ცნობილმა კამერუნელმა ფეხბურთელმა ჯერემი ნჯიტაპმა სკანდალური განცხადება გააკეთა და ის მეუღლესთან განქორწინებას ითხოვს.

ირკვევა, რომ 2008 წელს დაბადებული ტყუპები მას აქამდე თავისი შვილები ეგონა, თუმცა დნმ-ის ტესტის შემდეგ გაირკვა, ისინი მისი ცოლის ყოფილი ქმრის შვილები არიან.

"ჩემი ცოლი შეიძლება ჩვენი ქორწინების პირველ ხანებში სავსე იყო სიკეთითა და სიყვარულით, მაგრამ პირველივე მომენტიდან მან მომატყუა. 2008 წლის 5 ივნისს დაბადებული ტყუპი შვილები ჩემებად წარმოაჩინა..

ჩემი დაჟინებული თხოვნით, ჩავატარეთ დნმ-ის ტესტი, რომელმაც დაადასტურა, რომ ბავშვები ჩემი მეუღლის ყოფილ ქმარს ეკუთვნოდნენ, რომელთანაც მას ადრე უკვე ჰყავდა ქალიშვილი და აშკარად აგრძელებდა ურთიერთობას! თუმცა, სანამ შვილებს ნამდვილ მამად ვზრდიდი, მან დამარწმუნა, რომ მათ კანონიერი და ბიოლოგიური მამა რეგულარულად ენახათ.

ჩემი ცოლი არ მაძლევდა უფლებას, მასთან დამეძინა, მიკეტავდა საძინებლის კარს, რომ სექსუალური აქტი არ გვქონოდა, რის გამოც სახლის სხვა ოთახში ვიძინებდი!

ფაქტობრივად, იძულებული გავხდი, სხვა სახლში გადავსულიყავი, მისი ქალიშვილი კი მემუქრებოდა, რომ პოლიციას გამოიძახებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა", - იხსენებს ნჯიტაპი თავის გავრცელებულ განცხადებაში.

ჯერემი ნჯიტაპის მეუღლე ტუკამ ფოცოა, რომელიც კამერუნელი მილიარდერის, ვიქტორ ფოცოს ქალიშვილია. წყვილი 2012 წელს შეუღლდა, როდესაც ტყუპები უკვე 4 წლის იყვნენ.

ნჯიტაპს ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორებიც "რეალი", "ჩელსი" და სხვა ცნობილი კლუბებია.

ქობულეთელს
მისი შვილიშვილი ანაა ის ბავშვი, ან არა. მისივე ლოგიკიდან გამომდინარე, დარწმუნებულია, რომ ბავშვის დედა ნამდვილად მისი შვილია? აი, ეგეც მისთვის დარტყმული ,,ტოპკა". :)
ქობულეთიდან
რა მაგის პასუხია და ჩემი მეგობარი,დედისაც და მამის ოჯახებში პირველი შვილიშვილი იყო.მოკლედ მასზე ამოსდიოდათ მზე და მთვარე.ერთ დღეს, ამ ბავშვის ბაბუები როცა ქეიფობდნენ,კარგად შეზარხოშებულზე წამოიჭრა საკითხი, პროცენტულად ვისი გენეტიკა უფრო ჰქონდა ბავშს,დედის მხარეს თუ მამის. ორივეს თავისი არგუმენტი მოჰყავდა, მამის მამა იმით იწონებდა თავს, რომ ბოლოს და ბოლოს ბავშს ჩემი გვარი აქვსო, ახლა კი დედის მამამ მაგარი ტოპკა დაურტყა: იცი რას გეტყვი ჩემო მძახალო, ჩემი შვილიშვილი რომ ნაღდათაა ამას წყალი არ გაუვაო და შენი არის თუ არაო, ეგ კიდე მოსაკითხიაო. ეგ თემა, კაი ხანს პოპულარობით სარგებლობდა მთელს რაიონში.
გ.შ.
საღოლ ძმაო
რიკი
21-ე საუკენეში უმარავი ისეთი გოგოა რომელიც ყოველ კლუბში/ბარში გასვლაზე სრულიად უცხო კაცებთან კავდებიან სექსი ასე რომ არ თვითონ იციან. თუნდათ მხოლოდ 2 კაცთან ჰქონდეს სექსი საიდან გაიგებს ვისგან დარჩა ორსულად?
Irakli
მილიარდერის შვილიაო :)
გიუშა
ხვალინდელი მატჩისთვის მეტად საჭირო ინფორმაციაა)))
მალხაზ ჯობავა
იურიდიულზე როცა ვსწავლობდი 80-იანებში, თავის პირველ ლექციაზე შემოსულმა, უნივერსიტეტის პროფესორმა ბ-ნმა სერგო ჯორბენაძემ იკითხა, ამ გოგო ბიჭებიდან ცოლიანი და გათხოვილი რამდენი ხართო, აღმოჩნდა თითო თითო, ვისაც შვილი ყავდა და მერე ამბობს, " ბიჭების გასაგონად ვამბობ, თქვენ მომავალი გამომძიებლები და მოსამართლეები ხართ, სადაც მრავალი ოჯახური დავა შეგხვდებათ შვილების თაობაზე: შვილი ჩემია და არა, შვილი ჩემია; ამიტომ იცოდეთ რომ, შვილი ვისია, მხოლოდ დედამ იცისო და თქვენც თავს ნუ გამოიდებთ რომ შვილი ჩემიაო, ეს ისე, ხუმრობითო. "
რიკი
აი ზოგადად არ მესმის ისეთი კაცების შვლიანი ქალები რომ მოგჰყავთ ცოლად მითუმეტეს როდესაც წარმატებული ხარ და უფრო დიდი გაქვს არჩევანი...
შავყურა
მარცხნივ რო დგას რა მაზალო ტიპია. ეხლა მაგას სულ არა ჰკიდია ვისი შვილი იქნება?)))
RZA
ნეტავი ვის აინტერესებს:)
ნეტავ რატომ არ მეცოდება
ერთი შეხედვით ხომ ძალიან ტრაგიკული ისტორიაა, 16 წელი გატყუონ შენი შვილებიაო, მაგრამ ესეთი “კაცები” არ მეცოდება. შე დალოცვილო, კარგი შვილები შენი გეგონა, იმას როგორღა ითმენდი, საძინებლის კარს რომ გიკეტავდა, თან 16 წელი ))) ყველა კაცი თვითონ უშვრება თავის თავს როცა ჭკუა არ აქვს. სხვათაშორის არც ბასილაშვილი შემცოდებია. ბიჭმა ნაშის და კარგი გოგოს გარჩევა არ იცის აშკარად. მოიყვაბა და გაიჩალიჩა, დაინგრია კარიერა
შაქრო პაპა
ტყუპები რო სხედან ეგენია?
საამურია ცხოვრება
სამაგიეროდ ფული გაქვს ოხრად, ჯერემიკო. ადექი ეხლა და დაუკიდე სხვის შვილებს ნაძვის ხეზე 100-დოლარიანები.))))
რას გაუგებ სიყვარულს, ჩემო ნჯიტაპი
რა ლამაზები არიან ეს ოხრები ესენი.))
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა