"ნაპოლის" საკუთარ მოედანზე "ფროზინონესთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ნეაპოლური გუნდის მომავლის შესახებ იტალიურ მედიაში წერილები გამოქვეყნდა.

"გაძეტა დელო სპორტი" აღნიშნავს, რომ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს გასული წლის ზაფხულში ძალიან გაუმართლა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია და კიმ მინ ჯე დაბალ ფასში შეიძინა, მაგრამ ასეთი რამ ყოველთვის არ მოხდება, რისი დასტურიც ნათანის და იესპერ ლინდსტრიომის წარუმატებელი ტრანსფერებია. თუ სურს გუნდმა კვლავ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს, დიდი ფულის დახარჯვა მოუწევს. პირველ რიგში, კვალიფიციური მცველების დამატება მართებს და ყველაფერი თავიდან კარგი მწვრთნელის მიწვევით უნდა დაიწყოს.

გაძეტა დელო სპორტის" აზრით, "ნაპოლის" ახალი გუნდის აშენება სამი ფეხბურთელის - კვარაცხელიას, სტანისლავ ლობოტკას და მატეო პოლიტანოს გარშემო მოუწევს, რომელთაც დაამტკიცეს, რომ გუნდის ცუდი სეზონის მიუხედავად, როგორც ტექნიკურად, ასევე ფიზიკურად ისინი გამორჩეულები არიან.

Spazionapoli-ს მტკიცებით, "კვარა" "ნაპოლის" ლიდერი გახდება და სტატისტიკური მონაცემებით ირწმუნება, რომ არავითარ რეგრესს არ განიცდის: "ბევრი შეიძლება ფიქრობს, რომ ქართველი გასული სეზონის დონეზე ვერ თამაშობს, თუმცა ციფრები არ ტყუის: წინა ჩემპიონატთან შედარებით, მხოლოდ 2-ით ნაკლები გოლი გაიტანა, 4-ით ნაკლები საგოლე გადაცემა გააკეთა და შეუძლია შარშანდელი შედეგი გააუმჯობესოს კიდეც. მისი შენარჩუნება რთული, მაგრამ შესაძლებელია და "ნაპოლიმ" იცის, როგორი არაჩვეულებრივი ტალანტი ჰყავს".

ხაზგასმულია, რომ კვარაცხელია ყველა მოქმედებით სერია A-ში ახლაც საუკეთესოა და ანალიტიკური საიტების შეფასებები ამას ადასტურებენ.

სოსო
დავით,შარშან რომ ჩემპიონი გახადა,წელს რა გააკეთა,შედეგის გამეორებისათვის?ერთი ლიდერი გაყიდა და მის ნაცვლად,ნორმალურიც კი არავინ მიიყვანა,ზელინსკის,საერთოდ,ხელფასის დაკლებაზე დათანხმება მოსთხოვა,ხოლო იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ კვარას,ისევ ახალწვეულის ხელფასი დაუტოვა.სადაც შენ მონდომებას არ აფასებენ,იქ მონდომება ქრება.ხელოსანი რომ ხელოსანია,ისიც კი არ დათანხმდება ხელის მუშის ანაზღაურებაზე მუშაობას.უხელფასოდ შეიძლება იმუშაოს,პრინციპის გულისათვის,მაგრამ არა დაბალ კვალიფიციური მუშის ხელფასზე.ზაფხულში მოუმატებენ?უკვე 2023 წლის იანვარში უნდა მოემატებინა ხვიჩასათვის ხელფასი,რადგან სრულიად ცხადი იყო,რომ ამას იმსახურებდა.
სოსო
8,5 მილიონი აქვსო,ხელფასი!სკამზე ჯდომით ამდენს აძლევენ,აქ კი ხვიჩას მილიონზე აჭყეტავენ თვალებს მავანნი.
ვაჟა მასწავლებელი
"კორბენა" და "ობიექტურო შემფასებელო": თუ ჩემს კომენტარში ბუდიმირის ეროვნებაზე მეტი ქართველებისთვის საინტერესო ვერაფერი ამოიკითხეთ - გირჩევთ ფეხბურთის ყურებას თავი დაანებოთ და "დედამთილის კოდექსი" მოძებნეთ და წაიკითხეთ!
ლექტორი
თვალები დაუბრიალა
კორბენა
ხო. ბუდიმირი რომ ბასკია, ეგეც მამარდამ გადაწყვიტა... თვალების ბრიალით )))
"ობიექტური შემფასებელი"
როდიდან გახდა ხორვატი ანტე ბუდიმირი ბასკი?
დავით
კაცმა რომელმაც შარშან გუნდი ჩემპიონი გახადა, თურმე ნაძირალა და ცინიკოსია არა? შენ კაცმა რომ გკითხოს, ფეხბურთში ვერკვევიო იტყვი. შეეშვი რა ამ საქმეს და საქმეს მიხედე. ხვიჩა შენს გარეშეც კარგ ანაზღაურებას მიიღებს ზაფხულში.შენ
შახრუდინი
და ისე რო რამე კიმის დაბრუნება არენდით მაინც 1 წლით რო ეცადათ არა?ბაიერნში ალპობენ სკამზე მაინც არ ათამაშებენ
ვაჟა მასწავლებელი
აი ეს არის გამარჯვებულის მენტალიტეტი, რომელიც ჩვენმს ბიჭებმა ბერძნების დამარცხებით მიიღეს! შეხედეთ, ეს რა ქნა მამარდამ ჰა??? პენალტის დარტყმამდე ერთი შეხედა, თვალები დაუბრიალა და ამით კუჭი აუშალა ოსასუნას იმ ბასკ ფეხბურთელს - პენალტის დარტყმას რომ აპირებდა და მანაც ხელებში მიაწოდა ბურთი!.
ჟორა გაბრიჭიძე
რატომ გავიწყდებათ, რომ წინ კიდევ 6 თამაშია და შარშანდელი შედეგის მიღწევა პრობლემა არ იქნება.
სოსო
ნაპოლიმ იცის,როგორი ტალანტია ხვიჩა,მაგრამ ჩვენც ხომ ვიცით,როგორი ცინიკოსი ნაძირალაა,ნაპოლის მფლობელი. ამ ტალანტს სტაჟიორის ხელფასზე ამუშავებს და ცინიკურად დასცინის კიდეც.ამას სხვებიც ხომ ხედავენ და გამორიცხულია,დე ლაურენტისის ხელში,ნაპოლი კვლავ საჩემპიონო ორბიტაზე გავიდეს.სადაც რიყის ქვას უფრო აფასებენ,ვიდრე ოქროს ზოდს,გამორიცხულია რაიმე ფასეული შეიქმნას. ცუდია ჯარისკაცი,რომელსაც გენერლობა არ უნდა,მაგრამ კიდევ უფრო ცუდია ჯარი,რომელშიც გენერალს,უბრალო ჯარისკაცის დაფასება აქვს.ამ დროს,არც ერთ სხვა ჯარისკაცს აღარ მოუნდება,გენერლობა.სწორედ ეს ხდება,დღევანდელ ნაპოლიში.
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
კვერნაძეს გატანილი არ ჩაუთვალეს, არც პენალტი დაუნიშნეს - "ფროზინონემ" "სასუოლოს" მოუგო
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება