სერია A-ს 30-ე ტურში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ "ატალანტასთან" უშანსოდ დამარცხდა (0:3), საჩემპიონო რბოლას ფაქტიურად გამოეთიშა და ნათლად გამოჩნდა, რას წარმოადგენს ეს გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე. სწორედ ამ საკითხს მიუძღვნა Spazio Napoli-მ სარედაქციო წერილი.

კვარაცხელიას არყოფნა ძვირად დაუჯდა "ნაპოლის" - გუნდის უარყოფითი მაჩვენებლები

"კვარაცხელიას გარეშე მარცხმა ყველაფერი გამოააშკარავა და შეტევის ხაზის უამრავი პრობლემა დაგვანახა. "კვარა" "ნაპოლის" რიგითი ფეხბურთელი არასოდეს არ იქნება. ერთი სეზონის განმავლობაში "კვარადონას" მეტსახელი დაიმსახურა, რადგან გულშემატკივართა საყვარელი მოთამაშეა. ამ სეზონში სულ სხვა "მუსიკა ჟღერს", მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართველი შეტევის სიმბოლოა, რომელსაც ხშირად აქვს ჩავარდნა.

"ატალანტასთან" მატჩმა ზუსტად წარმოაჩინა, რომ "ნაპოლი" "კვარაზე" დამოკიდებულია. მას შეუძლია იერიშები არაპროგნოზირებადი გახადოს და შემთხვევითი არაა, რომ სწორედ ის იტანს გოლებს და პარტნიორებისთვის მომენტებს ქმნის. რამდენიმეჯერ "არამოტივირებული" ვიხილეთ, მაგრამ ბოლო შეხვედრებში გასული სეზონის დონეს მიუახლოვდა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებში საბერძნეთთან ევროპირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში ტრავმა მიიღო.

კვარაცხელია "ნაპოლის" შეტევის სიმბოლოა - აი, მისი სტატისტიკა

27 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს შედეგები გასულ წელთან შედარებით დაბალია, მაგრამ მნიშვნელოვანია. ბერგამოელებთან კალცონას გუნდმა კიდევ ერთი მძიმე მარცხი განიცადა. კრიზისი დაცვის გარდა შეტევასაც შეეხება, რომელსაც კვარაცხელია აკლდა, რამეთუ ხვიჩას აფეთქებები გადამწყვეტია და მის გარეშე განწირულნი არიან.

ბოლო 9 დაპირისპირებაში, "ნაპოლიმ" ყოველთვის გაიტანა გოლი, როდესაც მოედანზე კვარაცხელია იყო, გამონაკლისს მხოლოდ "სან სიროზე" გასული წლის 11 თებერვალს ჩატარებული თამაში გახლდათ. ეს შესაძლებელს ხდის გავიგოთ ამ ფეხბურთელის მნიშვნელობა იტალიის ჩემპიონების შემტევ სტრუქტურაში.

"ატალანტასთან" "ნაპოლი" ბოლო 30 მეტრში იდეის გარეშე იმყოფებოდა. პოლიტანოს, ოსიმენისა და რასპადორის ტრიომ ვერაფერი შემოგვთავაზა. ვერ შეცვლაზე შესულმა ნგონჟიმ და ლინდსტრიომმა. ეს სირთულეები იმაზე მეტყველებს, რომ აუცილებლად სჭირდებთ კვარაცხელია, რომელიც ვალდებულია გუნდი თავისი მხრებით ჩემპიონატის ფინიშზე ათრიოს".

ნანა
შარშან რო ათრია მთელი წელი ოსიმენს უფრო წარმოაჩენდით ამ ყველაფრის მოთავედ აქებდით და ადიდებდით სადაა ეხლა თქვენი ოსიმენი ისწავლეთ ადამიანის შრომის დაფასება გადაუხადეთ იმდენი რამდენსაც იმსახურებს წარმატებები ჩვენს ბიჭს✝️
სოსო
დაავადებაც კი არ გაწუხებს,თუ არ გაქვს.არა აქვს,დე ლაურენტისს სინდისი,არც არასოდეს ჰქონია და რა შეაწუხებს?
გიორგი
სასიამოვნოა როცა ობიექტურ შეფასებას იძლევა უცხოური გამოცემა, თანაც შეჯერებული, სარედაქციო წერილის ფორმით.
ნინო
უკვე დავიღალეთ ამდენი ტყუილებით, ყოველდღე გვარწმუნებენ რომ კვარას ახალ, გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას უდებენ, მაგრამ არ აღირსეს, ფულის გადახდა ენანებათ და ზურგით გუნდის თრევა კი უნდათ, სინდისი არ აწუხებთ?!
12324
საქმეც ისაა რომ ამ შანსის გამოყენების თავიც არა აქვთ

ჰო, როგორ არა, ერთ მილიონად მთებს გადაგიდგავთ! წუწურაქები!
pablo - ს
კვარას თავად არ უნდა ნაპოლიდან წასვლა
pablo
ყველანი მშვიდად იყოს ნეაპოლშიც და მის ფარგლებს გარეთაც, ეს კვარას ბოლო სეზონია ნაპოლიში.
ავთანდილი
ფიფას გამოკითხვაში იტალიელებმა ხვიჩას ერთი ხმაც კი არ მიეცით, ხელფასიც კი არ გაუზარდეთ იტალიის საუკეთესო ფეხბურთელს და ერთ ერთი ხველაზე დაბალი ხელფასი აქვს ნაპოლიში და რას ითხოვთ მისგან თქვე უნამუსოებო. თუ უვარგის ოსიმენს 10 მილიონი დაუნიშნეთ ხელფასი მაშინ კვარას მინიმუმ 12 მილიონი უნდა მიეცეს.
სუხია
კვარამ რომც არაფერი გააკეთოს 2-3 მცველი მას დადევს და მეორე ფლანგზე თავისუფლება აქვთ სხვა შემტევებს
G.LA
ვალდებული კი არა კიდევ რა გინდათ? მხრებით სათრევი კი არის ნაპოლი მაგრამ არა კვარასი. მაგ ხელფასით ტოპ გუნდში ავტობუსის მძღოლებს არა აქვთ. კვარა უნდა წავიდეს ნაპოლიდან იქ სადაც დააფასებენ, თქვენ ჩემპიონობა გეყოთ უახლოვეს 33 წელში მეტის ღირსი აღარ ხართ და მერე ვნახოთ.
ენძო
2024-ის ევროს შემდეგ ხვიჩას "ნაპოლი"-ში არავინ დატოვებს.კვარა წარმატებისთვის დაბადებულია და მეტი ასპარეზი სჭირდება."ნაპოლი" მალე კეთილად გასახსენებელი ისტორია გახდება.ევროზე გასვლა ჩვენ ყველას ასე იმიტომაც გვიხარია,რომ ქვეშეცნეულად ვგრძნობთ იწყება დიდი და ბედნიერი გზა,და როგორც რაგბისტებმა მიგვაჩვიეს წარმატებებს ასე ჩვენი ფეხბურთიც ბევრჯერ გაგვახარებს.
C
Valdebuli sitkva uadgiloa
ვაჟა მასწავლებელი
ლაურენტისი ალბათ ხვიჩაზე ზრუნავს მოტივით: "ბაღანე ფულმა არ გააფუჭოსო" და ამიტომ არ უმატებს ხელფასს. ისე დიდი ხანია ვამჩნევ ლაურენტისმა სპაგეტის ჭამას თავი დაანება და სპალეტის ფერმაში ღორებს რომ უყვართ - იმას ეტანება.

მთელი გუნდი მასზეა, სასაცილოა მართლა ....
ბესო
კვარა ყველაზე მეტად ლაურენტესს უყვარს, ვერ ელევა.
მირო
ლაურენტისი ისეთი ამაყია,რომ გუნდის კვარაზე ასეთ დამოკიდებულებას არასოდეს აღიარებს.
სოსო
თურმე ვალდებულიც ყოფილა!თითქოს არც ხუმრობენ!სამაგიეროდ,ძალიან ჰყვარებიათ!ვისაც უყვარს,მათ რას ვერჩი,მაგრამ ვინც უხდის,მასაც რომ უყვარდეს და მხოლოდ მეწველი ძროხა არ ეგონოს,იქნებ მართლაც გაეთრია.მეწველი ძროხა რომ მეწველი ძროხაა,ისიც კი,ბალახს თხოულობს,საკმარისი რაოდენობით
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა