"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო ახალი გუნდის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კინოპროდიუსერი ქართველთან განშორებას არ გეგმავს და ახალგაზრდა გარემარბს მალე ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტსაც შესთავაზებს.

"გადაწყვეტილი ამბავია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ნაპოლის" ოსიმენი დატოვებს. აურელიო დე ლაურენტისი იმედებს ხვიჩა კვარაცხელიაზე ამყარებს და ახალი გუნდის მშენებლობას ქართველის გარშემო გეგმავს. დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში "პარტენოპეის" ევროპალიგაზე ვიხილავთ.

მნიშვნელოვანია, რომ კლუბის პრეზიდენტმა "კვარასთან" ახალი ხელშეკრულების გაფორმება რაც შეიძლება მალე მოახერხოს. იმის გამო, რომ ოსიმენის ხელშეკრულებაზე ნიგერიელის მხრიდან არაერთი წარმომადგენელი იყო ჩართული, ამან აფრიკელ ფეხბურთელსა და დე ლაურენტისს შორის ურთიერთობა გააფუჭა.

თუ აურელიოს ნამდვილად სურს, რომ ახალი გუნდი ხვიჩას გარშემო აშენდეს, სეზონის დასრულებას აღარ უნდა დაელოდოს და გაუმჯობესებული კონტრაქტი ზაფხულამდე შესთავაზოს", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.

ბესო
რაც არ უნდა კონტრაქტი შესთავაზოს, რაც არ უნდა ფული მისცეს, ახალი კონტრაქტი არ უნდა გააფორმოს - ისეთ გამოსასყიდ თანხას ჩაუდებს იქ ლაურენტესი, რომ იმდენ ფულს ხვიჩაში არავინ გადაიხდის და სამუდამოდ ლაურენტესის მონა გახდება. ნაპოლი უკვე გუშინდელი დღეა, ხვიჩას იქ აღარაფერი ესაქმება
შიო
ჯერ მოხვდეს ევროპა ლიგაზე
კახა
ქართველების სენი.. მიღწეულით ტკბობით გაჯანჯლება ეგრეთ წოდებული " დამუხრუჭება" წადი ბიძიკო პრემიერ ლიგის ოთხეულიდან რომელიმე კლუბში თუკი შემოთავაზება გაქვს,ასათიანივით არ მოგივიდეას არსენალი სთავაზობდა კონტრაქტს მაგრამ ისე იყო ლოკომოტივში მომჯდრი რომ უარი უთხრა და კარიერაც გაიფუჭა ამიტომ დროზე მოშორდი მაგ ყარაულის თოფივით კლუბს გადადი ალბიონზე და შეიგრძენი ნამდვილი თანამედროვე უმაღლესი კლასის ფეხბურთი თავისი ყველაფრით და შემდგომში გექნება შვილებისთვის მოსაყოლი საამაყო ამბები და იტყვი მე აქ ვიყავი! თუკი ვინმე მიწვდენს ამ კომენტარს ხვიჩას ამ მის ოჯახს სიკეთეს იზამს.
სოსო
დე ლაურენტისი,ცოტათი მაინც წესიერი კაცი რომ ყოფილიყო,უკვე შარშან საახალწლოდ ,საკუთარი ინიციატივით და ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე,თუნდაც სიმბოლურად უნდა გაეზარდა ხვიჩას ხელფასი.რადგან უკვე აშკარად ჩანდა,რომ გუნდში ვარსკვლავი მოვიდა.უნამუსო კაცთან საუბარს და შეთანხმებას,აზრი არა აქვს.ყველაფერზე უარი უნდა თქვას და გუნდიდან გაშვება მოითხოვოს.მნიშვნელობა არა აქვს,რამდენს შესთავაზებს.ხვიჩამ ყველაფერზე უარი უნდა თქვას.თამაშზეც კი.სადაც არ გაფასებენ,იქ არ უნდა დარჩე!
დდდ
საინტერესოა, რისკი რაში გამოიხატება - ხვიჩას გარშემო გუნდის აწყობაში თუ ხელფასის მომატებაში?!... მითუმეტეს იმ ადამიანისთვის, ვისაც არანაირი რისკები გაუთვლია გუნდის გაჩემპიონების შემდეგ...
tngh
წარმატებები ხვიჩას, და საქართველოს ნაკრებს!!!
Ზაზა
პირველივე შესაძლებლობისას უნდა მოქუსლოს ხვიჩამ "ნაპოლი"-დან! ეგ გუნდი აღარაა, აურელიო დე ლაურენტისის - ბუტიკია!
ვენეციის კომისია
შედარებისთვის, ოსიმენი იღებს 10 მილიონს... ეხლა ჯუღელის გამოისობით კვარა მიიღებს 4 ან 4,5 მილიონს და აქ და სხვაგანაც უამრავი ბალაყანა დაგვიწყებს მტკიცებას მაგარი ხელფასია და ჯუღელი მაგარი მენეჯერიაო... აგერ ნახავთ თუ ასე არ იქნება...
გოჩა
ვისაც გჯერავთ გაგატარებთ
pablo
არ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა... დე ლაურენტისი ზნესა და ხასიათს არ შეიცვლის, შესაბამისად რაიმე "ახალ პროექტზე" საუბარი უტოპიურია, სანამ ეს კაცია საჭესთან. კვარას კი ევროპაზე შთამბეჭდავ გამოსვლას ვუსურვებ, რაც მისი ნორმალურ და ჯანსაღ გარემოში გადაბარგების უტყუარი საწინდარი იქნება, სათანადო დაფასებით.
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
რა შარში გაყო თავი - "ნაპოლის" ალეგრი ჩაიბარებს
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა