The Athletic-ის ინფორმაციით, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ანდრეი შევჩენკოს რევოლუციური იდეა აქვს, რომელსაც თავის ქვეყანაში მალე განახორციელებს.

კორუფციასა და გარიგებული მატჩების თავიდან ასარიდებლად, ყოფილი თავდამსხმელი მსაჯებისთვის სიცრუის დეტექტორის შემოღებას გეგმავს.

პოლიგრაფი გაზომავს არბიტრების წნევისა და სისხლის ნაკადის ცვალებადობას, ასევე მათ სუნთქვასა და ოფლიანობას, რათა დადგინდეს, ამბობს თუ არა გამომცდელი სიმართლეს.

"ჩვენ ვხედავთ პოლიგრაფს, როგორც შესაძლებლობას, შევაგროვოთ მეტი ინფორმაცია და გავიგოთ, რომელ მსაჯებთან შეგვიძლია ვიმუშაოთ. ჩვენ ვიწყებთ ნულიდან, - განუცხადა შევჩენკომ The Athletic-ს.

მისივე თქმით, ნებისმიერი მსაჯი, რომელიც დეტექტორს ვერ გაივლის, თამაშებს ვეღარ გაუძღვება. შევჩენკოს, ამის გარდა, კიდევ ერთი იდეაც აქვს.

არბიტრები ნებისმიერ მატჩზე შემთხვევითობის პრინციპით დაინიშნებიან და არა შერჩევით. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ამ იდეას უკრაინაში კრიტიკაც მოჰყვა.

"ეს პირდაპირი კონტროლია. ადამიანური ფაქტორი ყოველთვის იქნება და შეცდომების გამოსასწორებლად VAR-ი არსებობს.

მაშინ გამოვცადოთ ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც. ჩვენ მოვალთ თამაშამდე სამი საათით ადრე, რომ გავიაროთ სიცრუის დეტექტორი", - თქვა მწვრთნელმა ვოლოდიმირ შარანმა.

შევჩენკოს ეს იდეა კი 2018 წელს უკრაინაში მომხდარ დიდ სკანდალს უკავშირდება. ამ წელს 35 კლუბი გამოვლინდა, რომლებიც თამაშების გარიგების ოპერაციაში იყვნენ ჩართული.

სქემაში სულ 328 ადამიანი მონაწილეობდა, გამოვლინდა გარიგებული მატჩების 57 შემთხვევა.

A
მაგ ბურთზე არ გაუტანას როგორ ამბობ.. 100 ჯერ მაქვს ნანახი რომ გინდოდეს ძალით ვერ გაარტყამ ხელში მეკარეს.. არგატანა რომ სდომოდა ფეხს ააცილებდა.. და თერთმეტმეტრიანსაც კარს ააცილებდა.. ეეჰ..
სსს
იატაკქვეშა ტოტალიზატორები გამრავლდება და მას ვერანაირი სასჯელი ვერ შეაჩერებს.არც მსაჯის დეტექტორზე შემოწმებაა იდეალური გამოსავალი. შეიძლება ფეხბურთელები შეთანხმდნენ ერთმანეთში მსაჯის გარეშე, ანაც ერთმა კონკრეტულმა ფეხბურთელმა საახლობლოს უთხრას რომ წითელს მიიღებს და სულაც მსაჯს პანღური უთავაზოს.( გამგები გაიგებს)
zviadi
მაგას ჯობია, თამაშამდე ვაწამოთ მსაჯები, დაკითხვები ჩავუტაროთ, ყოფა ვუტიროთ და მერე გავუშვათ მოედანზე :) :) :)
დავით 67
საუკეთესო გამოსავალია ტოტალიზატორების აკრძალვა. მიწისქვეშა ტოტალიზატორების შექმნის შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა.
კაი ერთი
რუსეთის კორუფციასთან უკრაინისა რა მოსატანია რუსეთუმევ
tngh
უკრაინაში ყველგან კორუფციაა გამეფებული...
ანუ
ანუბსადამდე შეიძლებაბდაგცეს ლიბერალურმა იდეოლოგიამ, ამაზეა ნათქვამი. ტიპი ფეხბურთის ერთ ერთი ლეგენდაა და რეებს ბაზრობს და რეებს იფიქრებს. ზელენსკი კი არ არის ფიფას პრეზიდენტი ბლინ
zura222
აი ასე შტერდება იმ ქვეყნის მოსახლეობა სადაც მასხარა კლოუნი ყავთ პრეზდენტად DD
ვოვიკა
თავის ქვეყანაში შეუძლია დატესტოს თუ გაამართლა მერე გადაიღებენ....უკრაინას ფეხბურთისთვის თუ სცხელოდა არ ვიცოდი
ლაშა
ყველაზე მაგარ სპორტის სახეობას ბოლოს უღებენ. ვარ-ით ეხლა ლურჯი ბარათიო. სიცრუის დეტექტორიო. საერთოდ მსაჯი რაღა საჭიროა. ისე კაი იქნება თვითონაც თუ გაივლის სიცრუის დეტექტორს სტამბოლის ფინალზე. კრესპო იმ თამაში დაფრინავდა გაიყვანეს ეს დატოვეს მოედანზე. წაქცეულ მეკარეს გოლი ვერ უფრო სწორად არ გაუტანა. და დესერტად პენალიც გამაზა
ლევანი
ეეეჰ, არც ამს ჰქონია ტვინი, ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ იყომარონ, თვითონ ფიფა უეფას როგორც აწყობს ისე, აბა იყოს როგორც რაგბშია, დავინახოთ, და გავიგოთ როგორ მუშაობენ, ერთმანეთში რას საუბრობენ, ვარი მსაჯი, მოთამაშეები და ყველა, რატომ გვიმალავენ, რა სიცრუის დეტექტორი, ნორმალურია ეხლა ესა? ე.ი. ყველგან და ყველა სფეროში რამხელა დეფიციტია, წესიერების, რომ სანდო არავინაა.
ლუკა
ამან ეტყობა რომელიმე ამერიკულ ფილმში დაინახა სიცრუის დეტექტორი და დაევასა

კარგი რა შევა, რაღა დროს ეგეთებია, წინა საუკუნეში რომ დაგეინიცირებინა შეიძლება გაგეჩინა მომხრეები, აწი სადაცაა ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერი და კამერები ჩაანაცვლებს მსაჯს და საბოლოოდ დამთავრდება მსაჯის შეცდომები და მიკერძოება
alexandre
როგორ არ გაუგონიათ. მიხუილმა პოლიციის შენობები ხომ გამჭვირვალე ააგო :DDD
ლაშა
გამჭვირვალობა ესაა სწორედ ნაცებო, დიდ ეკრანზე გამეორდეს ყოველი საეჭვო ეპიზოდი მწვრთნელის ლეგიტიმური ეჭვის საფუძველზე და არა ისე, რომ დაზურულ, გაუმჭვირვალე ოთახში, ყველასათვის გაუმჭვირვალე და საეჭვო გარემოში მსაჯი შემოწმდეს სიცრუის დეტექტორზე! გაგიგონიათ, ვითომ გამჭვირვალობა?!
ლაშა
სიცრუის დეტექტორი კიარა, ყოველი საეჭვო ეპიზოდისას გადამოწმება უნდა ხდებოდეს VAR-ზე მთავარი მწვრთნელის ყოველი პროტესტის გამოხატვის საფუძველზე, რათა ნდობა გაჩნდეს VAR-ისადმი და რასაც ვხედავთ, ლამის გააუქმონ VAR-ი! კალათბურთში ან/და ჭიდაობის სახეობებში ხომ არის პროტესტის გამოხატვის ფორმები, ფეხბურთში ანალოგიურად უნდა იყოს. დიდ ეკრანზე უნდა ნახოს ყველამ, მაყურებლის ჩათვლით საეჭვო ეპიზოდის გამეორება და მორჩა!
ჯეჯე
ვეტინგი ჩაუტარეთ მსაჯებს. მოსამართლეებს ხომ უტარებენ უცხოელები ვეტინგს უკრაინაში. მაინც მანდვე არიან ეგ უცხო ქვეყნის მოქლააქეები და მსაჯების შემოწმებაც იმათ გადააბარეთ. აგერ, ჩვენგან გაწვეული ელჩიც უმუშევარი გყავთ, ეგეც დაასაქმეთ ვეტინგზე. აქეთ დაბრუნებას მაინც არ უპირებთ.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
[VIDEO] არშავინმა "კვარა" მეორეაო და თბილისში წაუცეკვა
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
უკრაინა საქართველოსთან მატჩს ახალი მწვრთნელით შეხვდება? - შევჩენკომ რებროვის მომავალზე ისაუბრა
"შევჩენკოს დამატება არასდროს მინდოდა" - მოურინიომ უკრაინელის ტრანსფერი გაიხსენა
უკრაინის ნაკრების მწვრთნელს წინამორბედებზე ნაკლებ ხელფასს გადაუხდიან