ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"კოლხეთის" დამსახურებული ქულა რუსთავში

"კოლხეთის" დამსახურებული ქულა რუსთავში

რუსთავში გამართულ "მეტალურგისა" და "კოლხეთის" მატჩზე უჩვეულოდ ცოტა გულშემატკივარი მივიდა
7.08 რუსთავი. ფოლადი. 500 მაყურებელი

მეტალურგი-კოლხეთი 0:0

მეტალურგი(4-1-3-2) კოლხეთი (4-2-3-1)

ბათიაშვილი ნადირაშვილი

მახვილაძე ცხვიტარია

კვახაძე ინწკირველი

ორბელაძე შავგულიძე

ჯაფარიძე ლემონჯავა

რაზმაძე ცხადაია

ი. მაისურაძე ლომაშვილი

გ. მიქაბერიძე ჯანაშია

გეწაძე გვალია

ი. მოდებაძე ციცხვაია

ტატანაშვილი მდივნიშვილი

მწვრთნელი: ა. ჯელაძე მწვრთნელი: ს. ფილია

მეტალურგი

46. პავლიაშვილი-ტატანაშვილი

69. ქავთარაძე-მიქაბერიძე

69. მურველაშვილი-ჯაფარიძე

სათადარიგოები: ბედიაშვილი, ლომაია, აბურჯანია, დობროვოლსკი

კოლხეთი

55. ქებაძე-მდივნიშვილი

60. გულუა-ლომაშვილი

79. წიქარიშვილი-ციცხვაია

სათადარიგოები: ბობღიაშვილი, გელაჭეიშვილი, თედიაშვილი

გაფრთხილება: გვალია (80)

არბიტრი: ა. კრიჭაშვილი (თბილისი)

ვერ გეტყვით, რას დავაბრალოთ, მაგრამ რუსთავში უჩვეულოდ ცოტა გულშემატკივარი მოვიდა "მეტალურგისა" და "კოლხეთის" მატჩზე. არადა, ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრა იყო თავისი "ატრიბუტებით" - ჰიმნით, დროშის აღმართვითა და ასე შემდეგ.

თუმცა, "ფოლადზე" ქომაგთა სოლიდური რაოდენობა რომც მოსულიყო, მასპინძელთა გუნდს, ალბათ, ვერც ეს უშველიდა: "მეტალურგმა" უფერულად ითამაშა და სამწვრთნელო შტაბსაც უამრავი საფიქრალი დაუტოვა. მასპინძელთა ერთობ არადამაჯერებელი თამაში ვინმემ, შესაძლოა, გადაღლილობასაც დააბრალოს - ისინი საფრანგეთიდან სამშობლოში პარასკევს დაბრუნდნენ და "კოლხეთთან" მატჩამდე, ალბათ, ძალების აღდგენაც ვერ მოასწრეს. თუმცა, რაც უნდა "ვამართლოთ" მასპინძლები, სტუმართა მონდომებაც არ უნდა დავივიწყოთ: "კოლხეთის" გამოცდილმა თავკაცმა სოსო ფილიამ სწორი ტაქტიკა აირჩია და რუსთავიდან დამსახურებული ქულაც წაიღო.

ეგ კი არა, "კოლხეთის" გამარჯვებაც არ იქნებოდა სენსაცია, - სტუმრებს არც აქტიურობა დაეწუნებოდათ და ერთი-ორ ეპიზოდში "მეტალურგის" მეკარეს, ზურაბ ბათიაშვილს რომ არ ევაჟკაცა, ფოთელები ჩემპიონატს გამარჯვებით დაიწყებდნენ.

"მეტალურგი" ოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობდა, "კოლხეთში" კი ოთხი ახალწვეული (ლადო ნადირაშვილი, ლევან შავგულიძე, ვაჟა ლომაშვილი, გიორგი ცხადაია) ვიხილეთ, პლუს ხანმოკლე პაუზის მერე გუნდში დაბრუნებული დავით ციცხვაია.

"კოლხებმა" მატჩი აქტიურად დაიწყეს და მალევე შორი მანძილიდან ორჯერ დაარტყეს კარის მიმართულებით. სამაგიეროდ, "მეტალურგის" პირველივე შეტევა სახიფათო გამოდგა, თუმცა რევაზ გეწაძის ფლანგური გარღვევის მერე მასპინძლებმა ბურთის კარში გადაგზავნა ვერ შეძლეს. პირველ ტაიმში "მეტალურგს" მეტი ხიფათი არ შეუქმნია - თუ არ ჩავთვლით ალექსანდრე კვახაძის შორეულ დარტყმას, ლადო ნადირაშვილი უპრობლემოდ რომ გაუმკლავდა. აი, სტუმრები კი, მოედნის ცენტრს გადალახავდნენ თუ არა, შორი თუ საშუალო მანძილიდან კარში ურტყამდნენ! დავით ციცხვაიას შორეული "გასროლა" ბათიაშვილმა იოლად მოიგერია, ვაჟა ლომაშვილის ასევე შორეული დარტყმის შემდეგ კი "მეტალურგის" მეკარეს საკუთარი ოსტატობის გამოვლენა დასჭირდა. შორეული დარტყმების გარდა, "კოლხები" იმითაც გამოირჩეოდნენ, რომ პრესინგს თამაშობდნენ და საკუთარიდან მეტოქის ნახევარზე სწრაფი და მოკლე პასებით (თან ერთი შეხებით) გადადიოდნენ.

სტუმართა ტაქტიკაში განსაკუთრებული როლი ჰქონდა დაკისრებული ლაშა გვალიას - 19 წლის შემტევი ნახევარმცველი მოუღლელი თამაშითა და არასტანდარტული მოქმედებებით გუშინ ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ. ისევ პირველ ტაიმს დავუბრუნდეთ, რომლის ბოლო წუთებზეც მასპინძლები ორჯერ გადარჩნენ! ჯერ იყო და, კუთხურის შემდეგ გიორგი ლემონჯავა მარტო აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში, მაგრამ "კოლხეთის" მარცხენა მცველმა თავით არაზუსტად დაარტყა. არანაკლებ ინერვიულეს მასპინძელთა ქომაგებმა იმ ეპიზოდშიც, როცა ზამირ ჯანაშიას აქტიურობის შემდეგ სერგი ორბელაძეს ბურთი აეჭრა და ავტოგოლსაც ცოტაღა დააკლდა.

სხვათა შორის, მეორე ტაიმში მსგავსი რამ სტუმართა საჯარიმოშიც მოხდა, როცა პაატა ცხვიტარია ბურთს თავით იგერიებდა და კინაღამ საკუთარი კარი დალაშქრა. ამ ეპიზოდის გარდა მეორე ტაიმში "მეტალურგს" მხოლოდ ერთი (!) სახიფათო მომენტი ჰქონდა: რევაზ გეწაძემ საჯარიმო დარტყმა ოსტატურად კი შეასრულა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა. "კოლხეთი" კი კვლავაც შორეული დარტყმებით ცდილობდა გატანას, მაგრამ ხან ბათიაშვილი თამაშობდა დამაჯერებლად, ხან კი სტუმრებს სიზუსტე აკლდათ.

ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ მატჩის ბოლო წუთებზე, მასპინძელთა შტურმის მოლოდინში სახიფათო მომენტებს სტუმრები ქმნიდნენ! ყურადღების ცენტრში ორივეჯერ შეცვლაზე შესულები მოექცნენ: ჯერ მანუჩარ წიქარიშვილს შეეძლო "სამქულიანი" დარტყმის შესრულება, რასაც 20 წლის ლევან გულუას ოსტატური შორეული დარტყმა მოჰყვა და "მეტალურგი" ისევ და ისევ ზურაბ ბათიაშვილის რეაქციამ გადაარჩინა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს

საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა

[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის

გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...