"რეალ ბეტისის" თბილისის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტ კახა კაპანაძეს საინტერესო პროექტებზე ვესაუბრეთ, რომელთა განხორციელებასაც ისინი გეგმავენ და საუბარს მონოლოგის რეჟიმში გთავაზობთ...

"რეალ ბეტისის" თბილისის აკადემიისთვის 4-11 აპრილი მნიშვნელოვანი თარიღებია. ჩვენს აკადემიაში ჩამოდიან ცენტრალური აკადემიის სპორტული დირექტორი და "ბეტისის აკადემიის" მეთოდოლოგისტი და "ბეტისის" საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი. მათთან ერთად საქართველოში ჩამოდის ბეტისის ქართული ფილიალის დამფუძნებელი, გიორგი ჩანადირი.

მოწვეული სტუმრები, Juan Parra Ochavo და Álvaro César ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან “რეალ ბეტისისის" ქართული ფილიალის სავარჯიშო პროცესს და ჩაატარებენ მასტერკლასებს აკადემიის წევრებისთვის. გარდა შიდა აკადემიის შეხვედრებისა, დაგეგმილია შეხვედრები რეგიონსა და თბილისში უმაღლესი ლიგის კლუბებთან, ფუტსალის უმაღლესი ლიგის გუნდებთან.

"რეალ ბეტისის" თბილისის აკადემია 2022 წელს ოფიციალურად გაიხსნა საქართველოში.

ამჟამად ჩვენ გვაქვს 2 ფილიალი წყნეთსა და მარშალ გელოვანის გამზირზე.

აკადემიის ფილოსოფია და სავარჯიშო მეთოდოლოგია სრულად ეყრდნობა "რეალ ბეტისის" კომპეტენციას. ჩვენი მიზანი საქართველოში ესპანური საფეხბურთო გამოცდილების დანერგვა და აკადემიის აღსაზრდელების უმაღლეს დონეზე მომზადებაა.

ჩვენ ოფიციალურად ვაკავშირებთ ქართულ და ესპანურ ფეხბურთს ერთმანეთთან. ზემოხსენებულ პირებს აქვთ საკმაოდ დიდი გავლენები და კონტაქტები ესპანურ ფეხბურთში, ახლახან გვქონდა პირველი ოფიციალური გასვლა ესპანეთში, სადაც გავიცანით აღნიშნული პირები (აკადემიის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად) და საკუთარი თვალით ვნახე ის დიდი ოჯახი, რომლის წევრებიც ვართ ჩვენ."

ირაკლი
ბაჩის კომენტარს გამოვეხმაურები - სამწუხაროა მსგავსი გამოცდილება თუ გაკავშირებთ სხვა აკადემიებში ან თუნდაც მსგავსი აღქმა თუ დაგრჩათ მათზე. ბეტისის აკადემიაში ყველა პროცესი გამჭირვალეა და გამორიცხულია ნეპოტისტური მიდგომებით არსებულმა მენეჯმენტმა გაიფუჭოს ი იჯი. წარმატებები ამ აკადემიას და იმედი მაქვს საქვეყნო საქმე გაკეთდება!
ბაჩი
ასეთ აკადემიები ყოველთვის ნეპოტიზმის ბუდეა,ინტერ აკადემიაში მყავს ბავშვი და ეს პარლამენტარები და მილიონერები აფუჭებენ ყველგან სიტუაციას,ჯერ ერთი საერთოდ მოუქნელები და მეორე უდისციპლიონოები,გათამამებული ბავშვები,კარგი ბავშვების ადგილებს იკავებენდა იმ კარგებსაც უცრუებენ გულს საქმისადმი მიმართებაში.მოკლედ ყველა მათგანს უნდა ისეთ აკადემიებში როგორიც არის დინამო,ინტერი,იუვენტუსი,ბეტისი თუ ვილიარეალი მარა მათი პირველი სამიზნე ჯერჯერობით მაინც დინამო და ინტერის აკადემიებია,აბა მათ რად უნდათ გლდანის ან ვარკეთილის თუ მსგავს აკადემიებში მათი ბავშვები,არა ბატონო იმენნა აფუჭებენ ყველაფერს იქ სადაც ყველაზე გამართული უნდა იყოს სისტემა... სამწუხაროდ ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ვადევნებ თვალს...
suxumchanin
საქართველოში უნდა გაიხსნას ბევრი სავარჯიშო ცენტრი ფეხბურთში. ჩვენ ტალანტების ქვეყანა ვართ მსგრამ კორუფციამ და ნეპოტიზმმა შეგვჭამა
gio
vinc siaruli icis yvela aqaa chamosuli da darcha mand vinme ro gauxsnan?!
Givi
ასეთი აკადემიები ქუთაისში,ზუგდიდში, ბათუმში და ზოგადად ყველა რეგიონში უნდა იყოს და მერე ნახეთ რა თაობები წამოვლენ, ოღონდ ყველაფერი მაღალ პროფესიულ დონეზე უნდა, თორემ ჩაწყობებით და მაიმუნობებით რა შედეგებიც იყო ყველამ ვნახეთ...
ქომაგი
წარმატებები ყველა აკადემიას. მაგრამ მარტო თბილისით რომ შემოიფარგლება ყველა ესაა ძალიან ცუდი. რეგიონებში არანაკლები (თუ უკეტესი არა) თაობები არიან , მაგრამ მსგავსი პროექტები არ ხორციელდება და ქვეყანა კარგავს ბევრ ნიჭიერ მომავალ სპორტსმენს. პ.ს. გაიხსენეთ დიდი ქართველი ფეხბურთელები და ლეგენდები რეგიონებიდან იყო უმეტესი. დედაქალაქს არ ვაკნინებ რა თქმა უნდა.
რეალობა
კარგი საქმე კეთდება. მომეწონა ეს ინფკორმაცია. წარმატებები ყველა ქართველს, რომელიც სამშობლოს განვითარებაზე ზრუნავს.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე