უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისათვის 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

ქართველი გულშემატკივრებისთვის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი - https://www.uefa.com/euro2024/ticketing/

პორტალზე შესასვლელად საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი.

ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყებისას უეფას პორტალი მოგანიჭებთ რიგის ნომერს. რიგი ჩაირთვება 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე. ერთ მომხმარებელს საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის თითოეულ მატჩზე 2 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება.

პორტალზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი:

პირველი კატეგორია - 200 ევრო

მეორე კატეგორია - 150 ევრო

მესამე კატეგორია - 60 ევრო

მეოთხე კატეგორია - 30 ევრო

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც Alipay-ის ელექტრონული საფულით, ისე საბანკო ბარეთებით (VISA ან Mastercard). ბილეთის ფასს ბანკის მოსაკრებელი არ ემატება.

სასურველი ბილეთის შერჩევისა და შესყიდვის განსახორციელებლად, თითოეულ მომხმარებელს 15 წუთი აქვს. საბანკო ოპერაციის დასრულების შემდეგ, ბილეთის შეძენის დამადასტურებელი წერილი თქვენი პირადი პროფილის შესაბამის განყოფილებაში აისახება და თქვენს მიერ მითითებულ პირად ელ-ფოსტაზე გამოიგზავნება. თამაშის ბილეთს მოგვიანებით, მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღებთ.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს დორტმუნდში ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს ჰამბურგში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

წყარო: Nakrebi.ge

BOSS
მეც ვერ გავიგე 2 თუ 4 ბილეთის ?! და ვისთვისაც ვყიდულობ იმის სრული მონაცემებიც უნდა მქონდეს თუ ჩემ სახელზე იქნება ორივე(ოთხივე) ბილეთი.ვინც ერკვევით დაწერეთ რა
gio9
ამათმაც არ იციან რას წერენ გაუგებარია ძალიან ეხლა რომ დავრეგისტეირდე 15 ში რიგის ნომერს ავტომატირად მომანიჭებს საიტი თუ15 ში უნდა დავრეგისტრირდე და რიგი დავიკავო ვერ გავიგე ამათი პორტალი არ გაიშვა ))
ირაკლი
ვერ გავიგე, უეფა იძახის 4 ბილეთიო, ძაან გაუგებარია.
გიგო პაპა
პაპა-ბებიის სურათებიც არის საჭირო? და ისა, დღეში რამდენჯერ შევდივარ ტუალეტში არ უნდა უნდა მივუთითო? ფეხის ზომა იციან თუ ეგაც უნდა ჩავწერო?
123_123
კი არის შესაძლებელი.
რეალობა
Account-ის შექმნა თუ არის შესაძლებელი წინასწარ, ნუ დაელოდებით 15 აპრილს, რომ მერე დრო არ დაკარგოდ ამაზე. შედით თქვენს აკკაუნტში (sign in/log in) და დაელოდეთ ბილეთების გაყიდვის მომენტს. თუ ბევრი კომპუტერები გაქვთ, თქვენი ოჯახის წევრებმა სხვა კომპიუტერიდან იყიდონ ბილეთები. ზოგმა ტელეფონი ან პლაშეტი გამოიყენოს. მაგრამ კომპიუტერით უფრო დიდი შანსი გექნებათ.
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
ოდიოზური მორგანი არგენტინის გამარჯვებამ გააღიზიანა და ახლა ესპანეთის იმედადღაა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი