ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. სეზონის ბოლო შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიომ", რომელმაც "დეტროიტ პისტონსს" უმასპინძლა და 123:95 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. სანდრო ახლოს იყო მორიგ ორმაგ დუბლთან – მან 18 ქულა, 8 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი დააგროვა. მამუკელაშვილმა 7-დან 4 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილი ერთხელაც არ დაჯარიმებულა, ბურთი კი სამჯერ დაკარგა.

რაც შეეხება შეხვედრას, მისი ბედი, ფაქტობრივად, პირველ ნახევარში გადაწყდა, როცა "სან ანტონიო" წინ 23 ქულით გავიდა. გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ჯეიმს ვაისმენი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი – 21 ქულა და 18 მოხსნა დააგროვა. ტექსასელების მხრიდან კი სწორედ სანდრო გამოირჩა.

საერთო ჯამში, სანდრომ მიმდინარე სეზონში 45 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საშუალოდ ის 9.4 წუთს თამაშობდა, რა დროშიც 3.8 ქულას, 3.1 მოხსნასა და 1.1 პასს აგროვებდა.

"სან ანტონიო სპურსმა" რეგულარულ სეზონში დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილი დაიკავა. გრეგ პოპოვიჩის 82 მატჩიდან 22 მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" აჯობა.

GBF

ნოდოს
მეც ეგ მაინტერესებს, მართლა როგორ უნდა შეინარჩუნოს ფორმა? უნდა ეძლეოდეთ უფლება ევროპულ გუნდებთან დროებითი კონტრაქტი დადონ, რომელი წელი იყო არ მახსოვს ნბა-ში ლოგდაუნი გამოცხადდა და კალათბურთელების მიეცათ ნება რამდენიმე ხანი დაახლოებით ერთი თვე ევროპაში ეთამაშათ, ზაზა მაგალითად გალათასარაიში იყო და ა.შ.
ნოდო
საქარტველოს ნაკრებიდან ყველაზე ადრე და ივლისამდე რა უნდა ქნას ფორმისტვის ?
ზაქრო
პოპოვიჩი სანდროს ამზადებს მომავალი სეზონისთვის, ჭკვიანი მწრთვნელია !
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] ეს რა იყო - მამუკელაშვილის ბრწყინვალე ჩატენვა და გაოგნებული დონჩიჩი
[VIDEO] მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - "სან ანტონიო სპურსი" NBA-ის სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
"კალათბურთი მაღალ დონეზე ესმის" - ოსტინ რივზმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა
[VIDEO] ბრანსონის სასწაული! 53 წლის შემდეგ პირველად - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA-ის ჩემპიონია
[VIDEO] ბრანსონის 30 ქულა - "ნიქსმა" სუპერფინალი მოგებით გახსნა
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] სუპერსერია მეშვიდე მატჩით დასრულდება - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა და
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა