ჩამოწოდებები. ლუქსემბურგმა გუშინ მემგონი ერთხელ გააკეთა ფლანგიდან პასი - მართალია არა მაღალი ბურთი, მაგრამ აქიდანაც გოლი მივიღეთ. მოკლედ ცენტრს ისე ვერ მოვუგებთ როგორც ლუქსემბურგს ამიტომ დაცვა თუ დადგება ნორმალურად და კაშია- კვირკველიას ზონაში ჩაწოდებების აღკვეთა თუ მოხერხდება კარგი იქნება რადგან მათი დიდი იმედი არ მაქვს..ასე რომ კაკაბაძე შენგელიამ უნდა იყოჩაღონ
ლაშა
…საკუთარ კარში?!
ეს პლეერი მოაშორეთ!
ვირთხები - სახლიდან რომ გამოდიხარ, ეგ სიტყვები უნდა დაივიწყო, გეთაყვა )
სახალხო დამცველი
კლავიატურის ვირთხები კი არა, კლავიატურის ლომები ბიჭო!
zaratrusta
ასე მგონია კაშია გაიტანს 2 გოლს
Korsava
კიდე კაი კრიტიკოსებმა თქვენი ანალიზი შემოგვთავაზეთ, მაგის მერე სუულ შეიცვალა ყველაფერი!! :)))))))) კლავიატურის ვირთხებს ფეხბურთს ეზოშიც არ გათამაშებდნენ :))))))))))))))
roma bejanidze
ძალიან მძიმე მატჩი გველის. მაგრამ მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავალთ. ჩვენზე თუ ყველაფერი იცის ისიც ეცოდინება რომ მოვუგებთ. ეს ჩვენი შანსია და არა მათი.
ლაშა
კვარას გამოისობით თამაბარი თამაში იქნება, რადგან საბერძნეთი დაახლოებით შოტლანდიაზე ოდნავ სუსტი გუნდია, თუმცა უკვაროდ ბევრად სუსტი მაკრები გვყავს! ბევრი ცვლილებაა საჭირო გუნდში!
გურულო
მასე ჩვენც ვიცით შეიძლება ყველაფერი გერმანელებზე და ფრანგებზე,მაგრამ ვუგებთ? ვნახოთ 26 ში გამოჩნდება ყველაფერი,წარმატებები ჩვენს ბიჭებს და სრულიად საქართველოს!
ლაშა
უხერხული მეტოქეა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ მინდა ძალამ (საბერძნეთი) აღმართი მოხნას, რომელი გუნდიც გაცილებით თანაბრადდაკომპლექტებულია, ვიდრე ჩვენი!
ლაშა
ძლივს მოვუგეთ კაცნაკლულ ლუქსემბურგს და საბერძნეთმა კი დანიის მომგები ყაზახეთი გაანადგურა! არ ვიცი, ჩენი დაცვა თუ რამდენად ივარგებს მობერებული კაშიას და ფორმაში არმყოფი კაკაბაძის ფონზე?!
ლოჩოშვილი "ბაიერნთან" წარმატებულად დაბრუნდა - "კიოლნმა" მიუნხენიდან ქულა წაიღო, თუმცა მოგებაც შეეძლო
აბუაშვილი შეცვლაზე შევიდა - "მეცმა" "ბულონს" მოუგო
[VIDEO] ბუდუს გოლმა ვერ უშველა - "ჰაიდენჰაიმის" წარუმატებელი სერია გრძელდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 იბერია 1999. ლიდერი სათავეში რჩება, თუმცა...
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
"ჩელსიში" გადასვლას არ ვნანობ, მაგრამ..." - ფერნანდო ტორესმა "ლივერპულის" დატოვებაზე ისაუბრა
"MLS-ი არასერიოზული ლიგაა, აქ ფეხბურთელებს პროფესიონალიზმი აკლიათ" - მიულერმა ამერიკელები გაანაწყენა
"ჩემი ოცნება "არსენალში" გადასვლა იყო, მაგრამ აგენტი ჩემს ინტერესებს არასდროს იცავდა" - მუდრიკმა "შახტარიდან" "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა
დუბაის დიდი ქამბექი ლიმასოლში | შენგელიას გუნდმა ბოლდუინის მაკაბი დაამარცხა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
მიხეილ სააკაშვილი: ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან - ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
სვანაძე: მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდი შეგვხვდებოდა
ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა
[VIDEO] საბერძნეთმა კლოპის გერმანიას სტუმრად სძლია და გალიდერდა - ნიდერლანდებმა სერბეთი დაამარცხა
გუსტავო პოიეტი: ჩემი ფეხბურთელები განადგურებული არიან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
საბერძნეთი და გერმანია დაზავდნენ - ნიდერლანდებმა სერბეთს სძლია
საქართველოსთან მარცხის შემდეგ საბერძნეთის ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა
ქომაგების დიდი რიგი - რა ხდება თბილისის ქუჩებში ამ დროისთვის [VIDEO]
ბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]
ემოციები ნაკრების გასახდელიდან - "კვარამ" თოფურიას საჩემპიონო ქამარი მოირგო [VIDEO]
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
5:0 ძალების დაზოგვით - საბერძნეთი თბილისში ამაღლებულ განწყობაზე მოემგზავრება [VIDEO]
შარიანი - ვინ არის რორდიგესი, რომელთანაც კანკავას ჩხუბი მოუვიდა?
შარიანი - ვინ არის როდრიგესი, რომელთანაც კანკავას ჩხუბი მოუვიდა?
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
კლოპის ხელმძღვანელობით გერმანიამ პირველად მოიგო - ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ფრეს მიაღწია
სკანდალი - ბერძენი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს დოპინგ-ტესტზე ჩავარდა
"საქართველოში წაგება სავსებით შესაძლებელია - მაინც უნდა დავაფასოთ გუნდი და მწვრთნელი" - ბერძენი ჟურნალისტი
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
საბო: დავითაშვილს უნდა ვუმადლოდეთ - კითხვა მაქვს ქართველთა მეკარესთან
საქართველოსთან მატჩის შემდეგ საბერძნეთის ნაკრებიდან წასულმა პოიეტმა, ახალი სამსახური იპოვნა
საქართველოსთან დამარცხებულმა პოიეტმა ირლანდიას უარი შეუთვალა
მიხეილ სააკაშვილი: ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან - ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე
გუსტავო პოიეტი: საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობთ - კარგად მომზადებული ჩამოვედით