გიორგი შერმადინის მორიგი სუპერმატჩი ესპანეთის ჩემპიონატში, რითაც ის დიდი ალბათობით კვლავ ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდება. ქართველი ცენტრის წინამძღოლობით "ლენოვო ტენერიფემ" ესპანეთში ჩემპიონატში ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო. 29-ე ტურში კანარელებმა "ბილბაო ბასკეტს" უმასპინძლეს და 101:84 გაიმარჯვეს.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 25:53 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი მხოლოდ ერთხელ დაკარგა. ქართველმა ცენტრმა ტრადიციულად სროლათა უზარმაზარი პროცენტულობა დააფიქსირა და 10-დან 9 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 43 შეადგინა, რითაც უთუმცაოდ გახდა მატჩის MVP. აღსანიშნავია, რომ შერმადინმა ეს შედეგი მისი გამზრდელი მწვრთნელის, ჯამლეტ ხუხაშვილის დაბადების დღეზე დააფიქსირა, რომელიც ამ დღეს 80 წლის გახდებოდა.

მიმდინარე სეზონში შერმადინი ბევრად ნაკლები პროცენტულობით ხდებოდა ტურის MVP და ამჯერად ამ შედეგის გამეორებას, დიდი ალბათობით, წინ არაფერი დაუდგება. 29-ე ტურში კვირას კიდევ 5 მატჩს ითამაშებენ და თუკი ეს შედეგი ვერავინ გადაფარა, შერმადინი 22-ედ გახდება ტურის საუკეთესო და ამ კატეგორიაში ესპანური ლიგის თავისსავე რეკორდს კიდევ ერთხელ გააუმჯობესებს. დავაფიქსიროთ, რომ 43 ამ სეზონში არავის დაუფიქსირებია. თავად შერმადინისთვისაც ეს შედეგი კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

"ტენერიფეს" 19 მოგების წილ 10 წაგება აქვს "ბარსელონასთან" ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს.

GBF.GE

გოგა
კლუბში მარსელინიო უერტასია გამთამაშებლად და ნაკრებში, სამწუხაროდ ამ დონის გამთამაშებელი არ გვყავს. ცენტრის შედეგიანი თამაში საკუთარი თავის გარდა, დიდწილად გამთამაშებელზეც არის დამოკიდებული..
ავთო 1964
წლებია ნაკრებში ნორმალური გამთამაშებელი არ გვყოლია.ნაკრებში პასის მიმცემი არ გვყავს თუნდაც 39 წლის მისი თანაგუნდელი უერტასის დონის !!!
სოსო
ნაკრების და კლუბის დონე,ერთია?ეგეც არ იყოს,იქ გამთამაშებლად პუერტასი ჰყავს,რომელიც თავის მხრივ,ასევე ლიგის რეკორდსმენია,პასების მიხედვით.საქართველოს ნაკრებში ვის ხედავ,მსგავსი დონის გამთამაშებელს?ცინცაძეს,ასაკი საგრძნობლად შეეტყო,წინა სეზონში და მაკფადენმაც საგრძნობლად უკლო,წინა სეზონში.სხვა გამთამაშებელი კი,არავინ გვყავდა.მაგას თორნიკეს ფაქტორი დაამატე,რომელსაც გამთამაშებელი არ სჭირდება და თვითონაც უმაღლეს დონეზე თამაშობდა.გიორგის ტრავმაც აწუხებდა და ვერც გუნდში ბრწყინავდა,იმ დროს.მოვიყვანოთ პუერტასი და გიო აქაც გაბრწყინდება.
ლაშა
რავიცი, ნაკრებში ასეთ დონეზე ვერ თამაშობს და!…
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში