ბოლნისის "ყოჩებმა" ქუთაისის"‘არესი" 32:17 დაამარცხა და დიდი 10-ის ფინალის საგზურისთვის, 21 აპრილს "ლელოს" „ლელო არენაზე“ შეერკინება.

ქვემოქართლელები საჩემპიონო პლეი-ოფში რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში მოპოვებული გამარჯვებით, მე-6 გუნდად შევიდნენ, თუმცა იქ შესანიშნავი თამაში აჩვენეს და ჯერ "ბათუმი" დაამარცხეს ბათუმში (11:7), ახლა კი "არესს" მოუგეს ქუთაისში. "არესმა* რეგულარული გათამაშება მე-4 საფეხურზე დაასრულა და საბოლოოდ სეზონიც ამავე პოზიციაზე დაასრულა.

„აია არენაზე“ სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და მცირე ფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვეს. ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა. ლაშა მალაღურაძემ 50/22-ზე გაახერხა და საკუთარ გუნდს მეტოქის 22-ში დერეფანი მოუპოვა. იქიდან შეტევისას ბურთი ფეხით შეაცურა, ის ერთ-ერთ მოთამაშეს მოხვდა, რომან მახათაძეს ხელებში ჩაუვარდა და ლელო ძელებშუა გავიდა. მალაღურაძემ გარდასახვის შემდეგ მე-17 წუთზე ჯარიმა გაიტანა.

ტაიმის შუაში "არესს" ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა, 24-ე წუთზე კი "ყოჩებმა" მეორე ლელო გაიტანა. 5-მეტრიან დერეფანში ბურთის ბოლო მხტომელზე მოგების შემდეგ, ამირან მიქაძემ მოულოდნელად შეუტია და ის ვერავინ შეაჩერა. მალაღურაძემ გარდასახვის შემდეგ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ‘ყოჩებმა’ ტაიმი 20:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და "ყოჩების" თავგანწირული დაცვის მიუხედავად, 49-ე წუთზე მურთაზ ცხადაძემ ძალისმიერი ლელო გაიტანა. ცოტნე კვესელავამ გარდასახა. 55-ე წუთზე მალაღურაძე მოედნის ცენტრში ფეხით თამაშისას შეცდა, პენი ტუმბუნამ ბურთს ფეხი ორჯერ წაკრა და მართალია ლელო თავად ვერ დაამიწა, მაგრამ იქვე გივი კაშია გაჩნდა და ჩამორჩენა 8 ქულამდე დაიყვანა. კვესელავას სხვაობის კიდევ 2 ქულით შემცირება შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა გაუცუდდა.

"ყოჩები" გააქტიურდა და ინიციატივა მალევე დაიბრუნა. 61-ე წუთზე კოტე იაშვილმა მეტოქის ზურგში ცარიელი სივრცე მოძებნა და ფეხით გადაკიდებულ ბურთს თავადვე დაეუფლა, მას კარგად მიჰყვნენ თანაგუნდელები და სწრაფი შეტევა გოჩა თავართქილაძის ლელოთი დასრულდა. 78-ე წუთზე ფეხით გადაკიდებულ ბურთს უკვე გიორგი გამყრელიძე დაეუფლა, მბოჭავს დაუსხლტა და თავისი გუნდის მე-4 ლელო გაიტანა. მალაღურაძე გარდასახვიდან ზუსტი იყო.

ბოლო წუთზე "არესმა" ხელდახელ შეტევით კიდევ ერთი ლელოს გატანა მოახერხა (ბონდო აბაშიძე), მაგრამ ამით საერთო სურათი არ შეცვლილა და "ყოჩებმა" მცირე ფინალის საგზური მოიპოვა – 32:17. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკა ჩხიკვაძე გახდა.

RUGBY.GE

საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" დრეზდენის "დინამოსთან" დამარცხდა
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია