Tuttonapoli-მ "ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენზე წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ხელფასის მომატების მიუხედავად, შედეგიანობით ვერ გამოირჩევა.

წელიწადში 10 მილიონს იღებს - გოლები კი ტოპ 5-ის გუნდებთან ვერ გაიტანა

"ვიქტორ ოსიმენს რთული პერიოდი გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული აქვს. ნიგერიელის გარემოცვამ ბევრი ინფორმაცია გაავრცელა ფეხბურთელის საუდის არაბეთში შესაძლო გადაბარგების შესახებ, მაგრამ მოგებული სკუდეტოს მთავარი გმირი მოპოვებული ბომბარდირის ტიტულის შემდეგ "ნაპოლიში" დარჩა.

ვიქტორთან კონტრაქტის გაგრძელების ხანგრძლივი მოლაპარაკებები 2023 წლის 23 დეკემბერს გასამრჯელოს 10 მილიონ ევრომდე გაზრდით დასრულდა. ხელშეკრულება 2025 წლამდე გაუგრძელეს, რათა ზაფხულში მისი გაყიდვა მშვიდად დაგეგმონ.

ოსიმენი ერთი პერიოდი ტრავმირებული იყო, მერე აფრიკის თასზე მიიღო მონაწილეობა და გოლების გატანა უჭირს. ფაქტი სატურნირო ცხრილის პირველი ხუთეულის გუნდებთან თავის გამოჩენის უუნარობაზე მეტყველებს - "ინტერის", "მილანის", "იუვენტუსის", "ბოლონიას" და "რომას" კარი ვერ დალაშქრა. ამას გარდა, "იუვენტუსთან" პენალტი ვერ გამოიყენა".

შულაია
ოსიმენას თავგადაკრული ფანი არასდროს ვყოფილვარ,მაგრამ ეხლა რომ არ ვთქვა არ შემიძლია, იმფო ოსიმენას შედეგსა და ხელფას შორის შეუფარდებობაზეა-ფაქტია,ფეხბურთელი, რომელიც ნაპოლის ყალიბრის გუნდისთვის ზღაპრულ ხელფას იღებს მეტი მოეთხოვნება, მაგრამ ისიც უდავოა რომ ეს კონტრაქტი, მხოლოდ მისი გასხვისების პესპექტივით გაფორმდა,იწერება კიდეც 120 მლ-ად მისი ტოპ კლუბში გადასვლის შესახებ, რაც მოგონილ ჭორს არ უნდა გავდეს.ეხლ რაც შეეხება კვარას...არ მგონია რომ ამდენი ბაქი- ბუქი და გასული ტრიუმფალური სეზონის გმირი ერთმნიშვნელოვნად კვარა იყო და არა პირიქით,ხოლო მიმდინარე სეზონს რაც შეეხება, მოგიბრუნდებათ ოსიმენას ფანი და გეტყვით-კვარამ, ფაქტიურად მხოლოდ წინა ტური გამოტოვა და დანარჩენ 30-ში მონაწილეობა მიიღო,ასევე ჩ/ლიგაზე 8 თამაში ითამაშა-შედეგი 10 გოლი სერიაში, 0-ჩ/ლ-ზე, ოსიმენამ კი ტრამვისა და სხვა მიზეზებით ლამის ნახევარი სეზონი გამოტოვა და 13 გოლის გატანა მაინც მოახერხა, კიდევ ერთი ჩ/ლ-ზე,ამასთან ტოპ კლუბების შტანგები არც კვარას დაუღუნია,ასე რომ რაში გვაწყობს კვარას და ოსიმენის ამ კონკრეტულ შემთხვევაში შედარება ვერ ვხვდები. პრინციპში კვარამაც და ჩვენც მთავარი უკვე გავაკეთედ და ნაპოლი საერთოდ არ მაინტერესებს,კვარა კი უკვე ისეთი დონის ფეხბურთელია არ დაიკარგება ან ნაპოლის მოუწევს ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა ან გაყიდვა, მაინც მგონია ნაპოლი კვარას ვერ შეინარჩუნებს....კიდევ!! მართალია ჩ/ლიგაზე ხვიჩას ჯერ-ჯერობით ბევრი არაფერი გამოსდის, მაგრამ მომავალ სეზონში ამ ტურნირს კვარას გარეშე პეწი დააკლდება, მით უმეტეს ერთი თუ მაინც გაისროლა ყარაულის თოფივით ევრო-24-ზე.
სოსო
გოლების გატანის უნარი ადრეც ჰქონდა და არც არსად დაუკარგია,მაგრამ როცა მთელი დაც ვა ფეხზე გაზის,გინდ ხვიჩა იყავი და გინდ ოსიმენი,უძნელესი საქმეა,მარტომ რაიმე გააკეთო.ეგეც არ იყოს,უკვე იცის,რომ მიდის და როცა გუნდი არ მოგდევს,თავის გაწირვა არც მას უღირს.დე ლაურენტისმა,გუნდი დაშალა.ერთმა კაცმა,შეიძლება გმირობაც ჩაიდინოს,მაგრამ ომს ვერ მოიგებს.ეს ოსიმენს და ხვიჩას შეეხება.თუმცა ერთმა კაცმა,შეიძლება ისეთი რამე გააკეთოს,ბრძოლაც წააგოს და ომიც.ეს უკვე დე ლაურენტისზეა ზედგამოჭრლი.მაგ ასაკში,ეგ აღარ შეიცვლება,გუნდი კი,მისი საკუთრებაა და გამოდის,რომ მომავალი არა აქვს.გარბის ზელინსკი,ოსიმენი,ლობოტკა,დი ლორენცო.დე ლაურენტისს ჰგონია,რომ ხვიჩა მაინც დაბმული ჰყავს,კაბალური კონტრაქტით.სინამდვილეში ასეც არის,მაგრამ კვარამაც უნდა იბრძოლოს გათავისუფლებისათვის.თუ დე ლაურენტისი პრინციპზე დაუდგა,მანაც უნდა დაიჭიროს პრინციპი და სადაც წვრილია,იქ გაწყდეს.მისი სატრანსფერო ფასის დაცემა,პრეზიდენტს იმდენად აზარალებს,რომ იძულებული გახდება,დროზე გაუშვას.მანამდე კი,არავითარი მოლაპარაკება,გარდა გაშვებაზე საუბრისა.დღეს ხვიჩა ,ნაპოლიში პროლეტარია,რომელსც მხოლოდ ბორკილები აქვს დასაკარგი და ამ ბორკილებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიშორებს,თუ საკუთარი მომავლის მიმართ არ მოიქცევა ოპორტუნისტვით და ახალ კონტრაქტს არ დადებს,ნაპოლისთან.ვისაც საბჭოთა კავშირის დროს უსწავლია უმაღლეს სასწავლებელში,ალბათ გაახსენდება,მარქსიზმ-ლენინიზმის თეორიიდან ნასესხები,ეს ფრაზეოლოგია.აღმოჩნდა,რომ მთლად მოწყვეტილიც არ ყოფილა რეალობისაგან და ზოგჯერ დღევანდელობასაც საკმაოდ კარგად ხსნის.ამას,მე, თვითონაც არ ველოდი.
G.LA
ახლაც არ დაიჯერებთ კვარა რომ ათამაშებდა? სანამ კვარა მივიდოდა ისევ ის გახდა ამ სეზონშიც.
რეკორდი
დაფიქსირდა საოცარი ფაქტი, კობლეს კომენტარმა 6 დან ევსივე მოწონება დაიმსახირა და არცერთი დისლაიქი.
მირო
დღითიდღე უფრო აშკარა ხდება,რომ ხვიჩას გარეშე ვერც ოსიმენი თამაშობს და ვერც გუნდი.ხვიჩა თავზე და ფეხზე ასვამდა კარის წინ გასატან ბურთებს.სხვა ვერავინ ასე ვერ ამარაგებს.
მარო
კაი ერთი
ჭრელა
რო იღებს, მაგას კი არ ჩივიან, რო ვეღარ გააქვს მაგას. შევიდა კომბალში?
გ.ხ.
კი ბატონო, თუმცა სადაც ხვიჩას ვახსენებთ, იქვე არც მამარდა უნდა დაგვავიწყდეს(არანაკლები დამსახურება აქვს) . რა თქმა უნდა ყველას მადლობა - დვალს, ქოჩორას, ბუდუს… ყველას !
კ ო მ ბ ლ ე
აძლევენ და იღებს, რავა თქვენ რო მოგცენ, არ ეიღეებთ?
დდდ
ოსიმენს უნიკალური ფიზიკური მონაცემები აქვს, მაგრამ ამ ბოლო დროს ოლეგ ბლოხინს დაემსგავსა ამ უკანასკნელის კარიერის ბოლოსკენ... არა, საკუთარი თმების დაპუტვისკენ მიდრეკილება ადრეც ჰქონდა, მაგრამ როცა გოლები გაჰქონდა, მაშინ ნაკლებად თვალშისაცემი იყო...
C
ჩვენ ძვირფას ფეხბურთელებს მადლობა! ყველა მაგარია. არცერთს არ დავუკარგავ არაფერს :) მარა ეს მუხტი, ხვიჩამ ნაკრებშიც და ქვეყანაშიც შემოიტანა. ჩემპიონობის მუხტი და ხალისი, სიყვარული საკუთარი საქმისადმი ფეხბურთში. ეს გადაედო ყველას, ყველამ ირემუნა რომ ერთად გამოუვათ. ასეთი მაგალითები გადამდებია! ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ვირწმუნოთ ერთმანეთის შესაძლებლობების ყველამ ☀️
NAPOLI!
როდის ვამბობდი რომ ოსიმეი ხვიჩას გარეშე ისევე როგორც ნაპოლი, ნულის ტოლია!!!
მიხო
გაჩემპიონების მთავარი შემოქმედი ეს კი არა ხვიჩა იყო, თავისი პირველი დღიდან იმისთანა მუხტი შეიტანა რომ ყველა თავისი შესაძლებლობის ზღვარზე ათამაშდა სპალეტის ხელმძღვანელობით, 100% ია ხვიჩა რომ არ გადასულიყო ნაპოლი ჩემპიონი ვერ გახდებოდა
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი მის გამო არ აღვნიშნე" - ოსიმენის დასაფასებელი ჟესტი
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა