გიორგი შერმადინი ისევ შეუჩერებელია. ესანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში "ტენერიფეს" ქართველი ცენტრი ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რითაც ამ ტიტულების რაოდენობა (20) ისტორიულ და რეკორდულ ნიშნულამდე აიყვანა. შერმადინი მიღწეულზე არ ჩერდება და დიდი შანსია, ის მორიგი, 26-ე ტურის MVP-იც გახდეს და თავისივე რეკორდი გააუმჯობესოს.

საქმე ისაა, რომ ამ ტურის დღეს გამართულ მატჩში ქართველმა ცენტრმა ისეთი შედეგი დააფიქსირა, რომ ძნელად სავარაუდოა, რომ ის ტურის დარჩენილ ერთ მატჩში (ხუვენტუდი-ბარსელონა) ვინმემ გადაფაროს. შერმადინის შედეგია 38 – ეს გახლავთ ყველა სტატისტიკური მაჩვენებლის გამაერთიანებელი ოდენობა, ხოლო წინა ტურის MVP რომ გახდა, გიორგის ეს მაჩვენებელი 37 ჰქონდა. ცნობისთვის, ამ ტურის აქამდე ჩატარებულ 8 მატჩში სარგებლიანობის ინდექსი 30-მდეც კი არავის აუყვანია. ასე რომ, ტენერიფელთა ქართველი ლეგიონერი, დიდი ალბათობით, 26-ე ტურის MVP-იც გახდება და ეს იქნება მისთვის 21-ე ტიტული კარიერაში.

ახლა თავად მატჩზე გადავიდეთ, რომელიც უაღრესად პრინციპული იყო. "ტენერიფე" მასპინძლობდა უშუალო კონკურენტ "გრან კანარიას", რომლის ძლევის შემთხვევაში მას მოგება-წაგებებით უთანაბრდებოდა. ასეც მოხდა, უაღრესად დაძაბულ და დრამატულ მატჩში ტენერიფელებმა მინიმალური სხვაობით – 83:82 იმარჯვეს და ეს უპირველესად გიორგი შერმადინის დამსახურებაა, რომელმაც არასრულ 27 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და პირადსარეკორდო 5 დაფარება მიითვალა. ქართველ ცენტრს თამაშიდან არც ერთი ბურთი არ აუცილებია – 7-დან 7 ორქულიანი ჩაგდო. გიორგიმ 8 საჯარიმოდან 7 გამოიყენა და ამ დრამატულ მატჩში აბსოლუტური სტატისტიკური ლიდერი გახდა.

მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი მეორე პერიოდში მოხდა, როცა თამაში 42:36 ანგარიშზე მცირე ხნით შეწყდა. 42-ე ქულა ქართველმა ცენტრმა მიითვალა "ტენერიფეს" ბრაზილიელი უკანახაზელის, მარსელინიო ჰუერტასის პასით – რომელიც ესპანური ლიგისთვის სარეკორდო – 2898-ე გამოდგა. მარსელინიომ პაბლო ლასოს ესპანეთის ლიგის პასების რეკორდი – 2897 გადაფარა და ისტორიაში შევიდა.

ამ გამარჯვებით, როგორც ვთქვით, "ტენერიფე" "გრან კანარიას" გაუთანაბრდა და ასევე 16 მოგება და 10 მარცხი აქვთ "ვალენსიას" და "მურსიას". ეს 4 გუნდი 4-7 ადგილებს იყოფს. 27-ე ტურში, 30 მარტს, "ტენერიფე" სტუმრად "ზუნდერ პალენსიას" ეთამაშება.

GBF.GE

ქალთმოძულეებს
ვაა,შერმადინს რატომ არ უშლის ხელს ცოლი და ხუთი შვილი კარიერაში??შერმო მაგარი კაცი ხარ!!❤️
SellforRICHS
ნაკრებში რა ემართება ამ კაცს?
სოსო
ბრავო გიორგი!ბრავო პუერტას!აი პასუხი,რატომ ვერ აჩერებენ გიოს ესპანეთში და რატომ გამოიყურებოდა ფერმკრთალად,საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებში. თბილისი დინამოს ლეგენდარული კაპიტანი,ოთარ ქორქია,მადრიდის რეალთან მატჩში,თანაგუნდელებს სთხოვდა:-მომეცით პასი!რამდენჯერაც მომაწვდით,იმდენჯერ ჩავაგდებ!აგდებდა კიდეც. გიორგიზე მიწოდებული ბურთი,გზაში იმდენჯერ დაიკარგა,რომ შეუძლებელი იყო,იმ თამაშების მოგება.გამთამაშებელზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული.თუ პასი არ მიეცი,გინდფანტასტიკური გიორგი შერმადინი მდგარა სამწამიანში და გინდაც უბრალო ძელი ჩაგირჭვია,მის ადგილზე.
მარი
ლიგა ენდესას საოცარი დუეტი!!
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] სანდროს 21 წუთი, დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი და "ლეიკერსის" ზედიზედ მერვე გამარჯვება
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] დიდი ფეხბურთი მადრიდში - ინგლისმა ესპანეთს დრამატულ მატჩში სძლია
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
[VIDEO] 46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო