საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზში შეკრებას გადის
გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზში შეკრებაზეა საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა გიორგი ვაზაგაშვილისა და გიორგი რევაზიშვილის ხელმძღვანელობით.

ევროპის პირველობაზე (მალტა, კოტონერა) და ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალზე (თურქეთი, ტრაბზონი) წარმატებული ასპარეზობის შემდეგ წინ მსოფლიოს პირველობაა, რომელიც 11-14 აგვისტოს კიევში გაიმართება.

ტრაბზონიდან სულ რამდენიმე დღის წინ დაბრუნებულ გუნდს მწვრთნელები დიდად აღარ ტვირთავენ.

"ახლანდელ შეკრებაზე აქცენტი გადატანილი გვაქვს დასვენებაზე შესაბამისი დატვირთვით. მოახლოებული მსოფლიოს პირველობა ბოლო თვენახევარში ფაქტობრივად მესამე უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებაა და იოლი არა არის კონდიციების შენარჩუნება. ჩვენი ძიუდოისტები ამჟამად ნორმალურ ფორმაში არიან. იმედია, კიევში ურიგოთ არ გამოვალთ. ბიჭებმა იციან, რომ მსოფლიოზე ტრადიციულად ძლიერ მეტოქეებთან მოუწევთ პაექრობა და არც ის გვავიწყდება, რომ ერთ-ერთი ფავორიტი რუსეთის გუნდი ჩვეულებრივსამებრ გადაზრდილებით გამოვა ტატამზე" - გვითხრა გიორგი ვაზაგაშვილმა.

მწვრთნელმა გუნდის ის შემადგენლობაც დაასახელა, რომელიც კიევში იასპარეზებს: ზვიად ხუბულური (50 კგ), გიორგი კაციაშვილი; გივი აფაქიძე, ვანო მამისაშვილი (სამივე - 55); თამაზ კირაკოზაშვილი, გიორგი გუგულაშვილი (ორივე - 60); გიორგი მუზაშვილი, აპოლონ ზურაბიანი (ორივე - 66); ბექა დონღვანი, ლევან გუგავა (ორივე - 73); ბექა ღვინიაშვილი, ჯაბა კაპანაძე (ორივე - 81); შალვა ჩოჩელი, გურამ თუშიშვილი (ორივე - 90);

გიორგი ლაზუაშვილი, ზაზა ხუბულური (ორივე +90).

შეკრება 8 აგვისტოს დასრულდება, შემდეგ ერთ დღეს დაისვენებენ და კიევში გაემგზავრებიან.

ჭაბუკ ფალავნებს და მათ მწვრთნელებს ტრაბზონში მიღწეული წარმატება მიულოცა გურამ პაპიტაშვილმა. მან ბიჭებს ასე მიმართა: "თქვენ წარმატებებს რომ ვაკვირდები, თქვენივე მწვრთნელის გიორგი ვაზაგაშვილის ეფექტური და წარმატებული ჭიდაობა მახსენედება. ვისურვებდი, რომ უფრო მეტად დამსგავსებოდით მისი ჭიდაობის ბრწყინვალე სტილს. სასიხარულოა, რომ თქვენი გამარჯვებების აღსანიშნავად წლეულს, უცხოეთის არენებზე, რამდენჯერმე აღიმართა საქართველოს დროშა და აჟღერდა ჩვენი ქვეყნის ჰიმნი. ამისთვის თქვენ და თქვენი აღმზრდელები ჩვენი ხალხის ალალ მადლობას იმსახურებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

likuna
ადვილია ვინმეს გაკრიტიკებაა..ესეთები ვართ ქართველებიი,სხვისი წარმატება იმდენად გვწყინს,რომ ვეძებთ რაიმეს,თუნდაც უსაფუძვლოს,რომ გავაკრიტიკოთ ვინმე... ვაზაგაშვილი სწორად მოიქცა! ოლიმპიადაზეც მშვენიერი შედეგი ქონდა და მსოფლიოზეც ასევე იქნება! იმიტო,რო ძაან მაგარია და თავს არ ზოგავს,რათა მისმა გუნდმა წარმატებებს მიაღწიოს.გასკდით გულზე!!!
mgeli
უფრო მეტი პრინციპულობა რომ გამოეჩინა ვაზაგაშვილს და პირველი ნომრები ტრაპზონში არ წაეყვანა, მსოფლიოზე უფრო იმედიანად წავიდოდა.
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...