სერია A-ს 32-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ფროზინონეს“ დაუზავდა - 2:2.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, კვარაცხელიამ მცველი ჩამოიცილა, ოსიმენი მეკარე ტურატის პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან გატანა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ მალე პოლიტანომ შესანიშნავი გოლით დააწინაურა თავისი გუნდი. შემდეგ ოსიმენმა კიდევ ერთი შანსი გაუშვა ხელიდან. 29-ე წუთზე რაჰმანიმ საჯარიმოში შედირა წააქცია, მაგრამ სულეს პენალტი მეკარე მერეტმა არ გაატანინა. ნეაპოლელებმა იერიშები გააგრძელეს, ზილენსკის თავური ოდნავ ასცდა მიზანს, მერე პოლონელის დარტყმულ ბურთს ტურატი დაეუფლა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ერთი ერთზე გასულმა ოსიმენმა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, თუმცა კრემონელები მცველმა რომანიოლიმ გადაარჩინა. ცოტა ხანში კი მერეტის შეცდომით შედირამ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. ისევ შეუტია „ნაპოლიმ“, კვარაცხელიამ მიზანს ვერ უწია, მერე კიდევ დაარტყა და მეკარემ მოიგერია. მომდევნო ეპიზოდში ხვიჩას დარტყმულ ბურთს მიმართულება ოსიმენმა შეუცვალა და „პარტენოპეი“ წინ გავიდა. ერთი სიტყვით, ქართველის აქტიურობამ შედეგი გამოიღო და მეექვსე საგოლე გადაცემა მიითვალა. მაგრამ რად გინდა, ისევ ჩავარდა მასპინძელთა დაცვა და შედირამ თავურით დუბლი შეასრულა. მწვრთნელმა კალცონამ ზილენსკი და პოლიტანო კაიუსტეთი და რასპადორით შეცვალა. კიდევ დაუშვა შეცდომა „ნაპოლის“ დაცვამ და მერეტმა სეკს 100%-იანი გოლი არ გაატანინა. 83-ე წუთზე ანგისას ნაცვლად მოედანზე სიმეონე შევიდა. კომპენსირებულ დროში მარიო რუიმ წითელი ბარათი მიიღო და შეხვედრაც დასრულდა.

სტუმართა გუნდის შემტევი კვერნაძე სათადარიგო იყო.

„ნაპოლი“ 49 ქულით მერვე ადგილზეა და 20 აპრილს გასვლაზე „ემპოლის“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ფროზინონე 2:2

გოლები: 1:0 პოლიტანო (16), 1:1 შედირა (50), 2:1 ოსიმენი (63), 2:2 შედირა (73)

გამოუყენებელი პენალტი: სულე (30, ფროზინონე)

გაძევება: მარიო რუი (90+8, ნაპოლი)

ხვიჩა
ბიჭოოო რა ბედოვლათი გუნდია თუ ჩემპიონთა ლიგაზე არ გინდა თამაში რატომ უნდა დარჩე მაგ გუნდში??
giorgi 3
დე ლაურენტისმა ჯობია საშუალო დონის მეკარე და მცველები მაინც შეძინოს
ტაგუ
სამწუხაროდ, ხვიჩამ, დიდი ფეხბურთი რვა თვე ითამაშა. ახლა, საშუალო ევროპულ დონეზე ოდნავ მაღლაა. იქნებ, გუნდის შევცლაა გამოსავალი. ცოდვაა, ეს ოქროს ბიჭი ასეთ ,,ნაპოლიში” ჩაიკარგოს.
კახა
ანგისას .....ორჯერ პასი არ მისცა ხვიჩას,როცა კარგი გახსნილი იყო და პირისპირ გადიოდა კვარა მეკარესთანა და აუცილებლად შეაგდებდა კვარა, თან ისეთდროს ორ ბურთიანი ფორა ექნებოდა. ნუთუ ამას მწვრთნელი ვერ ხედავს?როგორ დააგნორაა კვარა ორჯერ.ნერვები მომეთხარა. ანგისა ამის გამო დასასჯელია თან მერამდენედ აკეთებს ამას უკვე.ჩემი ნება რომ იყოს ფეხქვეშ გავიგდებდი.
ბადრი
აუტსაიდერ, გასავარდნ გუნდს რომ ვერ მოუგებ რაზეა საუბარი. კვარაცხელია მინდორზე ყავთ როგორც სათადარიგო მოთამაშე, ხანდახან, იშვიათად რომ ათამაშებ.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს