ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ ყოფილი მეუღლის, კაროლინა სელიკოს განცხადებას უპასუხა.

მოგეხსენებათ, სელიკომ ვეტერან ფეხბურთელთან დაშორების მიზეზზე ისაუბრა და საკმაოდ უცნაური განმარტებაც გააკეთა.

"კაკა არასდროს მიღალატებდა, ყოველთვის კარგად მექცეოდა, მშვენიერი ოჯახი მყავდა, მაგრამ მე არ ვიყავი ბედნიერი, რაღაც მაკლდა. პრობლემა ის არის, რომ ის ჩემთვის სრულყოფილი იყო", - თქვა სელიკომ.

ამის შემდეგ Marca-მ ბრაზილიელის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელიც ყოფილ მეუღლესთან განშორებასა და შემდეგ შექმნილ რთულ პერიოდზე საუბრობს.

"2015 წელს მე დაქორწინებული ვიყავი და ჩემმა ცოლმა დაშორება გადაწყვიტა. მან მითხრა, მე არ ვარ ბედნიერი და მგონია, რომ ეს შენთან ერთად ყოფნის ბრალიაო.

მე საზღვარგარეთ ვიყავი, ვცხოვრობდი აშშ-ში და მან ბრაზილიაში დაბრუნება მოისურვა. "მე ბრაზილიაში დაბრუნება და ცხოვრება და ასევე შენთან განქორწინება მსურს", - მითხრა მან.

შემდეგ მე წავიკითხე წიგნი სახელწოდებით Prova de Fogo, ეს წიგნი ძალიან მაგარია ყველასთვის, ვისაც ქორწინებაში პრობლემები აქვს.

ყველაფერი გავაკეთე, რომ დაშორება ამერიდებინა, იმიტომ, რომ ქრისტიანი ვარ და ქრისტიანი ადამიანი ყოველთვის ცდილობს, ცოლთან დაშორება აირიდოს. ამიტომ ვთქვი მე, ბოლომდე ვიბრძოლებდი, რომ ქორწინება შემენარჩუნებინა.

მან დაიჟინა, რომ მეტი აღარ შეეძლო და ბრაზილიაში დაბრუნდა, ხელი მოაწერა განქორწინების დოკუმენტებს და ჩვენ 2015 წლის დეკემბერში დავშორდით. ჩვენი ისტორია აქ დასრულდა, 2 დიდებული შვილით, ლუკათი და იზაბელათი.

მე 1 წლის განმავლობაში მარტო ვიყავი, რომ ეს სიტუაცია გადამეხარშა. ვესაუბრებოდი პასტორებს, რადგან ბიბლია ამბობს, რომ არ უნდა განქორწინდე და მე განვქორწინდი.

მაგრამ მე მესმის, რომ თუ ქრისტიანი ხარ და ღმერთს ეძებ და ცხოვრების გაგრძელება გინდა, ეს მისაღებია. თუ შენს მეუღლეს აღარ უნდა, შენ შეგიძლია თქვა, ამინ, წადი. შენ არავის უნდა აიძულო შენთან დარჩენა", - ამბობს კაკა.

ინფორმაციისთვის, სელიკო კაკას ბავშვობის სიყვარულია და მასთან 2005 წელს იქორწინა.

N ჯერ
მაღალი სტანდარტი ....

არ იდარდოთ ხალხო!ორივემ შექმნა ახალი ოჯახები და ძალიან ბედნიერები არიან,კაკას ორი შვილი ყავს მეორე მეუღლისგან,კაროლინა ახლა ელოდება!
მანუ
საწოლში გოლების გატანა უეირდა აშკარად ;)
ლიკა
სინამდვილეში, უხარისხო სექსის ბრალია ;) მესმის ცილის :(

აგერ ფეხბურთელმა ხოჭოლავამ ცოლი სხვა ქალის გამო მიატოვა,ქერა გაუშვა და შავგვრემანი მოიყვანა!
კნოპსი-ს
კლასიკური ...კაცები არ გინახია??რამდენიც გინდა იმდენია!!
ქართველი ვაჟკაცი
რამ აგაშფოთათ კაცებო??...კაცები არ გინახიათ,რომლებსაც კარგი ცოლები და შვილები მიუტივებიათ და წასულან სხვა ქალებთან??თუ კაცები ანგელოზები არიან და შარავანდედი ადგათ თავზე??!!
ლია
კაცებიც მასე არიან,"რაგინდ კარგი ცოლი ყავდეს, მაინც ურჩევნია სხვისა"!!
კნოპსი
კლასიკური ...ქალა.
გიორგი
იმ დროის საფეხბურთო სამყაროში,საუკეთესო წყვილი იყო!
aburjga
ეს რა შესანიშნავი ადამიანი ყოფილა! ბრავო!

ასეა,კაცებსაც არ უყვართ კარგი ქალები, თავხედი,ქედმაღალი,კეკლუცი,ამაყი ქალები იზიდავთ,ყოველთვის ასეთ ქალებზე გაურბით თვალი!!თავმდაბალ,კეთილ,კარგ ქალებს ადვილად ჩაგრავენ კაცები და არ უნდათ ასეთი ქალები,უინტერესოა მათთვის
Levani
გასაღები ამ სიტყვებშია "ის ყოველთვის კარგად იქცეოდა" როცა ქალმა ყოველთვის იცის სად ხარ,რას აკეთებ. როცა კარგი მეოჯახე ხარ და ყოველთვის შენში დარწმუნებულია-რაღაცნაერად მერე მოცემულობად იღებენ. მერე რაც "აქვთ" იმის მაგიერ იმაზე ოცნებობენ "რაც" არ აქვთ. სამწუხაროდ ასეა. მნიშვნელობა აქვს როგორიამშობლებმა აღზარდეს ეს ქალი. ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა. ცოტა შენი დეფიციტი უნდა იყოს,ბალანსი არ უნდა დაკარგო.ეგაა სულ
ნიკა
ვა, რა ძმაა, ფეხბურთელი ხომ შთამბეჭდავი იყო და პიროვნებაც არანაკლები ყოფილა, არადა ბრაზილიაში ძნელია ასეთ აზრონებამდე მიხვიდე
ლიზა
რა დასანანია,როგორ მიყვარდა ეს წყვილი
ვახო -ს
არც ბიჭებს არ ევასებათ კარგი გოგოები!!
ინტრიგანი
თუ ვერ მიხვდი, ხელმეორედ წაიკითხე, თუ კიდევ ვერ მიხვდი, კიდევ წაიკითხე და ასე, სანამ არ მიხვდები.
გიუშა
აქ უცნაური რაა ბატონო იმანო!?)))
ვახო
ეგრეა, გოგოებს არ უყვართ კარგი ბიჭები, ცუდი ბიჭი უნდა იყო ყოველთვის, აი მერე არ გაშორდებოდა
ეეე
ჩვენშიც ასე არაა, გოგოებს ძველი ბიჭები, ნარკომანები და ხულიგნები უფრო ევასებათ, ვიდრე მორწმუნე და პატიოსანი ბიჭები და მერე რო გამოუწერენ ის ბლატნოი ბიჭები ჟაჟს ცხვიპირში, მერე კი ირტყამენ თავში ხელს, მარა მერე გვიანია.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
უმტიტიმ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
"კვარასთვის" გადამწყვეტი მომდევნო 24 საათი იქნება" - პსჟ-ს დირექტორი
ყოჩაღი ფიზკულტურის მასწავლებელი - რუსეთში საფეხბურთო მოედანი ჩაინგრა
აბიდალმა თავისი გარდაცვალების ცნობა უარყო
ესპანეთში ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა - ქართველი მწვრთნელმა შეაქო
შესანიშნავი ამბავი - კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და მისი დაბრუნების თარიღი ცნობილია
იყო გმირი, ახლა კი ზოგიერთი მოღალატეს უწოდებს - ჯოკოვიჩს მთავრობასთან დაპირისპირების გამო სერბეთის დატოვება მოუწია
"ყველაზე მეტად მე ვიტანჯები" - ამორიმი წაგებული მანჩესტერული დერბის შემდეგ
"რეალი" ესპანეთში მსაჯობის მდგომარეობასთან დაკავშირებით FIFA-ში საჩივარს შეიტანს
დათხოვნიდან 1 კვირაში შესაძლოა, კვლავ პრემიერ ლიგაში დასაქმდეს - ესპირიტო სანტუს ახალი ვარიანტი აქვს
სალაჰი უკვე მეოთხეა - ეგვიპტელის მორიგი მიღწევა პრემიერ ლიგაში
ბერნარდო სილვა სერია A-ში? - ფეხბურთელი იტალიურ გრანდს შესაძლოა, უფასოდ შეუერთდეს
[VIDEO] პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია - დი მარიას საოცარი გოლი არგენტინის ჩემპიონატში
[PHOTO] ყველაფერი სახეზე ეტყობა - პსჟ-ის პრეზიდენტის რეაქცია კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელების ტრავმის შემდეგ
"დაველოდოთ სამედიცინო პერსონალის ტესტის პასუხებს" - ლუის ენრიკეს პირველი კომენტარი კვარაცხელიას ტრავმაზე
64 წლის შემდეგ გადაწერილი ისტორია - მოდრიჩი 40 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია
მხიარულება და სიცილი სტუდიაში - რატომ კაკა... ფეხბურთელმა ახსნა, საიდან მოდის ზედმეტსახელი, რომლითაც ყველა იცნობს [VIDEO]
"ხვიჩას ბრალი არ არის, რომ საქართველოში დაიბადა... კაკას აჯობებს!" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე
FourFourTwo-მ ბრაზილიელთა ყველა დროის ტოპ 10 შეადგინა
"კვარაცხელია კაკაზე უკეთესია" - Sky Sports-ის ჟურნალისტი
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
კაკამ, თავისი აზრით, ევრო 2024-ზე ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი დაასახელა