UFC-ის ჩემპიონმა ილია თოფურიამ თავის "ინსტაგრამზე" დაწერა, რომ საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დარწმუნებული იყო და გადამწყვეტი პენალტის სურათები გამოაქვეყნა:

"ეჭვიც არ მეპარებოდა ჩვენს გამარჯვებაში! ჯგუფიდანაც გავალთ".

თოფურიამ ლუქსემბურგთან პლეი-ოფის ნახევარფინალის წინ "დინამო არენაზე" საჩემპიონო ქამარი წარადგინა და განაცხადა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებდით.

pepelu-ს
შენაირი ტროლი მანჟეტების ხო სჭირდებათ. რას გიხდიან ასეთ რო სულ იმათ დაცვაში ხარ? უხეში გათვლა იყო,თუმცა რამდენში არის ცდომილება,500 ბილეთში? ან ბერძნები ბილეთის გარეშე შევიდნენ და არ მოხდა მათი ბილეთის გატარება? სირცხვილია,გამოდგები და იცავ უნამუსო ხალხს,რაც მაფიქრებინებს რო შენც ეგეთი ხარ
გია
ილია! ძალიან მშრალად, ხომ არ გვილოცავ? საწყენია!
ირაკლი
ილია გენაცვალე გულში და მადლობა იმისთვის რასაც აკეთებ! მაგრამ ცოტა ხომ არ დაგაგვიანდა მილოცვა? ესე მცირე კომენტარი და არც ერთი სიტყვა “გილოცავთ” მხოლოდ ის რომ ეჭვი არ გეპარებოდა და ჯგუფიდანაც გავალთ! ეს იმ ფონზე, რაც ჩამოხვედი და პრემიერიდან დაწყებული, ღირსების ორდენით დამთავრებული უამრავი დამსახურებული ჯოლდო მიიღე და შეხვედრა გამართე, თუმც არც ერთი ამის ამსახველი ფოტო ან ვიდეო არ გიდევს საკუთარ იმსტაგრამზე! არ მინდა ჭორაობა გამომივიდეს და არ მინდა შეთქმულების თეორიებზე საუბარი, მაგრამ ფაქტია რაღაც ვერ არის თავის ადგილზე. არ ვიცი ვინ რა გაწყენინა და რა მოხდა, ისკი ვიცი რომ ნამდვილად “არ გაგვიჭირდებოდა”! თუმც არის მეორე მომენტი! ვინც არ უნდა გაგანაწყენოს ქართველ რიგით გულშემატკივარს უყვარხარ და გაფასებს, ამიტომ მგონია რომ ეს რიგითი გულშემატკივარიც იმსახურებდა და იმსახურებს ყველასგან მილოცვას, მათ შორის ილია თუფურიასგან! წქრმატებები ყველა ქართველს!
მამუკა
მთავარია ბიჭებმა წნეხის გარეშე ითამაშონ, მათგან ჯგუფიდან გასვლას არავინ არ ითხოვს და ის დაძაბული ფონი რაც ამ ორ თამაშს ახლდა თან იქ აღარ იქნება, ამიტომ მთავარია ფეხები არ აუკანკალდეთ თითოეული თამაშის წინ და პირველ 15 წუთში გოლი არ გაუშვან, შემდეგ უკვე თავდაჯერება შეემატებათ.სანიოლს დიდი სამუშაოს შესრულება მოუწევს შემდეგ სამ თვეში, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ფსიქოლოგიურად მყარად განაწყოს გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის. ერთი პატარა სასწაული იქნებ კიდევ მოვახდინოთ
Pepelu
და აი შენც გამოჩნდი :))))))))))) 11 ათასი და 44 ათასი ჯამში 55 ათასია რამდენდაც დინამო ფიზიკურად ვერ იტევს!!:)))))))) ამას გარდა 2500 ბილეთი ბერძნების კვოტა იყო!! ამას დამატებული სპონსორების, ჟურნალისტების, მოწვეული სტუმრების, ფეხბურთელების და მათი ახლობლების, ლოჟის ხალხის ბილეთები და მარტივი არითმეტიკით გამოვა რომ რა ციფრებიც ახლა შენს კომენტარში დაწერე ჩვეულებრივი ტყუილია!!! ეგ ციფრები ფიზიკურად ვერ იარსებსბ!!!:))))))))) ნუ იტყუები სტატისტიკა მოიპოვე და სიმართლე დაწერე! გადამყიდველები რომ უნამუსი ხალხია მაგას რად უნდა ბევრი ლაპარაკი!!!! არაბიძეს და აზარას წაიყვანს და მაგ ბიჭებს შენნაირების დაცვა არ ჭირდება!:))))))))))))
pablo
არც თურქეთია და არც ჩეხეთი ექსტრა კლასის გუნდები. შოტლანდიას და ნორვეგიას თუ ფრე გავუგორეთ, საბერძნეთი თუ გამოვაგდეთ, რატომ არ შეიძლება სათანადო შემართების პირობებში, რომ ჩეხეთთან და თურქეთთან ჯამში თუნდაც 4 ქულა ავიღოთ, რომელიც დიდი ალბათობით გამსვლელი იქნება ჯგუფიდან. შესაძლოა არავინ დააკვირდა ამ მომენტს, მაგრამ განრიგიც ჩვენდა სასიკეთოდ დალაგდა, რადგან პორტუგალიას ბოლო ტურში ვხვდებით, და დიდი ალბათობით მანამდე მერვედფინალის საგზურ განაღდებულმა გუნდმა, შეიძლება დიდად არც მოიკლას თავი ჩვენთან, რაც ჩვენს შანსებს ერთი ორად გაზრდის. ასე რომ სავსებით რეალურია ილიას პროგნოზი. ისე კი პირადად მე ამაზე უკეთეს ქვეჯგუფს ვერც ვინატრებდი ჩვენებისთვის. დანარჩენი ბიჭებზეა...
Las
შანსი გვაქვს ნამდვილად. ამისთვის საჭიროა ვისწავლოთ თამაშის მოგება. ფრეებით ვერ გავალთ. ფაქტი სახეზეა საქართველომ ვერ შეძლო. შოტლანდიის. ნორვეგიის და საბერძნეთის დამარცხება ძირითადში. ამიტომ რაღაც უნდა შეიცვალოს
იასონას უდარი
ჯერ რაიმეს თქმა გამიჭირდება,თუმცა თურქებთან მოგება შესაძლებელია.მაგარი არასტაბილური გუნდი ყავთ,აგერ ამხანაგურში შერცხვნენ და განადგურდნენ. ლატვიამ უქამბექა მაგ გუნდს და რატომ არა ჩვენ. ხასიათის გუნდია და ნებისმიერის მოგება შეუძლია,ასევე ნებისმიერთან წააგებს. ჩეხები დისციპლინირებული გუნდია,სტანდარტების გამოყენების უნარით და ცოტა გაჭირდება,თუმცა ჩვენი რა მიდის,ცდას წინ რა უდგას. აი,პორტუგალია ძალიან ძლიერი გუნდია,ერთერთი ფავორიტია და ალბათ ფინალს უმიზნებენ,თუმცა მესამე ტურში გვიწევს თამაში,ძალიან მარტივად მეორე შემადგენლობას გამოიყვანენ და ძალების დაზოგვას დაიწყებენ,რაც ჩვენი შანსია. მაინც ძლიერია,თუმცა უფრო მეტი შანსი გვაქვს,ვიდრე ძირითად გუნდთან. მთავარია,წნეხის გარეშე ვითამაშოთ და ტრავმები ავირიდოთ თავიდან,ყველაფერი შესაძლებელია. ერთ საკითხს შევეხები,ბილეთების გაყიდვა ფედერაციამ აიღო თავის თავზე და უკვე დიდი კითხვის ნიშანია,რამდენად სამართლიანად მოხდება რეალიზაცია. ამხელა ზეიმი არის ქვეყანაში და ყველას დაავიწყდა ის უსამართლობა,რაც ამ თემას თან ახლდა. მე ალბათ ვერ წავალ,თუმცა ადამიანებს უნდა ქონდეთ შესაძლებლობა ბილეთის ყიდვის თანაბარ პირობებში,არ უნდა მოხდეს ჯიგრული პონტები და სამართლიანად უნდა მოხდეს გაყიდვა. დიდი იმედი არ მაქვს,რომ ასე იქნება,რადგან სჩვევიათ ყველაფრის გაუფასურება და თავის თავზე მორგება. რამდენადაც ცნობილი გახდა,44000 გაყიდული ბილეთი გატარდა და დანარჩენი 11000 შეეტენათ გადამყიდველებს,რაც დანაშაულია ერის წინაშე. უბრალოდ,არ შეიძლება ფანი ფანს ასე მოექცეს,არ მისცეს უფლება დაესწროს თამაშს,ეგეთი რამე არსად არ ხდება. მაგალითისთვის,ლივერპულში იყო თამაშზე წასული ჩემი ახლობელი და ადგილობრივმა ფანებმა დიდი დახმარება გაუწიეს,უზრუნველყვეს საცხოვრებლით და ეს იცით რატო გააკეთეს? იმიტომ რო ფანები არიან და ფანები ერთმანეთს აფასებენ,ეხმარებიან. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ასეა,მხოლოდ საქართველოში და ალბათ,ბანგლადეში ხდება ისე,რომ ფანებს საშუალებას არ აძლევენ მოედანზე შევიდნენ. სულ მახსენდება დრო,როცა არავინ არ დადიოდა სტადიონზე და ჩემნაირი ხალხი იქ იყო,არავისგან მადლობას არ ველი,ავღნიშნავ უბრალოდ. როცა უ-17 თამაშობდა და ევროზე გავედით,მაშინ ლოკომოტივი ცარიელი იყო.არადა ინგლისს მოვუგეთ,ესპანეთთან ფრე გავახერხეთ და უკრაინას მოვუგეთ.სამივე თამაშზე გახლდით და ცარიელი ტრიბუნების ქვეშ იყო თამაში ფაქტიურად. უბრალოდ,იმ ხალხს ვახსენებ,რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთს უყურებდნენ ადამიანები და სულ დადიოდნენ სტადიონზე,ხოლო ახლა ეს ხალხი დარჩა გარეთ,რადგან ვიღაცამ ჩაწყობით იყიდა ბილეთი,რადგან სელფაობა მოეწყოთ იქ. არასოდეს არ წავსულვარ ჩაწყობით თამაშზე,არც წავალ არასოდეს. ფანკლუბში ვიყავი,საწევროს ვიხდი და ბილეთები "უფასოდ"გვქონდა ხოლმე. არ მჭირდება მადლობა,უბრალოდ სამართლიანად გაყიდეთ ბილეთები ამის დედაც ვატირე და ნამდვილ ფანებს მიეცით უფლება დაესწროს თამაშს,რასაც ამდენი ხანი ელოდა,ამის იმედით დადიოდა სტადიონზე და ახლა არის შანსი გარეთ დარჩნენ.
kvara
მეოცნებე არვარ მარა ჩეხეთთან და თურქეთთან ნამდვილად ღირს ბრძოლა და დიდია შანსი რო გავიდეთ კიდევაც
დდდ
და რატომაც არა?!... 6 ჯგუფიდან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც გადის და ჩვენი და უკრაინის ჯგუფებში ყველაფერი მოსალოდნელია. აბა, ალბანეთმა რაღა ქნას, ჯგუფში ესპანეთი, იტალია და ხორვატია ჰყავს, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ტურისტებად ჩასვლას არც ეგენი გეგმავენ... ჩვენ კი ჩვენ შანსს უნდა ჩავებღაუჭოთ და ივნისამდე ნაკრებში არსებული ხვრელები მაქსიმალურად ამოვავსოთ, სხვა რომ არაფერი, აგერ ახალგაზრდულის ისეთი მაგალითი გვაქვს, ნამდვილი სიკვდილის ჯგუფიდან რომ გაჯლიგინდნენ პირველი ადგილით... საინტერესოა, ილია თოფურიას მეტს არავის მოუვიდა ეს აზრად, თუ UFC-ს ჩემპიონს, უბრალოდ, ნაკლები "სპროსი" აქვს?!...
მალხაზ ჯობავა
თქვენ გენაცვალეთ ცისფერსისხლიანებოო !
მანფრედ კალცი
შენ პირს - შაქარი, ილია!
BOSS
საღოლ ილია,შენ პირს შაქარი!
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
ოდიოზური მორგანი არგენტინის გამარჯვებამ გააღიზიანა და ახლა ესპანეთის იმედადღაა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
"ბრძოლის შემდეგ, პირველი ეს იკითხა" - ილია თოფურიას მენეჯერი
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჩვენ პატივისცემას ვიმსახურებთ" - მერაბ დვალიშვილის მიმართვა
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
"ვიბრძოლებ თუ არა წელს?" - გეიჯიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
შედგება თუ არა თოფურიასა და გეიჯის რემატჩი - ამერიკელი მებრძოლის აგენტმა ყველაფერი განმარტა
რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევეს
[VIDEO] თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - როგორ გამოიყურება ქართველი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ