ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • პარაძიუდო
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

დე ლაურენტისს ხვიჩასთან დაკავშირებით ახალი იდეა აქვს - რა პუნქტის შეტანას აპირებს "ნაპოლის" პრეზიდენტი კვარაცხელიას განახლებულ კონტრაქტში

დე ლაურენტისს ხვიჩასთან დაკავშირებით ახალი იდეა აქვს - რა პუნქტის შეტანას აპირებს "ნაპოლის" პრეზიდენტი კვარაცხელიას განახლებულ კონტრაქტში

<p>Il Mattino წერს, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას აპირებს, ოღონდ კონტრაქტში სპეციალურ პუნქტს შეიტანს.</p><p>"დე ლაურენტისი დააკმაყოფილებს ხვიჩას ეკონომიკური თვალსაზრისით და კონტრაქტში კორექტირება მალე შევა. ახალი შრომითი ხელშეკრულებით ქართველი 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ახლა კი მისი გასამრჯელო 1,2 მილიონია.</p><p>"ნაპოლის" პრეზიდენტის იდეა და შეთავაზება იქნება, რომ კონტრაქტში შევიდეს გამოსასყიდი თანხის პუნქტი. იმ გუნდს, რომელსაც კვარაცხელიას შეძენა მოუნდება, 150 მილიონი ევროს გაღება მოუწევს და შესაძლოა, ეს შრომით ხელშეკრულებაშიც ჩაიწეროს", - წერს გამოცემა.<br></p>

  • სოსო

    ჩემი აზრით,დისლაიქების ავტორები ფიქრობენ,რომ ხვიჩა არაფრის გულისათვის აღარ უნდა დარჩეს,ნაპოლიში.

  • კინგი

    ვეთანხმები ჟორა გაბრიჭიძეს.მაგრამ ის ვერ გამიგია 12 ლაიქზე 7 დისლაიქი რას ნიშნავს? დიახაც 150 მილიონს თუ ჩაუწერს გამოსასყიდს,ხელფასიც შესაბამისი უნდა ჩაუწეროს

  • რეალისტი

    მოკლედ და კონკრეტულად: კვარას (და მისი ე.წ. აგენტის, ჯუღელის) მოთხოვნები ახალ კონტრაქტზე, დე ლაურენტისის (ჩარჩი ვაჭრის) მიმართ უნდა იყოს ასეთი - ხელფასი წლიური 4-5 მილიონის ფარგლებში, ხოლო გამოსასყიდი თანხა 100-120 მილიონი!

  • gio

    მითხარით, კვარას რომ არ ეთამაშა გასულ სეზონში ნაპოლიში, გახდებოდა ჩემპიონი ნაპოლი? ვერ გახდებოდა. ლავრენტას ფეხბურთი რომ ესმოდეს და უყვარდეს მაშინ იგი კვარასაც გაუგებდა და შეიყვარებდა. იგი მეორე წელსვე ყველაფერ მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, კვარას ხელფას 4/5/6 მლნ გაუხდიდა და გუნდს კვარაზე გადააწყობდა. იანვარის სატრანსფერო ბაზარზე რა ფეხბურთელებში დახარჯა 50 მლნ. მეტი? რამდენი მწვრთნელი გამოცვალა? შედეგი ნული. შარშან ლავრენტის ჯოკერი მოუვიდა და მოიგო. წელს ვერაფერი მოიგო, იმიტომ რომ შარშან მოსული ჯოკერით, ტუზებით და კაროლებით მოწინააღმდეგის კარტები არასწორად გაჭრა, თამაში აურია და ყველაფერი წყალში გადაეყარა.

  • Geo! -ს

    კი, სამუდამოდ აკაბალებს, იცის, 150 მილიონი ევროს გადამხდელი კვარაში არავინ არის და სამუდამოდ ყმად გაიხდის. საერთოდ არ უნდა მოითხოვოს ხელფასის გაზრდა და თქვას, რომ ლაურენტესთან არ დარჩება. ფეხებსაც ვერავინ მოსჭამს. ისე, ჩვენ ვინ გვეკითხება, ხვიჩამ უკეთ იცის საქმის რაობა და თავად გადაწყვიტავს. უჰჰ, ერთი ევროპაზე თუნდაც ჯგუფიდან გავიდნენ :::

  • GEO

    10 მლნ. იყიდა, 150 მლნ. ყიდის, ხელზე ორი წელი 1,2 მლნ და 2 წლის მერე 4 მლნ. მაგარი უსამართლობაა! ეგ 4 მლნ. არ მისცემს თუ არსებულ კონტრაქტს 2 წლით კიდევ ვადა არ გაუგრძელა. იტალიაში მაქს. ხელფასი როგორც მახსოვს 7-8 მლნ, თუ არ ჩავთვლით ოსიმხენის 10 მლნ. თან ჩემპიონთა ლიგაზეც არ იქნება ნაპოლი მომავალ წელს და რა გუნდი იქნება შემდგომში ღმერთმა იცის? ჩემი აზრით ხელი არ უნდა მოაწეროს და 1 წელი კიდევ გააგრძელოს ძველი პირობებით. 2025/26 წლ. სეზონში ლავრენტი უკეთეს პირობებს შესთავაზებს, რადგან უკვე ალბათობა მაღალი იქნება ხვიჩას უფასოდ დაკარგვის. დრო ხვიჩაზე იმუშავებს. მომავალ წელს ლავრენტი 100-ზეც დათანხმდება + 5 მლნ ხელფასი. ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ ამჟამად კვარას 150 არავინ იყიდის და მომავალ წელსაც არა მგონია. კვარას გამოსასყიდი თანხა უნდა იყოს 80, 90, მაქს.100 მლნ. მინდა უსურვო ამ რთულ შეთანხმებაში მამუკას წარმატებები ხვიჩასთან ერთად და ასევე, მთელს მსოფლიოში მილიონობით კვარას გულშემატკივარის გულის გასახარებლად!

  • gel-100

    მოსე მკითხავივით რო გადმოდექი და მკითხაობ ესე ხოარ იქნება? ისე ხოარ ჯობია? შენს მკითხაობას უყურონ და ელოდონ ლაურენტისი და კვარაა,,კვარას აქვს კონტრაქტი რომელიც 2027-წლამდე არის ძალაში 1200000-ევროიანი ხელფასით და სულ რო არ მოუმატოს ვერაფერსაც ვერ გააწყობს თან ეს ლაურა მაგარი ჯინიანი კაცია და მაგასთან ულტიმატუმებით საუბარი არ გამოვა,,ამიტომაც მკითხაობას ჯობია მოლაპარაკება სადაც ორივე მხარის პირობები იქნება გათვალისწინებული,კვარა აიღებს კარგ ხელფასს ლაურა კიდევ მომავალი ტრანსფერიდან კარგ ფულს,,ამ კონტრაქტს დატოვებს თუ გაახანგრძლივებს კვარა მაქსიმუმ მომავალ წელს მაინც გაიყიდება და რატო უნდა დაკარგოს ის გაზდილი ხელფასი რასაც მიცემენ? ვინმეს გგონიათ რო თუ არ გაახანგრძლივებს მერე უფასოდ წავა ნაპოლიდაან?? ეს გამორიცხულია, ხოდა 27-მდე ექნება თუ 29-მდე კონტრაქტი რა აზრი აქ?? უბრალოდ კვარამ აუცილებლად უნდა ჩააწერინოს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა, 130-მილიონი რეალისთვის ან ბარსასთვის ან კვარას რომელი გუნდიც ენდომება იმას ჩაწერენ კონტრაქტში და დანარჩენებისთვის 150-მილიონი,,ან 150-მილიონიდან რაც კვარას ეკუთვნის პროცენტები პირობითად 30-მილიონი უნდა იყოს ჰაერში და ნაპოლის ფიქსირებულად გადაუხდის მსურველი გუნდი დანარჩენ 120-მილიონს და დარჩენილი 30-მილიონის განკარგვის უფლება უნდა ქონდეს კვარას თუ ენდომება იმ კონკრეტულ გუნდში გადასვლა და ვერ გადაიხდის ის გუნდი 150-მილიონს კვარას ექნება საშუალება თავისი 30-მილიონიდან დაუკლოს რამდენიც უნდა და გადავიდეს თუ არ მოეწონება ის კონკრეტული გუნდი არ დაუკლებს და ეღირება 150-მილიონი,,და თუ ისე მოხდა რო 120-მილიონის გადახდაც დაეზარა მსურველ კლუბს მაშინ არც უნდა გადავიდეს ეგეთ გუნდში,,მოკლედ სურვილს გააჩნია,,კვარა ამიყვანე რა აგენტად გეფიცები მადლობას გეტყვი და შენც გათქმევინებ ისეთ კონტრაქტებს შეგიდგენ ხოლმე

  • სოსო

    ხელფასიც მნიშვნელოვანია,სოსო,მაგრამ მთავარი მაინც,დე ლაურენტისის, მის მიმართ ცინიკური და დაუფარავად უპატივცემულო დამოკიდებულებაა.სადაც პატივს არ გცემენ,იქ არ უნდა დარჩე.ეს აქსიომაა!არ ვიცი,ასეთი რა კონტრაქტი აქვთ დადებული,ამდენს რომ უბედავს და ესენი ხმასაც ვერ იღებენ,მაგრამ ყველაფერი კი უნდა იღონოს,მაქედან წამოსასვლელად.ჯუღელზე აღარაფერს ვიტყვი.თვითონაც უნდა წაეკითხათ ის კონტრაქტი,ხელის მოწერამდე.ხელფასად 4 მილიონის მოთხოვნისაც,რაღაც არ მჯერა!კონტრაქტის გახანგრძლივებას,აჯანყებას ვარჩევდი.თუნდაც კონტრაქტის ბოლომდე დაიტოვოს,მერე თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა და საბოლოო ჯამში,უფრო მეტ ანაზღაურებას აიღებს,თუმცა უფასოდ გაშვებას,მაინც უფრო ადრე მის გაყიდვას არჩევს,დე ლავრენტისი.

  • დავით 67

    ნაპოლიში ვინ რა თანხას იღებს იქნებ დაწეროთ, მე მარტო ოსიმენის და ხვიჩას ხელფასი ვიცი. აქ ბევრს ვერ გაუგია ის რომ ნაპოლი მდიდარი კლუბი არაა და რატომ უნდა ჰქონდეს თუნდაც ხვიჩას 10-15 მილიონი. ოსიმენისთვისაც 10 ძალიან არაადეკვატურია. 150მლნ გამოსასყიდი თანხა გასაგებია რატომაც დაადო. ამით მიანიშნა ყველას რომ ის გაყიდვას არ აპირებს. დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა კარგი ფეხბურთელია,ასევე ბევრი პერსპექტიული ფეხბურთელებიც და ყველამ ასტრონომიული თანხები უნდა აიღოს? ისე ვინმეს თუ გასჩენია კითხვა, საიდან მოდის ეს ფული? ანდა რას აკეთებს მინდორზე ფეხბურთელი ისეთს რომ ესეთი რაოდენობის თანხა აიღოს?? სიტის პსჟეს და სხვა გუნდების მეპატრონეები ნავთობმაგნატები არიან და აქვთ ბევრი თანხა. ამათ კინოპროდიუსერს ადრით? ლაურენტისი მათთან შედარებით ღარიბია. ამიტომ ვერ გავამტყუნებ მას. ფულით ბევრი რამის მიღწევა შეიძლება, მაგრამ გუნდის შექმნა ბევრად ნაკლები ფულითაც შეიძლება, რაც დამტკიცდა შარშან სერია ა-ში. ის კი არა, რომ არა ნაპოლის უიღბლობა გუნდი ლიგის ნახევარფუნალში იყო.

  • გულშემატკივარი

    როგორც ხვიჩა რისკავს, ისე რისკავს მეორე მხარეც, ვალდებულებას იღებს 5 წელი უხადოს 4 მილიონი, თუნდაც ვეღარ ითამაშოს ამ დონეზე სხვადასხვა მიზეზით. მართალია დღეის მდგომარეობით ხვიჩა ალბათ მეტს იმსახურებს, მაგრამ 5 წლიან პერსპექტივაში სამართლიანი კონტრაქტი მგონია, თანაც თუ ცოტა მოუმატა 150 მილიონის გადამხდელებიც გამოჩნდებიან და ლაურენტისი ვეღარ დაბლოკავს. გახსოვთ ყაზანში 20 მილიონი რომ შეთავაზეს, 30 მოითხოვეს და მას შემდეგ კიდე 1 წელი ატკეპნიეს რუსეთის მინდორი. თუმცა, თვითონაც ხომ წააგეს - ახია მაგათზე.

  • სიღატაკის პარადი

    აქ ხალხს ტრუსიკი არ აცვიათ და 4 მილიონი ევრო ეცოტავებათ ხვიჩასთვის სხვის საქმეში ბრძენ ხალხს

  • ჟორა გაბრიჭიძე

    ძალიანაც კარგი, იყოს 150 მილიონი, მაგრამ ხვიჩას ხელფასიც სათანადო უნდა იყოს, ანუ ის ფეხბურთელები, რომლებიც 150 მილიონი ღირან რამდენსაც იღებენ თავიანთ გუნდებში, იმდენი ხელფასი უნდა მიიღოს ხვიჩამაც.

  • შოთა

    ამან კარგი, შეიძლება იხუმრა ბოროტად(სამწუხაროდ), მაგრამ მე იმ ხალხის გამკვირვებია, რომ ალაიქებენ კომენტარს.

  • არტ

    რაღაც გაუგებარი ამბავია. დე ლაურენტისს გასაგებია რაც უნდა, მაგრამ კვარას რაში აწყობს ახლა კონტრაქტის გადახედვა? გასაგებია ფულის კუთხით კი, მაგრამ თუ სპორტულ მომავალზეა საუბარი მაშინ რატომ უნდა აწყობდეს? ნაპოლი კაცმა არ იცის რა დღეში იქნება გაისად და უახლოეს წლებში. ოსიმენი მიდის, ჟელინსკიც, ვინც წელს მოიყვანეს არაფრად ვარგა, მწვრთნელი ვინ იქნება გაუგებარია და ვინც იქნება თუნდაც კონტე, როგორ გაამართლებს კიდევ საკითხავია. ნაპოლი გრანდი არ არის, რომელმაც შეიძლება ერთი სეზონი ჩააგდოს, მაგრამ მერე მაინც წელში გასწორდება და თუნდაც ჩემპიონთა ლიგის ზონაში სულ იქნება. ნაპოლისნაირი გუნდები ათასში ერთხელ გაიბრწყინებენ და მერე კარგა ხნით იკარგებიან ხოლმე ევროპული სცენიდან და სადღაც ცხრილის შუაში ჩერდებიან.ასე ხშირად ხდება. ხვიჩა ულაპარაკოდ უკვე ვარსკვლავია, მაგრამ ამ სტატუსის განსამტკიცებლად და უფრო მაღალ საფეხურზე ასასვლელად აწყობილი და ამბიციური გუნდი ჭირდება. იქნება კი ნაპოლი ასეტი გუნდი უახლოეს წლებში, კაცმა არ იცის. ამიტომ არ ჯობია გაისამდე დატოვოს ძველი კონტრაქტი ძალაში, გაისად კი სიტუაცია ცოტა მაინც გაცხადდება და მერე მიიღოს გადაწყვეტილება? კი, მატერიალური თვალსაზრისით დაკარგავს, მაგრამ სამაგიეროდ სპორტული და კარიერული თვალსაზრისით ალბათ მოიგებს.

  • ქორ-პარიკმახერი

    ხელფასი 10 მლ (მინიმუმ) და გამოსასყოდი 80 მლ (მაქსიმუმ)! არადა, არანაირი ვადის გაგრძელება და არანაირი ახალი კონტრაქტი! მგონი ასე აჯობებს. დარწმუნებული ვარ ხვიჩას ოჯახმა მშვენივრად იცის ყველაფერი და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ რომელიც მის კარიერას შეუწყობს ხელს!

  • კ ო მ ბ ლ ე

    ცალი ფეხი წითლად როშეუღებონ, მეორე კი ვერცხლისფრად ვითომ არ ივარგებს? იტალიაში შეღებილი ფეხებით თამაში აკრძალული არაა და რომ ქნან, ააა? ხვიჩა; რომელი გინდა წითლად, მარჯვენა თუ ბრმანაწლავის მხარე?

  • ბს

    100 პროცენტი! კიდევ უფრო დიდ კაბალაში უნდა რომ ჩააგდოს, რომ უმისოდ საერთოდ ვერ გაინძრეს და თან 2029 წლამდე (ნამდვილ მონად უნდა რომ აქციოს ამ გნიდამ, ამან). დიდი გაიძვერაა ბებერი. ,,საერთოდ არ მაინტერებს ეგ თვენი კონტრაქტი და არსადაც არ მივდივარ"- თქო, უნდა თქვას ხვიჩამ და ერთ წელიწადში აქეთ ხვეწნას ეს გაიძვერა, ხოლო დასრულებამდე ერთი წლით ადრე ყველა კოზირი უკვე ხვიჩას ხელში იქნება და მერე ვნახოთ ეს ბებერი გაიძვერა როგორი ტკბილი ბაბუა გახდება. ეს იმდენად ნათელია რომ დარწმუნებული ვარ ხვიჩას მხარეც მშვენივრად ხვდება, რომ ამ შემთხვევაში ,,ხვალინდელი ქათამი" უეჭველი სჯობია ,,დღევანდელ კვერცხს". ,,საერთოდ აღარ მაინტერებს" თქო და გააკეთოს კონცენტრაცია ვარჯიშზე და თამაშზე, დარწმუნებიული ვარ არაფერს არ დაკარგავს და პერსპექტივაში ბევრად მეტს მოიგებს. აუ რა მაგარი იქნება ახალ კონტრაქტზე რომ დაუწყებს ხვეწნას, აი მაშინ უნდა უთხრას აგენტმა ჯუღელმა: -,,ჯერ ის აანაზღაურეთ რაც ამ წლების განმავლობაში გვეკუთვნოდა და არ გვაძლევდით, მერე ხელფასი გამიზარდეთ 20 მლ-ზე და გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ჩავწეროთ თქო, არადა უფასოდ წავალ მალე და სულ კარგად იყავი შე ძუკნა თქო". ხო იქნება ღირსი? ამას თავისი თავი გონია მარტო ჭკვიანი

  • Emigranti

    ხვიჩა ფაფხურობს და შენ ფრინავ? რამ გაგავოროტათ ესე სხვის წარმატებაზე რომ სისხლ ..ამთ

  • გიორგი

    ეს კაცი კინოპროდიუსერია თუ დახლიდარი 4 მილიონ ხელფასიანში 150 მილიონი უნდა აიღოს.აჩქარება არცეთ საქმეში არ ვარგა ჭკვიანი კაცის ნათქამია.

  • მაო

    ეს ისეთივეა თეთრზე შავიაო,რომ იძახო. სირცხვილია!

  • ilo

    სხვისი ფულების დათვლას საქმეს მიხედეთ.თვითონ არაფერს ამბობს და თქვენ ვისი ტიკიტომარები ხართ.

  • ასეა ეს

    ბურთი ვერ გააქვს, საგოლე პასს ვერ აკეთებს.ფაფხურში 1,5 მილიონს აძლევენ მეტი რა უნდა.

  • SOSO

    ისე. ცოტა ხნით რომ პაუზა აიღოთ და ათასი ყურით მოთრეულ ჭორები არ გაავრცელოთ ამ ბიჭზე არაა...სანაკრებო თამაშებამდე მაინც, იქნებ იქ ევროზე გაისროლოსსს.....თუ არა და ვერ ნახეთ როგორ ითამაშეს მაგის პოზიციის შემტევებმა ჩ/ლიგის ნახევარფინალში გუშინ და გუშინწილ, რომელი ერთი ჩამოვთვალოო, ვის ახსოვს დღეს კვარა, მთელი საფეხბურთო მსოფლიო ჯერ ისევ ამ თამაშების ხიბლშიაა....რომ გაიძახით თუთიყუშივით წადი-წადი, ამასთან სხვის მილიონებს აფრიალებთ,საინტერესოა, როგორ წარმოგიდგენიათ ესს..ჩაალაგოს ჩემოდანი და მივიდეს სიტიში,რეალში თუ ბასრაში და უთხრას-აა ბატონო მოვედი და 8-10 მილიონი ხელფასი დამინიშნეთო...დაახლოებით ალბად ასე...

  • და კიდე სამი წელი 1,2 მილიონიან ხელფასსზე იჯდეს? ხვიჩა

    აბა, ხო მოკვდება შიმშილით.

  • David

    აცადეთ ჯუღელს 4.2 მილიონზე აიყვანს

  • მიტუა

    ეს კაცი რას არ იგონებს ოღონდ ხვიჩას ნაკლები გადაუხადოს

  • რა მაფიაა?

    ჯერ ვლანძღეთ ეს პუნქტი რატო არ ჩააწერინაო, ეხლა რატო აწერინებსო, ჩამოვყალიბდეთ მგონი )) ეს პუნქტი უნდა იყოს, ოღონდ მოლაპარაკების ამბავია, ჯობია ცოტა ნაკლები... ამის გარეშეც თუ შეთანხმდებიან გაყიდვა შეიძლება ნაკლებ თანხაშიც. უბრალოდ ეს ნიშნავს რომ თუ ვინმე 150-ს გადაიხდის, ნაპოლის შეწინააღდეგება აღარ შეეძლება. 100-120 რო იყოს ცუდი არ იქნება

  • Bbbb

    უცნაურია, კვარა და მისი ოჯახი მიიღებს მათთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას, ეს მათი საქმეა. თუმცა ჩემი აზრით დე ლაურენტისის ამ შემოთავაზებას არ უნდა დათანხმდნენ. ოსიმენს 120 მილიონი ევრო ჩაუწერა გამოსასყიდი და ლამის 13 მილიონამდე აქვს ხელფასი და კვარას შემთხვევაში 4 მილიონს გეგმავს ხელფასის სქხით და 150 მილიონს გამოსასყიდს? ცოტა ძააან არალოგიკურია. მაგ გამოსასყიდზე მინიმუმ 15 მილიონი მაინც უნდა მისცენ ხელფასი, ეს ჩემი აზრია

  • ნიკა

    სამი წელი არა, სამი წელი თუ არ გაყიდიან თავისუფალი აგენტი იქნება და უსასყიდლოდ წავა, კონტრაქტი თუ არ გაგრძელდა მომავალი წლიდან დელაუტრენტისი დაიწყებს გაყიდვაზე ფიქრს, ერთი წელი ჯობია ქონდეს ეხლა რაც აქ ის ხელფასი და გრანდში როცა გადავა მაინც აინაზღაურებს მაგ სხვაობას

  • ჯეჯე

    პერეგავორები და პრედლაჟენიები როდისაა ჩანიშნული?

  • Ზაზა

    შემხვედრი წინადადება -წელიწადში 15 მილიონი ევრო ხელფასი და გამოსასყიდი თანხა 120 მილიონი ევრო! სხვა შემთხვევაში აურელიო, იდი ნა ხ...ი!!! ხვიჩა თავს უშველე !!!

  • ხვიჩა

    და კიდე სამი წელი 1,2 მილიონიან ხელფასსზე იჯდეს?

  • pablo

    ანუ, გამოდის რომ დე ლაურენტისი ავითარებს შემდეგ ლოგიკას - ოსიმენი, რომლის გასამჯელო 10 მილიონია წელიწადში, გამოსასყიდ თანხად უდევს 120-130 მილიონი და კვარაცხელია, რომლის ხელფასიც 4 უნდა გახდეს (გახდება თუ არა ესეც არ ვიცით) გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი უნდა ეწეროს? ბნელა იბიომატ???

  • ხასანა ძია

    უკვე მეცოდება ხვიჩა ამ რბაფეხას ხელში,მიდი ხვიჩა თავს უშველე ორი წელია აქა ხარ გაგიცნო ევროპამ კაი გუნდების მეტი რაა მადლობა ნეაპოლს და წავიდა ესპანეთში ან ინგლისში

  • ნიკა

    აუ, ვის ხელში ჩავარდა ეს ბიჭი, კარიერის ნახევარზე მეტის გატარება ამ განუვითარებელ გუნდში მოუწევს მემგონი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააგრძელოს კონტრაქტის ვადა და არც ის პუნქტი არ უნდა ჩაამატებინოს.

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს

"შენ და მამაშენი ამისთვის გადაიხდით, ფრთხილად იყავით" - დე ლაურენტისებს ემუქრებიან

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

დე ლაურენტისს სერია A-ში ეს მნიშვნელოვანი ცვლილება სურს - რა ინიციატივა წამოაყენა "ნაპოლის" მფლობელმა

კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

დღეს "კვარა" ბრუნდება - მამარდაშვილი "მანჩესტერის" წინააღმდეგ!..

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს

"პსჟ-მ სახელფასო განაკვეთი შეამცირა - როგორია კვარაცხელიას გასამრჯელო?" - ფრანგული გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს

განშორება ახლოვდება - "გალათასარაი" ოსიმენს "ნაპოლისგან" გამოისყიდის

"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს

"კვარას" გაყიდვის შემდეგ, კონტეს "ნაპოლიდან" წასვლა სურდა, მაგრამ ამიტომ გადაიფიქრა" - ადანიმ იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"სალაჰი, ტოტი, კვარაცხელია..." - სპალეტიმ სიმბოლური ნაკრები შეადგინა

"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება

"ასეთ პირობებზე ვერ დავრჩებოდი" - სპალეტიმ "ნაპოლის" დატოვების მიზეზი დაასახელა