სუპერლიგას ახალი წევრი ჰყავს. ბორის პეტეს, დავით ნოზაძისა და ლევან იოსებაშვილის გაწვრთნილმა ვსა-მ ფინალურ სერიაში საერთო ანგარიშით 3:1 დაამარცხა “სოხუმი-საქართველო” და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. ვიქტორ სანიკიძის საკალათბურთო აკადემიის გუნდმა სუპერლიგის 2024-2025 წლების სეზონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და დებულების თანახმად, უმაღლეს ლიგაში ბოლო ადგილზე გასულ გუნდს ჩაანაცვლებს. ეს გუნდი იქნება “რუსთავი”, რომელსაც რეგულარულ ჩემპიონატში 1 მატჩი დარჩა სათამაშო, თუმცა ბოლო ადგილს ვერ ასცდება.

სუპერლიგაში გადასვლის შანსი დარჩა “ა” ლიგის ფინალში დამარცხებულ “სოხუმი-საქართველოს”, რომელიც მომავალ მეტოქეს ელოდება. გია კაზანჯიანისა და კახა ტომარაძის გაწვრთნილ სოხუმელებს საკვალიფიკაციო რაუნდში სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მე-10 ადგილზე გასული გუნდი დაუპირისპირდება, რომელიც ბოლო ტურმა უნდა გამოავლინოს.

“ა” ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა ჯერმეინ ჰედი, რომელიც ვსა-ს მთელი სეზონის მანძილზე ლიდერობდა. დრედებიანი ამერიკელი გამთამაშებელი სეზონში საშუალოდ 18.4 ქულას, 8.1 მოხსნას და 5.3 პასს აგროვებდა. მან დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა ფინალური სერიის მეორე მატჩი და სწორედ ის შეხვედრა მოიგეს სოხუმელებმა. სერიის ბოლო 2 მატჩში ჰედი აკადემიელთა შეტევების დირიჟორი იყო, რომელიც ქულების ხვეჭასაც ჩინებულად ართმევდა თავს. სერიის ბოლო, დღეს გამართულ შეხვედრაში, რომელიც ვსა-მ 78:67 (სტატისტიკა) მოიგო, ჰედმა 21 ქულა დააგროვა. ის ბოლომდე ჩართული იყო მეურვე პიჯეი ბერდთან ხისტ და ბინძურ თამაშში და ტექნიკურიც დაიმსახურა, თუმცა პირველი მატჩის მსგავსად, მეტი თავშეკავება გამიჩინა და ვსა გამარჯვებამდე მიაცილა.

მარტო ჯერმეინ ჰედი ვერას გახდებოდა, რომ არა აკადემიელთა გუნდური და მობილური თამაში. "სოხუმი-საქართველომ" კარგად იცოდა ამ მატჩის ფასი და ყველაფერს აკეთებდა, რომ მოგებით სერიაში ანგარიში გაეთანაბრებინა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ ეყო. ვსა-ს სხვა ლეგიონერები და ქართველებიც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და რამდენჯერაც კაზანჯიანის გუნდმა ჩამორჩენა შეამცირა (წინაც კი გავიდა), იმდენჯერ აკადემიელებმა შედეგიანი თამაშით მყისიერი პასუხი გასცეს. ძალიან სასარგებლო იყო კამერონ უორენსი, რომელიც შავ სამუშაოს შესრულებასთან ერთად შეტევაში მეტად აკურატული იყო. მისი 20 ქულა და 12 მოხსნა საბოლოო წარმატებაში უდიდესი კონტრიბუცია გახლდათ.

ერლ უოტსონმა თავი იმით ისახელა, რომ ბოლო პერიოდში, როცა თამაშის ბედი წყდებოდა, 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ზოგადად ის გასულ მატჩებში საჯარიმოებს დაბალი შედეგიანობით ესროდა, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში საჯარიმო ქულებიც ჩააგდო და თავისთავად, სამწამიანი ზონიდან ნასროლი ბურთებიც. მის ანგარიშზეც ორმაგი დუბლი დაგროვდა – 11 ქულა, 10 მოხსნა და ძალიან საჭირო 3 დაფარება. ამას დავამატოთ დათა კაკუშაძის 2 დაფარებაც და ასეთ პრინციპულ მატჩში მხოლოდ ბლოკირებით მოგერიებული მეტოქის 5 სროლა სოლიდური ბონუსია.

კაკუშაძე კარგი იყო დაცვაში და ნახსენებ 2 დაფარებას 8 ქულა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მოაყოლა. გარდამტეხი გამოდგა მესამე პერიოდი, რომელიც ვსა-მ 24:16 მოიგო და საპირველტაიმო 4-ქულიანი ჩამორჩენა 4-ქულიან ლიდერობად აქცია. მართალია, წინ მთელი 10 წუთი იყო, თუმცა თამაშის სადავეები აშკარად ვსა-ს ეპყრა და ლიდერობა არათუ დათმო, გაზარდა კიდეც. თამაში ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. ვსა დამაჯერებლად მივიდა გამარჯვებამდე და “ა” ლიგის თასთან ერთად საჩემპიონო მედლებიც ჩაიბარა.

ვსა-ს კაპიტანს, მაიზერ რევაზაშვილს, “ა” ლიგის თასი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, პაატა გურასპაულმა გადასცა. სეზონის MVP სპეციალური სიგელითა და პრიზით ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა დააჯილდოვა. ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდის ყველა წევრს “ა” ლიგის მოგების აღსანიშნავად მედლები გადაეცა.

2023-2024 წლების “ა” ლიგის სეზონი დასრულებულია. მხოლოდ მის ფინალისტ “სოხუმი-საქართველოს” დარჩა ფინალურ სერიაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკვალიფიკაციო რაუნდი სათამაშო, რომელიც 3 მოგებამდე გაგრძელდება.

GBF

gigi
მხოლოდ საქართველოში შეიძლება ასეთ ცირკს წააწყდეთ - ფედერაციის პრეზიდენტ ვიქტორ სანიკიძეს გუნდი ეყოლება უმაღლეს ლიგაში?!!
ადამიანი
ვაი თქვენს პატრონს
"კსუ-კავკასია" ხორვატიაში "დუბრავასთან" ბრძოლაში დამარცხდა
რატიშვილი ბაქოში გაასამებს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს