Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მისი გუნდის ბოლო მატჩის შედეგითა და ნაჩვენები თამაშის ხარისხით ძალიან უკმაყოფილოა.

"პარტენოპეი" "ემპოლისთან" გასვლაზე 0:1 დამარცხდა და რბილად რომ ვთქვათ, უსახური შთაბეჭდილება დატოვა.

იტალიურ მედიაში დაიწერა ისიც, რომ აღნიშნული მატჩის შესვენებაზე დე ლაურენტისი კლუბის გასახდელში ჩავიდა, რათა გაერკვია, რა ხდებოდა. ის შემდეგ ტრიბუნაზე დაბრუნდა, სტადიონი მატჩის დასრულებამდე დატოვა და გუნდის დასჯა ბაზაზე სეზონში მეორედ გამოკეტვით გადაწყვიტა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და კიდევ ერთი შანსი მისცა.

ახლა კი Gazzetta dello Sport-ის დღევანდელი გამოცემა წერს, რომ დე ლაურენტისი ზაფხულში ყველა ფეხბურთელის გაშვებაზე იქნება თანახმა და ვინც უკმაყოფილოა, შეუძლია წავიდეს. ხელშეუხებელი აღარავინ იქნება, მათ შორის, კვარაცხელიაც.

"ვისი წასვლაც შეუძლებლად ჩანდა და პრეზიდენტს ხელშეუხებლად მიაჩნდა, ასე აღარაა. ვინც ბედნიერი არ არის, მისთვის კარი ღიაა.

ყველა ბაზარზეა, კაპიტან დი ლორენცოდან დაწყებული, ასევე იქნება ეს ხვიჩა, ლობოტკა თუ მატეო პოლიტანო.

"პარტენოპეის" აღარ სურს ის პრობლემები, რომლებიც ოსიმენის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით წარმოიქმნა". - წერს გამოცემა.

ინფორმაციისთვის, იტალიურმა მედიამ რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვარაცხელია სეზონის დასრულების შემდეგ "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებდა და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც მიიღებდა.

მდა
დედა სვავები რა ბედნიერები არიან
SOS!!!
რა გარანტია არსებობს, რომ მიქაუტაძის ბედს არ გაიზიარებს?!
კარგია თუ გაყიდიან
თუ გაყიდიან მაგას რა სჯობია. დააღწიოს თავი მაგ წუწურაქებს ისე გინდა ქალთმოძულე მიძახეთ და რაც გინდათ, მაგრამ ფაქტია ამ ბიჭმა მოუკლო თამაშს 1 წელია დაახლოებით. შეიძლება ემთხვევა ცოლის მოყვნის ამბავს მაგრამ დიდხანს კი გაიწელა. საერთოდ გაქრა მისი შემოქმედებითობა და სტანდარტულ ფეხბურთელად გადაიქცა. თითქოს აღარ აღაფრთოვანებს ბურთი
Walter White
ლაურენტისმა ნაპოლი "ჭ" კლასიდან გამოიყვანა და იტალიის ჩემპიონი გახადა. დიდი ფული ჩადო კლუბის წინსვლაში. ფეხბურთი ბიზნესია, ლაურენტისს არ ესწავლება ჭკუა ჯიბეგამოხეული , სიპებში და აიპებში უსაქმური ტროლებისაგან. ხვიჩას ფასი და რეალური შესაძლებლობები ( ამ სეზონში) გამოჩნდება ევროპის ჩემპიონატზე.
სოსო
ასეას.ხვდები მაინც,რა სისულელე დაწერე?
amataki
ფეხბურთი სპორტიცაა და ამავდროულად ცხოვრების ანარეკლიც. ამითაა მაგარი, რომ სიტყვების ბრახაბრუხითა და ზედმეტი ტინგლიცობით ის არ კეთდება. ჩემპიონს და მითუმეტეს დღეს, შესაბამისი მოპყრობა ესაჭიროება. მეორე ეშელონის გუნდები ახლადგამოჩეკილ ვარსკვლავებს ვეღარ ინახავენ, დროულად ყიდიან სარფიანად, ხეირსაც ნახულობენ პატრონები და ახალ გუნდებს აკეთებენ. კაი ხანია ასე იქცევიან პორტუ-ბენფიკა, პსვ-აიაქს-ფეინოორდი, დორტმუნდი. დიდ იტალიელებსაც კი უჭირთ ამ მხრივ. ნაპოლის თუ გრანდობაზე გაუჩნდა ამბიცია, მაშინ მწვრთნელიან ფეხბურთელებიანად შემადგენლობას ადექვატურად უნდა მოქცეოდნენ, ახალი კონტრაქტები და ვარსკვლავური ანაზღაურება დროულად! სხვაგვარად ბოლობოლო ასეა - შეგრჩება გატეხილი ქილა ერბო. არ არსებობს ფეხბურთელმა, რომელსაც ერთი აქვს თუ სამი მილიონი და აგერ ხელისგაწვდენაზეა 7 - 10, აიძულოს საკუთარი თავი თუ მითუმეტეს დააძალონ უმაღლესი დონის შენარჩუნება, მოტივაცია ხელოვნურად არ იქმნება. ეს თამაში მოტივირებული, სხვადასხვაგვარი კაცების მიერ კეთდება, რომლებიც ყველა თავის ადგილას, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ საქმეს აკეთებს, მაგრამ ერთობით ქმნიან სინქრონულობას. ერთი კაცი დღევანდელ ფეხბურთში გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ვინც არ უნდა იყოს ის - ძველი თუ ახალი სუპერვარსკვლავი.

ეს გაბრექილი ქართველთ მოძულელე ნაცხროვას და მიხოს მოტრფიალე გახდა..ეს ფარჩსკი ყოფილა
დავით 67
რა გიკვირს ? ეგენი ენრიკო კარუზოს უსტვენდნენ, სიმღერა არ იცისო, არადა ნეაპოლელი იყო და ძალიან უყვარდა თავისი ქალაქი. ყველგან ოვაციებით ხვდებოდნენ კარუზოს ნეაპოლელების გარდა. ისე გვანან ქართველებს. აქაც ასე არაა?
გენიოსო
არც გაატრაკო ზუსტად შენ ნათქვამზე არის დამოკიდებული ხვიჩას მომავალი. წადი ყანა დაამუშავე სად იტენები!
მამუკა
ვინ გითხრა სიმონ, თუ შენ მოიფიქრე ა¡?
ტაბუ
ტოპ-კლუბები ამ ფორმაში მყოფს არ წაიყვანენ
elza
მაფიოზა ლაურენტისს ფულის გადახდა არ უნდა და დღეს ფეხბურთს ტყვილა არავინ თამაშობს.
Rei-s და aseas-s
რამდენიხართ ეს სანაიას მიმდევრები? ისე თქვენმა ბელადმა მიხომ კი გასწავლათ ანძაზე ასვლა..ყველა ნაცის ტუუუუუუუუ
სოსო
აბა აქაც გაიხედ,გამოიხედე!
asea-ს
მაგ სიმართლით გევლოს მუდამ! შენ მართლა 100% "მზე"-ო!!!
REI
იდიოტი ხარ
asea
კვარაცხელია ერთი უფერული ფეხბურთელი და სამარცხვინო ნაციონალია
papai
ძაან უმადური ფანები ყავთ.. ყველას ლანძღავენ ფეხის ერთ გადაბრუნებაზე და მალე ივიწყებენ ფეხბურთელების დამსახურებას კლუბის წინაშე
tngh
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!! წინ ევროპის ჩემპიონატია... "ნაპოლიზე" ნეაპოლში იდარდონ...
geno-ს
ჯერ ეგ ერთი ამას არცერთი ტოპ გუნდი არ იყიდის.და შენი თქმის არ იყოს სათადარიგო სკამიდან ვერ წამოდგება.
vai vai
და ნაკრებში რატომ აქვს? ან რატომ ვერ ხვდები, რომ ასეთი ინტენსიური იგნორაციის (პარტნიორების მხრიდან) და დაუფასებლობის (კლუბის მფლობელის მხრიდან) პირობებში ვერც რონალდუ და მესი დაკრეფდნენ ციურ ვარსკვლავებს.
555
კარგი გენო რა, შური გამიგია,მაგრამ ასეთი?
555
გეთანხმები 100 პროცენტით.
Irakli Apkhaidze
რუბინიდან და ბათუმიდან ნეაპოლში ლიდერობა, სერია ა საუკეთესოობა და ჩ.ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელობა და კიდე სხვა მრავალი უფრო ზრაპარი იყო. ასე, რომ ამ ბიჭისგან არაფერი გამიკვირდება. მე უფრო მისი ჰეითერების მიკვირს...
ბესოს
როგორი გამართული ქართულითაც სწერ, შესაბამისი პროგნოზიც გაქვს. შეცდომაა-იზავს, სწორია იზამს!
ბესო
ძალიანაც გამიხარდება, თუ გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაცია სიმართლეა. ჯერ წასვლისთვის გათვლილი კომბინაცია მეგონა კვარამ რომ თამაშს მოუკლო, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ასეთ ფორმაშიც კი 10 თავით მაღლა იდგა ნაპოლის ნებისმიერ ფეხბურთელზე...გუნდი არ თამაშობს, გუნდი აღარ არსებობს და იტალიელებმა ამისთვის დიდი მადლობა უნდა გადაუხადონ ლაურენტესს...ხვიჩა მაგ გუნდიდან უნდა წავიდეს ნებისმიერ კარგ გუნდში, რომელიც შეიძენს. ევრო გვიახლოვდება, ევრო და, დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება რა მაგარი ბიჭიც არის.
თერალი
გიჟთან რა ლიდერობაზეა საბარი?! სპალეტი გაექცა მაგ უტრაკო მაფიოზს. მაგის უნამუსო ნათესაობამ მარადონა გაანარკომანა საბოლოოდ.
geno
კვარას არა აქვს ხასიათი და ლიდერის თვისებები.. ტოპ კლუბებში, თუ მოხდა სასწაული და ვინმემ იყიდა, იქ მასეთი უჯიგრო თამაშით სათადარიგოთა სკამს გაახიხინებენ.
ლაშა
რა გააკეთა ისეთი თავი რომ ამოწურა?
გაუხუნდა
დე ლაურენტის შესვენებაზე გასახდელში ჩასვლები :)
ბესო
ვერაფერსაც ვერ იზავს ზღაპარია ეგ
კაი ერთი
პირდაპირ პარსელონაში? თავი ამოწურა თუ ვერ თამაშობს?
დ
კვარა რეალში, ბარსაში ან სიტიში და ბაიერნში, ესაა მისი თამასა და არა ლაურენტისის ნაპოლი. ყველა ნახავს, რა შეუძლია კვარას ტოპ გუნდში.
მე არ ვარ ბოროტი
შენ სად მიდიხარ?
rateqs
შენ აგაშენა ღნერთმა, ჩემი აზრით, რაც ბოლო ნაპოლის თამაშებს ვუყურებ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ არც ერთ ფეხბურთელს ნაპოლიში დარჩენა არ სურს
mg1987
კვარამ ამოწურა თავის თავი ამ გუნდში . აქ მეტი წინსვლა გამორიცხულია აწი პირიქით. ახლა უკვე ნაღდად ტოპ გუნდის დროა იმენა ტოპ გუნდის. ბარსა არსენალი თუნდაც ნიუკასლი და ატლეტიკო ყველა ნაპოლზე ბევრად წინაა. ნაპოლი ალბათ ერთი 20 წელი ვეღარ გახდება იტალიის ჩემპიონი, ლიგას კიდევ ვერასდროს ვერ მოიგებს.
ვახო
ძალიან კარგი თუ წავა. არაა ხვიჩასნაირი ფეხბურთელის ადგილი ნაპოლში. უკეთესს იმსახურებს
რობი
რეგვენმა ლაურენტისმა თავის თავს დააბრალოს! თვითონ არია მონასტერი! ისე არამგონია კვარა გაყიდოს ერთადერთი ნატელი წერტილია მაგ გუნდში!
ვაა
ისე თვითონ დე ლაურენტისი რომ წავიდეს ჯობია
ხვიჩა
ერთი მაგათი უმადური კეთილებიც . . . ხვიჩამ 9 თამაში რომ უმაღლეს დონეზე ჩაატაროს და მეათე თამაში ჩააგდოს, მის ყველა სიკეთეს ივიწყებენ
Footbol
ძალიანაც კარგი, მივდივააართ
კნოპსი
ძალიან კარგი იქნება, თუ მაგ გუნდიდან წავა.
სოსო
დე ლაურენტისს,საკუთარი ძაღლი აღარ ენდობა და ფეხბურთელები მიენდობიან?!ალბათ ფიქრობს,ბიჭები თავის გამოჩენას შეეცდებიან და ძველებური შემართებით ითამაშებენ,რომ სკაუტებს თავი მოაწონონო,მაგრამ სეზონის ბოლოს,დე ლაურენტისი ისეთ გამოსასყიდებს დაადებს,ბიჭები წასვლაზეც ვერ იოცნებებენ.მას კი, სეზონის კარგი დაბოლოება შერჩება.იცის, რომ ყველაფერი მისი ბრალია,თან ბრაზი ახრჩობს მაგრამ აღარაფერში აღარ არის დარწმუნებული და წამიერად იცვლის გადაწყვეტილებებს.მართლა აღარ იცის,როგორ მოიქცეს.ასეთ დროს გადადგომაა,ყველაზე სწორი საქციელი,მაგრამ გუნდის მეპატრონე,სად უნდა გადადგეს?ჰოდა უაზროდ აწყდება, ყველა მხარეს.
aburjga
ასე! ფული, სიხარბე, გაუმაძღრობა არის დიდი უბედურება! ცხოვრების ყველა ასპექტში, ყველა სფეროში!
გიორგი
და თქვენ მართლა გჯერათ გასახდელში ჩასვლამდე არ იცოდა რაც ხდება ამ დაჩირქებულმა მაფიოზამ? მინდა დაგამშვიდოთ ხვიჩა იგვეა უფრო სწორეთ უკეთესია ვიდრე შარშან თუარ გჯერავთ მალე გამოჩდება მან ამ ორ სხვადასხვა მიმართულების სეზონში უდიდესი პრაქტიკა და გამოცდილება მიიღო რაც სწინდარია მისი როგორც მსოფლიო დონის ვარსკლავის ჩამოყალიბების.
ენძო
კვარა მთავარია ნაკრებისთვის იყო მზად.თავს გაუფრთხილდი."ნაპოლი" უკვე წარსულია.
ნიკა
ღმერთმა ქნას ზაფხულში მაქედან წავიდეს კვარა
ba
ძაან კაია ჩემი სურვილია ბაიერნი ან ბარსა :))
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ლუის ენრიკე: ნანახით კმაყოფილი ვარ - ეს ის შედეგი არ არის, რომელიც გვინდოდა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
ხვიჩამ და პსჟ-მ დაიწყეს - ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად?
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კვარაცხელია და "ოქროს ბურთი" სულ უფრო რეალური ხდება - ხვიჩამ საფრანგეთიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
"კვარავაჯოს" გზა ოქროს ბურთამდე: თანამედროვე ქართული ზღაპარი
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
მოულოდნელი ამბავი - ალ-ხელაიფი პსჟ-იდან წავა და FIFA-ს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს?
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა