ე.წ. "რუსულ კანონთან" დაკავშირებით ქართველმა სპორტსმენებმა საკუთარი აზრი დააფიქსირეს.

"ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის. არარუსეთს!" - წერს გიორგი ქვილითაიამ "ინსტაგრამ" სთორში .

შეგახსენებთ, ქართველმა ფეხბურთელმა რუსულ გუნდ "სოჭში" გადასვლაზე უარი თქვა. არსებული ინფორმაციით, გიორგის წელიწადში 700 000 დოლარი შესთავაზეს. ინფორმაციას Geo Team ავრცელებს. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გიორგის უარის მიზეზი შემდეგია - "მას არ სურს რუსეთში თამაში“.

ქვილითაიას აგენტმა ირაკლი ლილუაშვილმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელმა შეთავაზება ნამდვილად მიიღო, უარის მიზეზად კი "სხვა კარგი ვარიანტები“ დაასახელა.

"მან ნამდვილად მიიღო შემოთავაზება სოჭიდან. ჩვენ უარი ვთქვით, რადგან არის სხვა კარგი ვარიანტები - ეს არის მთავარი მიზეზი. ველოდებით კონტრაქტის დასრულებას”, - ციტირებს მედია ლილუაშვილის სიტყვებს.

30 წლის ქვილითაია უკვე მესამე წელია, რაც კვიპროსში, “აპოელში“ თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 23 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ტრანსფერმარკეტზე მოთამაშის ამჟამინდელი ფასი 1,7 მილიონი ევროა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, სპორტსმენმა თავისი პოზიცია გამოხატა ომთან დაკავშირებით. ის მოედანზე უკრაინის დროშით გავიდა და სოციალურ ქსელში დაწერა - "ჩვენ საერთო მტერი გვყავს".

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"