თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" ევროლიგის პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის. ამ ბრძოლაში 2 მატჩია მოსაგები, საიდანაც ბოლონიელებმა ერთში უკვე იმარჯვეს. სანამ ამის შესახებ გეტყოდეთ, გაგაცნობთ ევროლიგის ფორმატს. პლეი-ოფში პირდაპირი გზით გავიდა რეგულარულ ჩემპიონატში, ანუ 34 ტურით თავზე, მოწინავე 6 გუნდი. პლეი-ოფის ბოლო 2 ადგილი თამაშდება ცხრილში 7,8,9 და 10 ადგილზე გასულ გუნდებს შორის.

მე-7 და მე-8 ადგილებზე გასული გუნდების მატჩში გამარჯვებული პლეი-ოფში პირდაპირ გავიდა. ამ შეხვედრაში "მაკაბიმ" 113:85 გაანადგურა "ბასკონია" და ებრაული გუნდი პლეი-ოფში "პანათინაიკოსს" შეუწყვილდა. წაგებულ "ბასკონიას" კიდევ ერთი შანსი აქვს – ის რეგულარულში მე-9 და მე-10 ადგილებზე გასულ გუნდებს შორის პლეი-ინის მატჩის გამარჯვებულს ხვდება. "ვირტუსმა" მე-10 ადგილი დაიკავა და სტუმრად მე-9-ზე გასულ "ეფესს" შეხვდა.

სტამბოლში გამართული შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და თორნიკე შენგელიას ლიდერობით, "ვირტუსმა" მასპინძელი 67:64 დაამარცხა. თორნიკე თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის ბომბარდირი გახდა. თორნიკემ 12-დან 4 ორქულიანი, 2-დან ერთი სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე საბოლოოდ 13 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა.

გადამწყვეტი მომენტი ლუნდბერგის სამქულიანი იყო. დანიელმა იფემ 13 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო და "ვირტუსის" უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა- 67:61. "ეფესმა" სამქულიანი ჩააგდო, თუმცა ჯარიმა დროულად ვეღარ აიღო და "ვირტუსმა" პლეი-ინის ფინალის საგზური მოიპოვა. პლეი-ინის ფინალური მატჩის თარიღი სულ მალე გაირკვევა.

GBF.GE

შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება- გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
[VIDEO] შენგელია ვირტუსის დიდების დარბაზში შეიყვანეს | თოკომ ვირტუსს 14 ქულა ჩაუგდო და გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება