ბაქოს გარეუბანში, კასპიის ზღვის სანაპიროზე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის დროს ქართველი დიდოსტატი თორნიკე სანიკიძე დაზარალდა
ის-ის იყო პირველი ტურის პარტიები დასრულდა და შეჯიბრების მონაწილეები ბაას-ბაასით სავახშმოდ მიემართებოდნენ, რომ "AF-HOTEL"-ში შუქი ჩაქრა და ყველამ დამწვრის მძაფრი სუნი იგრძნო.

"ვიწვით", - იყვირა ვიღაცამ. ვინც მოასწრო, ქუჩაში გავარდა, სასტუმროში მცხოვრებთა უმრავლესობამ (როგორც მოჭადრაკებმა, ისე - დამსვენებლებმა) კი კვამლში გზის გაკვლევა რომ ვერ შეძლო, სასტუმროს აივანზე გავიდა და იქ დაელოდა სტიქიის განაჩენს.

საბედნიეროდ, ხანძარი მალე ჩააქრეს და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, თუმცა ამ დავიდარბაში ერთი დაზარალებული მაინც აღმოჩნდა - ქართველი დიდოსტატი თორნიკე სანიკიძე. სასტუმროში შუქი რომ ჩაქრა, ის მეუღლის მოსაძებნად გაიქცა. სიბნელეში კარი ვერ შეამჩნია და ისე ძალუმად დაეჯახა, რომ მოკლე ჩართვის მსგავსად თავად ყრიდა თვალებიდან ნაპერწკლებს. საბოლოოდ, მაინც იოლად გადარჩა - კოპით (სურათზე).

ეს ამბავი შაბათს მოხდა ბაქოს გარეუბანში, კასპიის ზღვის სანაპიროზე, დასავენებელ ცენტრ "AF-HOTEL"-ში, რომელიც აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირს ("ბაქო-2011") მასპინძლობს.

ასპარეზობის საპრიზო ფონდია 50 ათასი ევრო. შეჯიბრებაში მაღალი რეიტინგის მქონე დიდოსტატები იბრძვიან. მათ შორის - შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2765), ფრანცისკო ვალეხო (ესპანეთი, 2724), პერეს დომინგუში (კუბა, 2719), ალექსეი დრეევი (რუსეთი, 2711), ემილ სუტოვსკი (ისრაელი, 2700), დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი, 2696), სერგეი ჟიგალკო (ბელარუსი, 2689), რაუფ მამედოვი (აზერბაიჯანი, 2679), ილია სმირინი (ისრაელი, 2676)... ტიტულის მაძიებელთა შორის რვა ქართველი მოჭადრაკეცაა: მიხეილ მჭედლიშვილი (2618), მერაბ გაგუნაშვილი (2588), თორნიკე სანიკიძე (2525), გიგა ყუფარაძე (2467), დავით მაღალაშვილი (2463), გაიოზ ნიგალიძე (2448), სალომე მელია (2437), ბაჩანა მორჩიაშვილი (2376).

პირველი ტურის სენსაცია ის იყო, რომ ასპარეზობის რეიტინგფავორიტი შაჰრიარ მამედიაროვი თანამემამულე ოხრან აბდულოვს დაუზავდა თეთრი ფიგურებით. დანარჩენმა ფავორიტებმა უპრობლემოდ მიაღწიეს წარმატებას. მე-2 ნომრად განთესილმა ფრანცისკო ვალეხომ შავი ფიგურებით ბაჩანა მორჩიაშვილს სძლია.

ჩვენებურთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: შაჰრიარ რახმანოვი (აზერბაიჯანი)-მიხეილ მჭედლიშვილი 0:1, მარი ქურიად პოუაი (ირანი)-მერაბ გაგუნაშვილი 0,5:0,5, თორნიკე სანიკიძე-ალიზამინ ჯაფარლი (აზერბაიჯანი) 1:0, ჰაკან ერდოოანი (თურქეთი)-გიგა ყუფარაძე 0:1, დავით მაღალაშვილი-ამირ კოვსარინია (ირანი), გაიოზ ნიგალიძე-თაბრიზ იდრისოვი (აზერბაიჯანი) 0,5:0,5, ელანურ ალიევი (აზერბაიჯანი)-სალომე მელია 1:0.

მეორე ტურში ვალეხომ სანიკიძე დაამარცხა (ამის შემდეგ მოდი და ნუ იტყვი, სანიკიძე ორმაგად არ დაზარალდაო), ყუფარაძე-სუტოვსკი 1:0, ანდრეიკინი -მაღალაშვილი 1:0, მჭედლიშვილი-ელნურ ალიევი 1:0, გაგუნაშვილი-კანან იზათი (აზერბაიჯანი) 1:0, ხაიალა ისკანდაროვა (აზერბაიჯანი)-ნიგალიძე 0:1, მელია-შაჰრიარ რახმანოვი 1:0, ალიზამინ ჯაფარლი-მორჩიაშვილი 1:0.

ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ 12 დიდოსტატი დაწინაურდა. მათ შორისაა მჭედლიშვილი, რომელიც დღეს, 8 აგვისტოს შავი ფიგურებით სუტოვსკის დაუპირისპირდება. ქართველთაგან დანარჩენები მე-3 ტურში ასე დაწყვილდნენ: ნიგალიძე-რაუფ მამედოვი (აზერბაიჯანი), ჰოუია იდანი (ირანი)-გაგუნაშვილი, სანიკიძე-ნიჯათ აგაევი (აზერბაიჯანი), შაჰრიარ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)-ყუფარაძე, მაღალაშვილი-ალიზამინ ჯაფარლი (აზერბაიჯანი), როუია-მელია, მორჩიაშვილი-მუშვიგ ასგაროვი (აზერბაიჯანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"